ფოტოები: ანჯელინა ჯოლისა და ჯენიფერ ენისტონის უხერხული შეხვედრა ოქროს გლობუსზე
ოქროს გლობუსის გამარჯვებულების ვინაობა უკვე ვიცით. ოპრა უინფრის შესანიშნავი სიტყვაც განვიხილეთ და შავ ხალიჩაზეც გიამბეთ.
ახლა, ისღა დაგვრჩენია, ანჯელინა ჯოლისა და ჯენიფერ ენისტონის "უხერხული" შეხვედრის ამბავი გიამბოთ, რომელზეც მსოფლიო პრესა აქტიურად საუბრობს.
მანამ, სანამ მთავარ ამბავზე გადავალთ აუცილებლად უნდა გავიხსენოთ, რომ ბრედ პიტისა და ანჯელინა ჯოლის დაშორება მედიამ ოფიციალურად გადააქცია ენისტონის ტრიუმფად.
ახლა კი ოქროს გლობუსს დავუბრუნდეთ.
სავარაუდოდ გეცოდინებათ, რომ ჯენიფერი და ანჯელინა ბოლოს ერთ სივრცეში 2015 წელს Critics' Choice Awards-ზე იმყოფებოდნენ. სამწლიანი პაუზის შემდეგ კი ოქროს გლობუსი გადაიქცა იმ ადგილად, როდესაც ბრედ პიტის ორი ყოფილი ცოლი პირველად გამოჩნდებოდა ერთი და იგივე გარემოში. ვინ, ვინ და ამერიკული ყვითელი პრესა ამ ამბავს ასე მარტივად არ დაივიწყებდა.
აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ ბრედ პიტი, რომელმაც ორი დიდებული ქალი ერთმანეთს გადაჰკიდა, ცერემონიას არ ესწრებოდა. მედიის წარმომადგენლები იმედებს გამოთქვამდნენ რომ ენჯი და ჯენიფერი ერთმანეთს სწორედ ამ ცერემონიაზე შეურიგდებოდნენ, თუმცა ეს მათ გეგმებში არ შედიოდა.
სოციალურ მედიაში აქტიურად განიხილავენ ფოტოებს, რომლებზეც ანჯელინა სცენაზე მდგარ ჯენიფერს თვალს არიდებს, ამ ყველაფერს კი დაკოტა ჯონსონი გაფართოებული თვალებით შესცქერის და მხოლოდ ღმერთმა იცის რას ფიქრობს.
აღსანიშნავია ისიც, რომ ორგანიზატორების გადაწყვეტილებით მსახიობები ერთმანეთისგან საკმაოდ შორი-შორს ისხდნენ.
რა თქმა უნდა სინამდვილეში არავინ იცის დააიგნორა თუ არა ანჯელინამ ჯენიფერი. შეიძლება ასეც იყო, შეიძლება არა, მაგრამ უმეტესობა ჩვენგანი დაკოტა ჯონსინის როლს სიამოვნებით მოირგებდა და დიდი სიამოვნებით უყურებდნენ ამ სცენას.
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
-
გადახედვასამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ! სამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ!
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
კომენტარები