კახა კალაძე

23 Dec. 2017, 16:03

მოდით, ერთად შევქმნათ ახალი წელი და ყველამ მივიღოთ მონაწილეობა ქალაქის მორთვაში. მთელი ამ დღეების განმავლობაში ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობდით, რომ ქალაქი გაგველამაზებინა საახალწლო ილუმინაციებით. სამწუხაროდ, რეალობიდან გამომდინარე, ვერ მოვახერხეთ, რომ ყველა რაიონში შევიდეთ, ყველა უბანი, ყველა ქუჩა მოვრთოთ და გავალამაზოთ საახალწლოდ. მინდა ვთხოვო ქალაქის მოსახლეობას დახმარება, თანადგომა, რომ მონაწილეობა მიიღონ ქალაქის მორთვაში. ძალიან მარტივი რამ არის ამისთვის გასაკეთებელი - საახალწლოდ ყველა ოჯახი შეძლებისდაგვარად ემზადება და ერთი საახალწლო განათება ან საახალწლო აქსესუარი საკუთარ აივანზე, საკუთარ ფანჯარაზე რომ გადმოკიდოს იქნება ძალიან კარგი. დარწმუნებული ვარ რომ საახალწლოდ მორთული აივნები და ფანჯრები ძალიან დაამშვენებს ჩვენს ქალაქს.

თბილისის მერიის ინიციატივით, დედაქალაქში იწყება კამპანია - "ერთად მოვრთოთ თბილისი". ამის შესახებ დედაქალაქის მერმა დედაენის ბაღში მიმდინარე საახალწლო სამზადისის დათვალიერების შემდეგ განაცხადა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. იმედი წამყვანებმა დატოვეს — რა ვიცით
  2. ორშაბათიდან მეც დავტოვებ აუდიტორიას, ჩემი ვალია ვიდგე იქ, სადაც ჩემი სტუდენტები დგანან — თსუ-ს პროფესორი
  3. დემონსტრანტებისთვის ზიანის შემცირების მიზნით, თბილისის დინამოს გულშემატკივართა გაერთიანება მოძრაობას აფუძნებს
  4. ყველას ვაფრთხილებ, ცეცხლს ეთამაშებიან, ძალიან ფრთხილად იყვნენ — კალაძე
  5. "ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

პარლამენტთან დაძაბულობა იყო — პოლიცია აქციის მონაწილეების დაკავებას ძალის გამოყენებით ცდილობდა

რა ხდება: პარლამენტთან, ჭიჭინაძის ქუჩის მხარეს დაძაბულობა იყო — კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა აქციის…