თუ გადაწყვიტეთ, რომ ახალ წელს არც სახლში შეხვდებით და არც ხელისუფლების მიერ მოწყობილ კონცერტზე ღია ცის ქვეშ, ეს მასალა თქვენთვისაა. On.ge გთავაზობთ 31 დეკემბერის ღამეს თბილისის კლუბებსა და რესტორნებში დაგეგმილი ღონისძიებების განგრიგს.

სასტუმრო ბილტმორ თბილისი

ფოტო: ბილტმორ თბილისი

31 დეკემბერს, საღამოს, 23 საათიდან, სასტუმრო ბილტმორ თბილისის 30-ე სართულზე, ზიმ ბარში, საახალწლო საღამოა დაგეგმილი.

მუსიკალურ ნომრებს ასრულებენ:

  1. 23:30 - სალომე ყორღანაშვილი;
  2. 00:30 - გიგა პაპასკირი;
  3. 01:00 - The Five;
  4. 02:30 - გიგა პაპასკირი.
  • ბილეთის ფასი 300 ლარი.

ფოტო: რადისონ ბლუ ივერია

რადისონ ბლუ ივერია

31 დეკემბერს რადიოსონ ბლუ ივერიაში ლელა წურწუმიას საღამოა დაგეგმილი. საღამოს წამყვანი ხატია შამუგია იქნება.

  • ბილეთის ფასი 270 ლარი.

რესტორანი ფუნიკულიორი

რესტორანში ორი ღონისძიებაა დაგეგმილი. თითეულ ღონისძიებაზე დასწრების ღირებულება

ფოტო: რესტორანი ფუნიკულიორი

270 ლარია. თანხაში გათვალისწინებულია მენიუც.

  • ერთ ღონისძიებაზე გიო ხუციშვილი ბენდით "გიო +", ანსამბლი დრო და დიჯეი იქნებიან. ღონისძიება 22:30 საათზე დაიწყება;
  • მეორე ღონისძიება დათო გომართელი, ანსამბლი შვიდკაცა და დიჯეი იქნებიან. ღონისძიება 00:30 საათზე დაიწყება.

დეტალები ნახეთ აქ.

რესტორანი ქართული სახლი

რესტორანში ღონისძიება 31 დეკემბერს, 23 საათზე დაიწყება და პირველი იანვრის დილის 5

ფოტო: ქართული სახლი

საათამდე გაგრძელდება. რესტორანში ამბობენ, რომ ბევრი უცხოელი სტუმარი ეყოლებათ და ამ მიზეზით ღონისძიებას ოთარ ტატიშვილი ორ ენაზე - რუსულად და ქართულად გაუძღვება.

საღამოზე იმღერებენ:

  • მერაბ სეფაშვილი;
  • ელენე ფოჩხუა;
  • გოკა კვეკვესკირი;
  • მერაბ ამზოევი;
  • ჯგუფი გობლინები.

რესტორანში ერთი ადამიანის შესვლის ღირებულება 350 ლარია. სტუმარებს შეუძლია დაჯავშნონ მინიმუმ ხუთკაციანი მაგიდა ან, უცხო ადამიანებთან ერთად, 10-12-კაციან მაგიდასთან გაატარონ ახალი წელი.

დეტალები იხილეთ აქ.

გალერია იტალიანა

ფოტო: გალერია იტალიანა

რესტორანი საახალწლო ღონისძიებას 31 დეკემბერს 23:30 საათზე იწყებს. საახალწლო პროგრამას გიო ქსოვრელი გაუძღვება, ვოკალისტი მარიამ აკობია იქნება, Live Band - Life Bell.

საახალწლო ღონისძიების ფასი ერთ პერსონაზე 60 ლარია. ფასში გათვალისწინებულია მენიუ.

დეტალები იხილეთ აქ.

ჰარდ როკ კაფე

კაფეში მსოფლიო ჰოტებს ბენდი Old School Party შეასრულებს. გარდა ამისა, კაფეში შესაძლებელი იქნება DJ Night-ის მოსმენა.

კაფეში შესვლის ღირებულება 120 ლარია, ფასში გათვალისიწნებულია მენიუც.

დეტალები იხილეთ აქ.

მთვრალი ბუ

ფოტო: მთვრალი ბუ

ბარში ახალ წელს დახურული საღამო იმართება, Live-მუსიკა კი ღამის პირველ საათზე დაიწყება და ორი საათი გაგრძელდება. 31 დეკემბერს, 23 საათიდან, ბარში შესვლა შეეძლება მხოლოდ მას, ვისაც დაჯავშნილი ექნება მაგიდა. 03:30 საათიდან კი - ბარი ყველასთვის გაიღება.

ბარში ახალი წლის ღამეს მოსახვედრად აუცილებელი ექვსკაციანი, ან რვაკაციანი მაგიდის დაჯავშნა. კავშანი ერთ ადამიანზე 60 ლარი ღირს, რომელშიც გათვალისწინებულია მენიუც.

დეტალები იხილეთ აქ.

Muzame და SPACEHALL

ფოტო: Spacehall

სტეფანე ბენდთან ერთად ცოცხალი შესრულებით ორსაათიან კონცერტს გამართავს. კარი ღამის პირველ საათზე გაიხსნება.

  • პირველი კლასი - 60 ლარი;
  • VIP - 250 ლარი.

დეტალები იხილეთ აქ.

ბასიანი

ფოტო: ბასიანი

ახალი წლის ღამეს ბასიანზე NORTHERN ELECTRONICS დაუკრავს. შვედ არტისტებთან ერთად, ასევე, შესაძლებელი იქნება ZITTO-ს მოსმენა;

HOROOM-ის ოთახში უნგრელი DJ და პროდიუსერი, LOBSTHER THEREMIN-ის ოჯახის წევრი ROUTE 8 და KOTE JAPARIDZE. ლაივებით წარდგებიან BASSIANI / HOROOM-ის რეზიდენტები: IAZIKZAZUBAMI და HAMATSUKI.

ბილეთების ფასი 20 ლარიდან 40 ლარამდე მერყეობს.

დეტალები იხილეთ აქ.

მტკვარზე

ფოტო: მტკვარზე

ახალი წლის ღამეს დაუკრავენ Ash Scholem (Transfigured Time), Gio Shengelia, Tomma,
Third Soul, ხოლო Small Room-ში Zurkin (Vodkast Records), Vakho (Vodkast Records) და Khvedeliani.

კარი ღამის პირველ საათზე იღება, შესვლის ღირენულება 25 ლარია.

დეტალები იხილეთ აქ.

ხიდი

ფოტო: ხიდი

ახალი წლის ღამეს კლუბში Regal-ის, იგივე Gabriel Cassina-ს; Volte-Face-ს, იგივე Casper Clark-ს; DJ BORING-ს, იგივე Tristan Hallis; Digital Groove Affair.

ბილეთის ფასი 20-დან 40 ლარამდე მერყეობს, კლუბის შესასვლელში კი - 50 ლარი.

დეტალები იხილეთ აქ.

ანდერვილი

23 დეკემბერს, საღამოს, 22:30 საათიდან ანდერვილში საახალწლო საღამო იწყება.

  • 22:30 მიღება;
  • საახალწლო ვახშამი;
  • 23:00 ქართული ცეკვები;
  • 00:00 ახალი წლის შეხვედრა, ფოერვერკები;
  • 00:20 New One band;
  • 02:00 - დიჯეი.

ღონისძიების წარუძღვება ზალიკო ბერგერი. ფასი ერთ ადამიანზე 160 ლარია, საფასურში შედის საახალწლო ვახშამი, გამაგრილებელი სასმელი და ცქრიალა ღვინო.

ივენთ ჰოლი

ივენთ ჰოლი საახალწლო საღამოს 31 დეკემბერს 23 საათზე იწყებს. საღამოს იმღერებენ: დათუნა სირბილაძე, ნინი ქარსელაძე, ქუჩის ბიჭები, ლიზა მაღრაძე, ლაშა ღლონტი, სანდრო კობახიძე, აჩიკო ბერიძე, მაია კვირკველია, DJ SANI & DJ N!KOLOZ.

  • ბილეთის ფასი მაგიდასთან 270 ლარია და მასში შედის საახალწლო ვახშამი, უალკოჰოლო და ალკოჰოლური სასმელი.

ჰილსაიდი

საღამო 31 დეკემბერს 23 საათზე დაიწყება და დილის 5 საათამდე გაგრძელდება. პროგრამას გაუძღვებიან: ნოდიკო ტატიშვილი, რომან და თემო რცხილაძეები, დავით ევგენიძე, ჯგუფი ლათინო ბოიზ. ღონისძიების წამყვანი გიორგი მეგრელიშვილი იქნება.

  • ბილეთის ფასი 220 ლარია.

რესტორანი ბოჰემა

ახალი წლის ღამეს რესტორან ბოჰემაში ბოშათა კოლექტივი Radanik საღამოს გამართავს.

  • ბილეთის ფასი 250 ლარია და მასში საახალწლო სუფრა, აზიური ნუგბარი და შამპანური ან ღვინო შედის.