ფარკასი: ჯაველინები სიგნალია, რომ რუსეთს საქართველოში შეჭრა ძვირი დაუჯდება
ამერიკის თავდაცვის მდივნის ერთ-ერთი ყოფილი ასისტენტი ეველინ ფარკასი აცხადებს, რომ ამერიკასა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება დიდი წინსვლაა. ის ასევე დასძენს, რომ ჯავშან-საწინააღმდეგო სისტემა "ჯაველინები", რომელსაც ამერიკა თბილისს მიჰყიდის, რუსეთს სიგნალს გაუგზავნის, რომ ნებისმიერი ახალი სამხედრო თავდასხმა საქართველოზე მოსკოვს ძვირი დაუჯდება. ამერიკის ხმის ჟურნალისტი ია მეურმიშვილი ფარკასს საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზეც ესაუბრა.
ეველინ, დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. სახელმწიფო დეპარტამენტმა ცოტა ხნის წინ საქართველოსთვის თავდაცვითი იარაღის მიყიდვის გადაწყვეტილება მიიღო. რას ფიქრობთ საქართველოსთვის "ჯაველინების" მიყიდვაზე?
ვფიქრობ ეს არა მარტო დროული, არამედ ცოტა დაგვიანებული გადაწყვეტილებაც კია. 2012-დან 2015 წლამდე თავდაცვის სამ სხვადასხვა მდივანს მე პირადად ვურჩევდი "ჯაველინების" მიყიდვის გადაწყვეტილების მიღებას. ობამას ადმინისტრაციას ამ გადაწყვეტილების მიღება არ სურდა, რამაც საკითხი ღიად დატოვა ტრამპის ადმინისტრაციისთვის. ძალიან მიხარია, რომ საბოლოო ჯამში, საკითხი საქართველოს სასარგებლოდ გადაწყდა. ახლა მთავარი საკითხი ისაა, თუ როგორ გადაიხდის იარაღის საფასურს საქართველო. ჯერ არ ვიცით გამოყოფს თუ არა ამერიკის მთავრობა საქართველოსთვის იმდენ დახმარებას, რომ ჯაველინების სრული ფასი დაიფაროს. თუმცა, საქართველოს, სავარაუდოდ, ექნება სისტემის ეტაპობრივი შესყიდვის საშუალება. მთავრობას მოვუწოდებ, იმოქმედოს სწრაფად და გააკეთოს ყველაფერი ამ იარაღის მისაღებად.
ეს თავდაცვითი იარაღია, რომელიც რუსეთს სიგნალს გაუგზავნის, რომ ნებისმიერი ახალი თავდასხმა საქართველოზე მოსკოვს ძვირი დაუჯდება - დაიღუპებიან რუსი ჯარისკაცები და განადგურდება რუსული ტანკები.
საქართველოსთვის თავდაცვითი იარაღის მიყიდვასთან დაკავშირებით სკეპტიკოსები ამბობენ, რომ ეს ნაბიჯი რუსეთს მხოლოდ გააღზიანებს. როგორ აფასებთ ამ მოსაზრებას?
რუსები ყოველთვის იქნებიან გაღიზიანებული საქართველოს მთავრობის ამა თუ იმ ნაბიჯით. ადამიანებმა უბრალოდ უნდა შეიმუშავონ უნარი ყურადღება არ მიაქციონ რუსეთის გაღიზიანებულ მდგომარეობაში ყოფნას. სხვა რისი გაკეთება შეუძლიათ გარდა იმისა, რომ ისაუბრონ იმაზე, რომ გაღიზიანებული არიან. ეს თავდაცვითი სისტემაა, რომლის ერთადერთი მიზანი რუსეთის მხრიდან დამატებითი სამხედრო მოქმედების შეკავებაა. ამ იარაღს რეგიონში სამხედრო ბალანსის შეცვლა უბრალოდ არ შეუძლია და ეს ყველამ იცის. გარდა ამისა, საქართველოს მხრიდან ამ მიზნის დასახვა სრულიად წარმოუდგენელია, ჯაველინები აუცილებელი იარაღია იმისთვის, რომ საქართველოს თავის დაცვის შესაძლებლობა ჰქონდეს.
თავდაცვითი იარაღის ყიდვა საქართველოსთვის უპირობოდ დადებითი შენაძენია. ამ ნაბიჯისგან დამოუკიდებლად, როგორ აფასებთ ადმინისტრაციის პოლიტიკას საქართველოს მიმართ?
ვფიქრობ, მიმდინარე პოლიტიკა ობამას პოლიტიკის გაგრძელებაა, რომელიც თავის მხრივ, ჯორჯ ბუშ უმცროსის პოლიტიკის გაგრძელება იყო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ამერიკის ყველა ადმინიტრაცია აღიქვამს, როგორც ახლო პარტნიორს, რომელთანაც მომავალშიც გვინდა თანამშრომლობის გაგრძელება. ასე გვსურს დავინახოთ დემოკრატიულად უფრო ძლიერი საქართველო, რომელიც რეგიონში ეკონომიკური ძალა იქნება და რომელსაც საკუთარი საზღვრის დაცვა შეეძლება. მიუხედავად იმისა, თუ რას შეიძლება ფიქრობდეს ხალხი ტრამპის ადმინისტრაციის რუსეთთან კავშირზე, ვფიქრობ, საქართველოს მიმართ პოლიტიკა უცვლელი რჩება. ტრამპის შემთხვევაში კი, ჯაველინების მიყიდვის შემდეგ, შეიძლება ითქვას, რომ ადმინისტრაცია საქართველოს დღეს უფრო მეტ ყურადღებას აქცევს.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი, რომელიც დღეს მოქალაქეობის გარეშე დერჩენილი პირია, ცოტა ხნის წინ საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენრში იყო. რას ფიქრობთ მიხეილ სააკაშვილის საქმიანობაზე უკრაინაში?
პირველ რიგში, ვფიქრობ, ეს შოუმენობა, დიდი შოუს მოწყობის მცდელობაა. ასეთი საქციელი არაკომფორტულობის განცდას მიჩენს. ვფიქრობ ყოფილი პრეზიდენტi, ყოფილი გუბერნატორი სააკაშვილი ცდილობს უკრაინის გარდაქმნას და რეფორმების გატარების დაჩქარებას, როგორც თვითონ ამბობს. მაგრამ მე პირადად, მისი სტილი არ მომწონს და ეს ჩემი პირადი შეხედულებაა. მიუხედავად ამისა, იმ საკითხებზე, რომლებზეც ის საუბრობს, უკრაინის საზოგადოების ერთი ნაწილი ყურადღების ცენტრშია. სააკაშვილი უკრაინაში კორუფციის აღმოფხვრას ცდილობს და იმ ადამიანების ხმას წარმოადგენს, რომლებიც ამბობენ, რომ პრეზიდენტი პოროშენკო რეფორმებს სწრაფი ტემპით არ ახორციელებს. სააკაშვილს შეუძლია უკრაინის მთავრობაზე ზეწოლის განხორციელება. თუმცა, გზა რომელიც მან აირჩია, ვფიქრობ, საშიშია. უკრაინის მთავრობა და მთლიანად ქვეყანა ძალიან სუსტია. სააკშვილი საკუთარი მიზნის მისაღწევად ბრბოს იყენებს, რაც არც დემოკრატიული მეთოდია და არც პროცედურული მიდგომა.
თუ სწორად გავიგე, თქვენ ამბობთ, რომ სააკაშვილი უკრაინის სტაბილურობას საფრთხეს უქმნის...
თუ ფრთხილად არ მოიქცა, ის უკრაინის სტაბილურობას საფრთხეში ჩააგდებს და ამით ვერც უკრაინა მოიგებს და ვერც საქართველო. ერთადერთი ადამიანი, რომელიც ამ ვითარებით ისარგებლებს, ვლადიმერ პუტინია.
თქვენი აზრით სააკშვილი საქართველოს სტაბილურობას საფრთხეს უქმნის?
ასეთ კავშრს ვერ ვხედავ. დარწმუნებული ვარ საქათველოში ყურადღებით ადევნებდნენ თვალს ამ თეატრალურ წარმოდგენებს. მაგრამ, ამასთან ერთად, საქართველოს შიგნით არანაკლები თეატრალურობაა ბევრი გამოწვევით, მათ შორისაა, პარტიებს შორის დაპირისპირება, მედიის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება, თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის განვითარება, გამჭვირვალობა და სხვა. საქართველოს საკუთარი საზრუნავი საკმარისად აქვს, დამატებით რომ არ დაიმატოს. თუმცა ერთი რაც საქართველომ, ვფიქრობ, უნდა გააკეთოს, უკრაინის მიმართ მტკიცე მხარდაჭერის გამოჩენაა. ორივე ქვეყნისთვის სასარგებლო იქნება ერთიანობა.
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
კომენტარები