მიხეილ სააკაშვილი

16 Dec. 2017, 21:42

მე ვიბრძვი იმისათის, რომ ჩატარდეს არჩევნები, ჩვენმა გაერთიანებულმა ძალებმა აიღონ უმრავლესობა. მე მზად ვარ, გავხდე უკრაინის პრემიერ-მინისტრი, თუ ამის აუცილებლობა გახდა, არ არის ეს ჩემი თვითმიზანი. ვინ იქნება პრეზიდენტი და ვინ იქნება პრემიერი ამას გადაწყვეტს უკრაინელი ხალხი. ჩემს ამოცანას ვხედავ ბევრი ახალი ხალხის მოყვანაში და სწრაფი რეფორმების გატარებაში. ისე, რომ მოვწყდეთ ამ ჭაობს, ამოვარდეთ, ამოვქაჩოთ თმით ქვეყანა და საკუთარი თავი ამ ჭაობიდან და სადღაც გავიქცეთ. აი, რომ ამოვალთ, წასვლას ამ ჭაობიდან მე ვუხელმძღვანელებ. მერე იქ იმდენი კარგი ადამიანი გამოჩნდება, რომელიც ჭაობში არც არის ნამყოფი, ჩვენ მაინც ჭაობში ვართ ყველა ნამყოფი, ჩვენ უნდა გავუხსნათ ახალ თაობას გზა. მერე წავალ ალბათ იქ სადაც ექსტრადირებას მიპირებენ, ვნახოთ. ჯერ უნდა გავამარჯვებინოთ უკრაინას. ნუ გგონიათ, რომ საქართველო უნდა მივატოვო გასაჭირში. რა თქმა უნდა, ჩემი სიცოცხლე, ჩემი გული უკრაინასთან ერთად არის თქვენთან და ამ ორს შორის მე განსხვავებას ვერ ვხედავ.  


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
  2. დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
  3. ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ
  4. ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
  5. პასკა — სააღდგომო სუფრის განუყოფელი ნაწილი

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

ვოლვო ქარ საქართველოსთან პარტნიორობით ასტრაზენეკა საქართველომ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა

შვედურ-ბრიტანული ფარმაცევტული კომპანია ასტრაზენეკას ქართულმა წარმომადგენლობამ საკუთარი ავტოპარკი ვოლვოს სრულად ელექტრო…