ჯეიმს ფრანკო საკუთარმა სტუდენტებმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს
ოქროს გლობუსის მიღების შემდეგ მსახიობი და რეჟისორი ჯეიმს ფრანკო სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშულეს.
პირველად ფრანკოს მისამართით ბრალდებები მსახიობმა ვაიოლეტ პალემ Twitter-ზე გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ჯეიმს ფრანკომ მასთან სქესობრივი კავშირის დამყარება სცადა.
"გახსოვს, როცა მანქანაში თავზე ხელი დამაჭირე და შეხსნილი შარვლისკენ მიბიძგე? სხვა დროს კი ჩემს 17 წლის მეგობარს ეპატიჟებოდი შენს ნომერში", - წერია ტვიტში.
ამ ბრალდების საპასუხოდ The New York Times-მა ფრანკოსთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა. მომდევნო დღეს კი ოქროს გლობუსის მფლობელი მსახიობი ოთხმა სხვა ქალმა დაადანაშულა სექსუალურ შევიწროებაში. ოთხივე მათგანი ფრანკოს ყოფილი სტუდენტია სამსახიობო კურსებიდან.
სტუდენტები ამბობენ, რომ ფრანკო მათ წელქვემოთ გახდას სთხოვდა, ამას კი სწავლების ერთ-ერთ მეთოდს მიაწერდა.
სარა კაპლანი ამბობს, რომ ფრანკომ მას The Long Home-ში მეძავის როლი შესთავაზა და გააფრთხილა, რომ ეროტიკული სცენებიც იქნებოდა. მომდევნო დღეს კი უთხრა, რომ ფილმში მას სრულიად გაშიშვლება და ორგიებში მონაწილეობა მოუწევდა "ბონუს სცენისათვის".
კაპლანი ყვება, რომ ორგიის სცენა იმ ეპიზოდის ბეგრაუნდზე გავიდოდა, როდესაც ფრანკო სხვა ქალებთან ორალური სექსით იყო დაკავებული.
"ფრანკომ მითხრა, რომ მომიწევდა გენიტალიები გამომეჩინა კადრში და მასტურბაციით დავკავებულიყავი, რომ ყველაფერი ბუნებრივად გამოჩენილიყო", - ამბობს სარა.
სანამ ფრანკო სტუდენტებს სამსახიობო ხელოვნებას ასწავლიდა, როგორც ჩანს, ბევრი ქალი გრძნობდა მის გარემოცვაში თვს არაკომფორტულად.
ჰილარი დუსომი და ნატალი ჩმაილი ყვებიან, რომ ფრანკომ მათ ერთ-ერთ ფილმში თამაში შესთავაზა და მხოლოდ გადაღებების დროს უთხრა, რომ ტანსაცმელი უნდა გაეხადათ.
"საშინლად ვგრძნობდი თავს როცა გავაცნობიერე, რომ როლზე მხოლოდ კარგი მკერდის გამო ამიყვანეს. არ ვფიქრობ, რომ ცუდი მასწავლებელი იყო, უბრალოდ გადაცდომები ჰქონდა და ხშირად თავს არაკომფორტულად გვაგრძნობინებდა", - ყვება ჰილარი.
კიდევ ერთი სტუდენტი, რომელიც ფრანკოს ბრალდებას უყენებს, კეიტი რაიანია. როგორც ის ყვება, ფრანკო გამუდმებით აგრძნობინებდა, რომ არ არსებობს როლი, რომელსაც საწოლის გავლით ვერ მიიღებ.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
კომენტარები