წინა ხელისუფლების დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და შინაგან საქმეთა მინისტრს, ვანო მერაბიშვილს ე.წ. უდოს კომისიამ მსჯავრის მოხდამდე გათავისუფლებაზე უარი უთხრა.

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის, ქართული ოცნების წევრს, სოფო კილაძე ამბობს, რომ, რიგი გარემოებების გათვალისწინების შემთხვევაშიც კი, მერაბიშვილი ვადაზე ადრე გათავისუფლება გამორიცხული იყო.

"აქ არ არის საუბარი რომელიმე ერთ ან მსუბუქ დანაშაულზე, აქ არის ხუთ სხვადასხვა დანაშაული და ამ დანაშაულებზეც მას საკმაოდ მძიმე სასჯელები აქვს და მძიმე კატეგორიის დანაშაულებს განეკუთვნება. ამიტომ ესეც, რა თქმა უნდა, უნდა იქნას მიღებული მხედველობაში, მაგრამ ამასაც რომ თავი დავანებოთ, მაინც პირველ არგუმენტზე, რაც ჰქონდა მთავარი კომისიას ეს იყო ის, რომ ფაქტობრივად გამორიცხული იყო მისი გათავისუფლება იმიტომ, რომ მის მიმართ კიდევ სხვა განაჩენი არის დამდგარი, რომელზეც თეორიულადაც კი გამორიცხულია, რომ შეეხოს შეწყალების კომისიის გადაწყვეტილება", - განუცხადა რუსთავი 2-ს სოფო კილაძემ.

28 ნოემბერს სტრასბურგის დიდმა პალატამაც ვანო მერაბიშვილის საქმეზე დაადგინა ევროკონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა, მე-5 მუხლთან ერთად.