პროკურატურამ Birja Mafia-ს ერთ-ერთი წევრის, გიორგი ქებურიას წინააღმდეგ გამოძიება შეწყვიტა. ამის შესახებ ქებურიას ადვოკატმა დღეს, 18 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ქებურიას თქმით, მათი დაკავების მოტივი იყო კლიპი სადაც პოლიციელი გააშარჟეს:

"მოხარული ვარ, რომ, როგორც იქნა, გამოძიებამ დაადასტურა ჩემი უდანაშაულობა. იმედს ვიტოვებ, რომ მიშკა მგალობლიშვილის საქმეც იგივენაირად დასრულდება და ეს არის მხოლოდ დროის საკითხი."

ბირჟა მაფიას წევრები, გიორგი ქებურია და მიშკა მგალობლიშვილი თბილისში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება MDMA-ს შეძენა-შენახვის ბრალდებით 7 ივნისს დააკავეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში რეპერებს 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდათ.

გაიგეთ მეტი ბირჟა მაფიის საქმეზე.