31 დეკემბერს, თბილისის მეტროპოლიტენი, ავტობუსები და საბაგირო მოქალაქეებს უფასოდ მოემსახურება.

ახალი წლის ღამეს, მეტრო და ავტობუსები 23 საათიდან, პირველი იანვრის 4 საათამდე იმუშავებენ, ხოლო საბაგირო - 3 საათამდე.

დედაქალაქში 160 ერთეულამდე ავტობუსი ძირითადად, 30 წუთიანი ინტერვალით იმოძრავებს. რაც შეეხება მეტროს, 31 დეკემბერს, ის შაბათ-კვირის განრიგის ნაცვლად, სამუშაო დღეების განრიგითა და ინტერვალით იმუშავებს.

მეტროპოლიტენი მგზავრებს გახანგრძლივებული გრაფიკითა და უფასოდ მოემსახურება შობის ღამესაც. იგი 2018 წლის 6 იანვრის 00 საათიდან, 2018 წლის 7 იანვრის 4 საათამდე იმუშავებს.