შსს-ს რეიდის რიცხვების რეპრეზენტაცია და მნიშვნელობა
მნიშვნელოვანია, რომ ეს რიცხვები სწორად წავიკითხოთ. მოდით, კიდევ ერთხელ, გადავდოთ ყანწები და ავიღოთ კალკულატორები:
1.
ორი პუნქტი ეძღვნება ნარკოდანაშაულს. აქედანაც და შს მინისტრის გუშინდელი ინტერვიუდანაც ჩანს, რეიდის მთავარ მიღწევად ნარკოდანაშაულის პრევენცია განიხილება. მიღწევად განიხილება 100 000 ადამიანში 24 – მომხმარებლის პოვნა და დასჯა. მომხმარებლის და არა გამსაღებლის. ("შეძენა-შენახვისთვის");
2.
მთავარ მიღწევად ერთი კილოგრამი ჰეროინის გამოტანა და სხვა ნივთიერებებზე არსაუბარი ეჭვს ბადებს, რომ შსს-ს მიერ აქცენტირებული მთავარი თემა "გადარჩენილია" ამ ერთი კილოგრამი ჰეროინით, რომელიც ამოიღეს ქალაქის იმ ნაწილში, სადაც ცნობილია, რომ მისი მოპოვება ადვილია. ეს იყო სახელოში დამალული ჯოკერი, რომელმაც, სწორ დროს გადარტყმისას, საზოგადოებრივი აზრი უნდა გადატეხოს მძიმე ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციის მიმართ, რისი აუცილებლობაც შსს-ს ჯერჯერობით, სამწუხაროდ, არ ესმის. სამაგიეროდ, საზოგადოებას მშვენივრად ესმის, რომ ერთი კილოგრამი ჰეროინის მფლობელი უბრალო მომხმარებელი არ არის. სამოქალაქო მოძრაობები კი სწორედ მოხმარების დეკრიმინალიზებას მოითხოვენ და არა ჰეროინით ვაჭრობისას. ამას შეიძლება ვუწოდოთ "ნიჟე";
3.
რამდენად სწორია, ეფექტიანად მოვნათლოთ რეიდი, რომელსაც 409 კაცის სამოქალაქო უფლებების შელახვა უწევს მათში 1 პოტენციური დამნაშავის გამოსავლენად? შემოწმებულთა 99,75% უდანაშაულო აღმოჩნდა, დამნაშავეებში კი იწერება გენიალური პოეტი, რომლის ერთადერთი შესაძლო დანაშაულიც ღირსების შელახვაზე გინებით პასუხია. ცალკე საკითხია ის, რომ მთვრალ პოეტს სახელმწიფო მეტის თმენის ვალდებულებას სთხოვს, ვიდრე ფხიზელ პრემიერს, თუ არა და სასტიკად უსწორდება. მაგრამ ეს ცოტა ხნით გვერდზე გადავდოთ. თავად ფაქტი კითხვებს აჩენს, დამნაშავეების ისედაც მიზერული წილი ხომ არ ბევრდება ადამიანებით, რომლებიც ისეთივე "რეციდივისტები" არიან, როგორიც გენიალური პოეტი, რომელიც "მოვახდინე გასროლის განხორცილების" მთქმელთა თქმით "ლექსიკას ვერ აკონტროლებდა"?
4.
როცა შსს მინისტრი საუბრობს "მოხმარების წახალისებაზე" და ამ ბუნდოვანი ტერმინით სურს სადემარკაციო ხაზი გაავლოს საზოგადოებისთვის შედარებით უსაფრთხო და გაცილებით დიდი საფრთხის შემცველ მოხმარებას შორის და მომხმარებლების ნაწილის მიმართ კანონი ისევ არაჰუმანური დატოვოს, პირველ რიგში სწორედ მან უნდა გააცნობიეროს, რომ მოხმარების წახალისება უპირველესად ზუსტად შსს-ში უნდა ვეძიოთ და თუ სადმე ამ ბუნდოვანი განმარტების გამოვლენა შესაძლებელია, პირველ რიგში სწორედ მის უწყებაში. ამის მიზეზი ცხადზე ცხადია – "სტატისტიკური გაუარესების" პრევენციისთვის, ისევე როგორც კარიერული ბენეფიტების თვალსაზრისით, ოპერმუშაკისთვის ნაკლებად მომგებიანია გამსაღებლის აყვანა, ვიდრე მომხმარებლის აყვანა. არ მინდა თეორიულ "დაკრიშვებზე" ვისაუბრო, რადგან რისი უტყუარი მტკიცებულებაც არ მაქვს, იმაზე ბრალდებებს ვერიდები, მაგრამ ისიც საყურადღებოა, რომ როცა გრამის მემილიონედებზე უამრავი ადამიანი ზის კილოგრამებიანები კი ასე ერთი ხელის გაწვდენაზე არიან, სისტემაში რაღაც ხარვეზია. თუმცა ვიმეორებ, ნუ შევყვებით შეთქმულების თეორიებს. ეს მსჯელობას სერიოზულობას აკარგვინებს. გავყვეთ ლოგიკას. სულაც რომ არ ეჯდეს წილში შსს-ს რომელიმე თანამშრომელი რომელიმე "ბარიგას", ამ კანონმდებლობის ირიბი ეფექტით ლოგიკურად მაინც ისე გამოდის, რომ "ბარიგის" თავისუფლებით შსს მეტს იღებს, ვიდრე კარგავს. რატომ დაიჭიროს ერთი გამსაღებელი, რომლის საპროცესო გარიგების საფუძველზე გათავისუფლება ნაკლებად სავარაუდოა, როცა შეუძლია დააშანტაჟოს ეს გამსაღებელი და აიყვანოს მისი კლიენტურა, არაერთი მომხმარებელი, რითიც ფულსაც მეტს ამოიღებს და გახსნილი საქმეების სტატისტიკასაც მეტად გააკეთილშობილებს? და დაარქვას ამ მოდელს ოპერატიული მუშაობა – რისი სრული უფლებაც აქვს? თუ მძიმე ნარკოტიკების მომხმარებელთა მიმართ კანონმდებლობა იგივე დარჩა და კანონის თვალში მძიმე ნარკოტიკის მომხმარებლის დანაშაულიც ვაჭრობის მსგავსად მკაცრად დასასჯელია, ოპერმუშაკისთვის გაცილებით ადვილია, უფროსობისგან დაფასებულია და კანონის აზრით ექვივალენტურად "მძიმეს" პრევენციაა სწორედ მომხმარებლის და არა გამსაღებლის აყვანა – დრამატულად დიდი რაოდენობით, ვიდრე ამას გამსაღებლების შემთხვევაში შეძლებდა. მთავარი "წამხალისებლის" თავისუფლება როგორც ოპერმუშაკებისთვის, ისე სისტემისთვის გაცილებით მომგებიანია. ამ მარტივი ლოგიკის გადამოწმება მინისტრისთვის ადვილია. (ამავდროულად მოხარული ვიქნები თუ იმ 1 კილოგრამი ჰეროინის "აბრეშუმის გზის" გამოსაძიებლად შექმნის შსს-სგან დამოუკიდებელ სპეციალურ კომიტეტს. თუნდაც ეს მარტივი ლოგიკა აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ იმ ირანელის საქმეს თუ ჩაყვებიან, სადმე შეიძლება შსს-მაც გაიბრწყინოს);
5.
წლებია მომხმარებლები ტერორში ჰყავთ – თვითმკვლელობამდე მიჰყავთ, აწამებენ, აშანტაჟებენ, მომავალს უსპობენ და 20 წლით ან უვადოდ ციხეში სვამენ – რიგ შემთხვევებში ეფექტურ დოზაზე 400-ჯერ ნაკლების აღმოჩენისთვის; აწიოკებენ მათ ოჯახებს, რისი მკაფიო ნიმუშიცაა, რომ ახალგაზრდა ქალი ინსულტით წევს ამ რეიდის შედეგად და მდგომარეობიდან ვერ გამოდის. ასეთ პატიმართა რიცხვი, ბოლო მონაცემებით, 3,000ს შეადგენს და თუ 52,000 კაცის შემოწმება სჭირდება 12ის გამოვლენას, წარმოიდგინეთ რა მასშტაბისა და "გადაცდომის" შედეგად მოხდა ამ 3 ათასის აყვანა. მათ ისევე, ან უარესად მოექცნენ, როგორც ზვიად რატიანს. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ ისინი ვერასოდეს შექმნიან ისეთ ლექსს და ააღელვებენ მკითხველს ისე, როგორც ზვიადი. შესაბამისად, საზოგადოების თვალში კრიმინალურ სტატისტიკად დარჩებიან და ბუნდოვანი რიცხვობიდან ადამიანობამდე მხოლოდ მაშინ ამაღლდებიან, თუკი თვითმკვლელობის წინ დაწერენ "დედა დარჩი მარტო, მაგრამ რა ვქნა".
ამიტომ და არა მხოლოდ ამიტომ, ჩვენ ვითვლით წამებს...
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
გადახედვარუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
გადახედვასტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია
-
გადახედვამოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან
-
-
-
გადახედვათბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა თბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
კომენტარები