ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის (BBC) ჩინეთის ბიუროს რედაქტორი კერი გრეისი იმი გამო გადადგა, რომ იმავე პოზიციაზე მყოფ კაც თანამშრომლებს ქალებზე ბევრად მეტი ანაზღაურება აქვთ.

BBC-ის მიერვე გავრცელებული ინფორმაციით, გრეისმა თქვა, რომ მოქალაქეების მიერ დაფინანსებულ კორპორაციაში უთანასწორო ხელფასის პრაქტიკა მოქმედებს და ის იბრძოლებს ამის შესაცვლელად.

BBC-იმ გასული წლის ივლისში გამოაქვეყნა იმ თანამშრომლების სია, რომელთა წლიური ანაზღაურება 150 000 ფუნტ სტერლინგს (527 000 ლარი) აჭარბებს. ამ სიაში მყოფთა ორი მესამედი კი კაცი აღმოჩნდა. კერი გრეისის სახელი ამ სიაში არ ეწერა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ანაზღაურება ბევრად ნაკლებია, ვიდრე BBC-ის კაცი რედაქტორების. მაგალითად, ტელეარხის აშშ-ის ბიუროს რედაქტორის, ჯიმ სოფელის ხელფასი 250 000 ფუნტს (878 000 ლარი) აღწევს.

კერი გრეისმა თქვა, რომ მისი ანაზღაურება მაღალია, თუმცა ბევრად ნაკლებია, ვიდრე კორპორაციაში იმავე პოზიციაზე მომუშავე კაცების, რაც პირდაპირ სქესის ნიშნით დისკრიმინაციაა.

BBC-ის ხელმძღვანელობამ თქვა, რომ ქალების მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობა სისტემური ხასიათის არ არის.

კერი გრეისი BBC-ის ნიუსრუმში გააგრძელებს მუშაობას, თუმცა იმედოვნებს, რომ მას იგივე პოზიციაზე მომუშავე კაცების თანასწორ ხელფასს გადაუხდიან. მას ჩინეთის ბიუროს რედაქტორის თანამდებობაზე დატოვება და ანაზღაურების მომატებაც შესთავაზეს, რაზეც უარი თქვა.