გირჩი თავის კრიპტოვალუტას ქმნის
რელიგიური ორგანიზაციის შემდეგ, პოლიტიკური გაერთიანება - გირჩი თავის კრიპტოვალუტასაც ქმნის. როგორც On.ge-სთვის გახდა ცნობილი, პარტია ამ გზით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონების გაყიდვას გეგმავს.
პარტიაში On.ge-ს განუცხადეს, რომ შექმნილ კრიპტოვალუტას თანაბრად დაურიგებენ საქართველოს ყველა მოქალაქეს. გარდა ამისა, პარტიის გეგმაა, სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის პლატფორმის შექმნა, რომელიც დაფუძნებული იქნება ბლოკ-ჩეინის ტექნოლოგიაზე.
"გირჩისთვის ეს ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტია არსებობის ისტორიაში, რადგან ასე ერთდროულად ვწყვეტთ რამდენიმე ამოცანას: სახელმწიფოს მიერ მითვისებული აქტივების მოქალაქეებისთვის დაბრუნებასა და სახელმწიფოს ხელში არსებული მონეტარული პოლიტიკის ბერკეტების გაუვნებელჰყოფას", - ამბობენ პარტიაში.
გირჩის მიზანი
"ამ ფულის მეშვეობით საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ ქვეყანაში არსებული ათეულობით, და შესაძლოა, ასეულობით მილიარდი დოლარის ღირებულების გაყინული აქტივის გაცოცხლებას, უკან დაბრუნებას ანუ ახალი საკუთრების დაუფლებას და შემდგომ ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართვას", - აცხადებენ პარტიაში და დასძენენ, რომ:
- საქართველოში გაჩნდება ახალი მესაკუთრეების დიდი ჯგუფი;
- ყველა მოქალაქე სწრაფად გამდიდრდება;
- საკუთრების უფლება გაფართოვდება და აქტივების ღირებულება პერმანენტულად გაიზრდება;
- მიმოქცევაში გაჩნდება ელექტრონული ფული, რომელიც გაცილებით სტაბილური იქნება ვიდრე ლარი და დაცული იქნება გაუფასურებისგან.
კრიპტოვალუტით ქონების ყიდვა
გირჩი აპირებს ალტერნატიულ საჯარო რეესტრის შექმნას, სადაც ადამიანებს შეეძლებათ კრიპტოვალუტით ნაყიდი, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების, რეგისტრაცია.
"გირჩის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ეს რეესტრი გახდება არსებული რეესტრის შემადგენელი ნაწილი, ანუ ადამიანებს დაუკანონდებათ ქონება, რომელიც იმ მომენტისთვის იქნება მათ საკუთრებაში და ასახული იქნება გირჩის სარეგისტრაციო სისტემაში", - ამბობენ პარტიაში.
როგორც გირჩში ამბობენ, ახლა პოტენციურ დაინტერესებულ მხარეებთან და ტექნიკურ სპეციალისტებთან კონსულტაციებს მართავენ.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები