როგორ "გვაიძულებენ" სუპერმარკეტები ბევრი ფულის დახარჯვას
ოდესმე შესულხართ სუპერმარკეტში მხოლოდ პურის საყიდლად და იქიდან გავსებული კალათით გამოსულხართ? თქვენ გამონაკლისი არ ხართ. სუპერმარკეტების მოწყობისას უამრავი პატარა ხრიკია გამოყენებული იმისთვის, რომ თქვენ მეტი ფული დახარჯოთ და არც ისე ჯანსაღი საკვები შეიძინოთ.
რა უნდა გაითვალისწინოთ, რომ სატყუარაზე არ წამოეგოთ?
სანამ საერთოდ შეაბიჯებდეთ შენობაში, სუპერმარკეტს უკვე გარკვეული ზომები აქვს მიღებული თქვენი საფულის წინააღმდეგ. კალათის ზომა უფრო და უფრო იზრდება და ეს შემთხვევითი არაა. რაც უფრო დიდია კალათა, მით მეტია ცდუნება, რომ იმპულსურად იზრუნოთ მის გავსებაზე. ნაბიჯი პირველი, თუ ცოტა რამის ყიდვას აპირებთ, სჯობს, მოუხერხებელი პატარა კალათა აიღოთ და არა - მოსახერხებელი დიდი.
აი, უკვე შეაბიჯეთ მარკეტში. პირველ რიგში სეზონური პროდუქტები შეგხვდებათ. საუბარია საახალწლო ორცხობილებზე დეკემბერში და შოკოლადის კვერცხებზე - სააღდგომო პერიოდში. ამ პროდუქციამ ყურადღება უნდა გაგიფანტოთ და შეგანელოთ. თქვენ პირდაპირ პურის სექციისკენ მიემართებოდით, ახლა კი ტემპი შეანელეთ. თუ შესვლისთანავე არ გაებმებით მახეში, არც ესაა პრობლემა. ეს პროდუქტები მოგვიანებით კიდევ შეგხვდებათ მაღაზიის შუაგულში და რაკი პირველი ნაბიჯიდანვე მოგხვდათ თვალში, კიდევ უფრო დიდი შანსია, იყიდოთ.
ამის შემდეგ პირდაპირ ჯანსაღ სექციაში ხვდებით: ხილი, ბოსტნეული, თხილეული. ჩანაფიქრი ასეთია, თუ კალათაში თავიდანვე ჩააგდებთ რამდენიმე ჯანსაღი პროდუქტს, დიდი შანსია, თვითკმაყოფილებაში ჩავარდეთ და მოგვიანებით გადაწყვიტოთ, რომ მავნებელ ტკბილეულსაც იმსახურებთ.
განვაგრძოთ გზა. ამ სექციაში საჭმელი კეთდება: ფუნთუშა ცხვება, ხორცი იბრაწება. სუნი ნამდვილად მადისაღმძვრელია. გაითვალისწინეთ, რომ სუნს შეიძლება წინასწარ დადგმული სპეციალური აპარატი აფრქვევდეს და არა ახლადგამომცხვარი ღვეზელი. ამას სურნელოვანი მარკეტინგი ჰქვია.
სუნს ორი დანიშნულება აქვს: უნდა გიბიძგოთ პროდუქტის გასინჯვისკენ და მოგაშიოთ. აქვე ნახავთ პატარა ზომებად დაჭრილ "გასასინჯ" ყველსა თუ ძეხვეულს. თუ ერთ ლუკმას მაინც გასინჯავთ, დიდი შანსია იყიდოთ, თუმცა ასეც რომ არ იყოს, უბრალოდ მოგშივდებათ და მეტი შანსია, სულ სხვა ცდუნებას დანებდეთ. როგორ აიცილოთ ეს ხაფანგი თავიდან? არასდროს იშოპინგოთ მშიერ კუჭზე.
რაც შეეხება დახლებს: თაროებზე პროდუქტების განლაგებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. პროდუქტები, რომელთა გაყიდვაც მაღაზიებს ყველაზე მეტად უნდათ, თქვენი თვალის სიმაღლეზეა განლაგებული, ხოლო პროდუქტები, რომლებიც ბავშვებზეა გათვლილი (შაქრით სავსე სასუსნავები, სათამაშოებიანი ტკბილეული და ასე შემდეგ), ბავშვის თვალის სიმაღლეზე. სუპერმარკეტებმა კარგად იციან, რომ თუ თქვენი ბავშვი საკმარისად დაჟინებული იქნება, დიდი შანსია, თქვენც დანებდეთ.
შოპინგი უკვე დასასრულს მიუახლოვდა, მაგრამ არსებობს კიდევ ერთი ადგილი, სადაც თქვენი საფულე შეიძლება დაზარალდეს - სალარო. სალაროსთან არსებული დახლი, როგორც წესი, იაფი სასუსნავებით არის სავსე. მათ შესაძენად მრავალი მიზეზია: შეიძლება, რიგში დგომა მოგბეზრდეთ და დროის გასაყვანად კალათის გამრავალფეროვნება გადაწყვიტოთ. შეიძლება მოგინდეთ, მანქანაშივე გახსნათ შოკოლადის ბატონი, რადგან სახლში მისვლამდე ვერ მოითმენთ. ჩვენი რჩევა ასეთია: თუ ძალიან გშიათ, არჩევანი თხილზე გააკეთეთ.
საუკეთესო გზა ფლანგვის თავიდან ასაცილებლად კი მთელი კვირის მენიუს შედგენა და სიისთვის მიყოლაა. ვფიქრობთ, თუ სუპერმარკეტების ხრიკები კარგად გეცოდინებათ, თავად გადაწყვეტთ, როდის დანებდეთ მათ დაჟინებულ მცდელობებს და როდის - არა.
-
გადახედვარუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
-
გადახედვაევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი ევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
გადახედვასტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია
-
გადახედვამოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან
-
-
-
გადახედვათბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა თბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
-
გადახედვამიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან მიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან
-
გადახედვარუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე სალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე
-
გადახედვააზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს აზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს
-
გადახედვადერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს დერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
კომენტარები