"ნარკომანი" დედის პასუხი ლევან ვასაძეს
"კაცი მარტო მაშინ არის ხერხი, როცა ცოდნა აქვს, როცა ჭკუა ცოდნით გაულესია, ცოდნის ჩარხზე გაუჩარხავს. მაშინ ხერხსავით სხვისთვისაც გააქვს და თავისთვისაც შემოაქვს"
ილია ჭავჭავაძე
ამას წინათ სოციალურ ქსელში რამდენიმე კომენტარს გადავაწყდი, სადაც ერთი ადამიანი ამტკიცებდა, რომ აუტიზმი და მარიხუანა "სოროსის ენჯეოების" მიერ არის შემოტანილი და გავრცელებული. თურმე ჩვენ თავად ვქმნით საქართველოსთვის არარსებულ პრობლემებს მხოლოდ იმისთვის, რომ მერე მასთან ბრძოლაში გრანტები მიიღონ "ენჯეოებმა". მეორე კი ამბობდა, რომ "აუტიზმის სინდრომით იმიტომ იბადებიან ბავშვები, რომ კანაფის კაიფში კვდებიან ახალგაზრდები და სწორედ ამიტომ ებადებათ მათ ასეთი შვილები". ჩემთვის, როგორც აუტიზმის მქონე ბავშვის მშობლისთვის და როგორც საქართველოს რიგითი მოქალაქისთვის, ცოტა არ იყოს, სასაცილო იყო ეს ყველაფერი. დიდი ფიქრი და ლოგიკა არ სჭირდება იმას, რომ აუტიზმს, რომელიც ნეიროგანვითარების შეფერხებაა და რომელიც, 2-3 წლის ასაკში იჩენს თავს, ვერანაირად ვერ შემოიტანს და გაავრცელებს ვინმე სულიერი, მათ შორის თავად ჯორჯ სოროსიც. მაგრამ არ ყოფილა თურმე ეს ყველაფერი სასაცილო! საშიშს უფრო დავარქმევდი!
საიდან ჩნდება საზოგადოებაში მსგავსი წარმოდგენები?
2018 წლის 9 იანვარს ლევან ვასაძემაც იგივე ისაუბრა მე-9 ტელემიმართვაში, რომელსაც 256 ათასი ნახვა აქვს. ისიც გვიმტკიცებს, რომ ნარკომან კაცებს უჩნდებათ აუტიზმის და დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები.
როდესაც ჩემს შვილს აუტიზმის დიაგნოზი დაუსვეს, დავიწყე ფიქრი და ძიება, თუ რა ან ვინ იყო ამის მიზეზი. ერთადერთი, რაზეც მაშინ ვფიქრობდი, ჩემი მძიმე ორსულობა იყო (ანტისხეულების აწეული დონე), რის გამოც 3 თვე წოლითი რეჟიმი მქონდა და საწოლიდან ჩემი ადგომა არ შეიძლებოდა. ვერანაირად ვერ ვიფიქრებდი, რომ ჩემი ქმრის "ნარკომანობის" გამო აქვს ჩემს შვილს აუტიზმი, რადგანაც ჩემი ქმარი ნარკომანი არ არის. ლევან ვასაძის ლოგიკით, მეც ისეთივე ნარკომანი გამოვდივარ, როგორც ჩემი ქმარი. ძალიან ბევრს ვკითხულობდი, რომ ჩემს კითხვებზე პასუხი მიმეღო, მაგრამ ვერ მივიღე, რადგანაც დღემდე იკვლევენ მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები აუტიზმს და ჯერ კიდევ ვერ დაადგინეს მისი გამომწვევი მიზეზი.
იყო დრო, როდესაც საზოგადოების ნაწილი მიიჩნევდა, რომ ჩემი ცოდვების გამო ჰქონდა ჩემს შვილს აუტიზმი, მისი ქცევებიდან გამომდინარე, ზოგი თვლიდა, რომ ეშმაკი ებრძოდა ბავშვს. ალბათ, ვთანხმდებით იმაზე, რომ ყველა ადამიანი ერთმანეთისგან განსხვავებულია: ზოგი უფრო ძლიერი, ზოგიც სუსტი; ზოგი უფრო ლამაზი, ზოგიც ნაკლებად. გამოდის, რომ რაც უფრო ნაკლები ცოდვები ჰქონდათ ჩვენს წინაპრებს მით უფრო ლამაზები და ძლიერები არიან მათი შთამომავლები. ლოგიკას მოკლებულია, ხომ?
წლებია, ვიბრძვი საზოგადოებაში სწორედ ამ სტიგმებისა და სტერეოტიპების დასამსხვრევად. ძალიან ბევრი ტკივილი და გულისტკენა მქონია საზოგადოების სწორედ ამ ნაწილის მხრიდან და ყოველ ასეთ ნათქვამზე ეს ტკივილი უფრო ძლიერი და უფრო გულსატკენი ხდება. ამ დროს უბრალოდ ხვდები, რომ ყველაფერი წყალში ჩაიყარა და უკვე მერამდენედ თავიდან უნდა დაიწყო ათასჯერ დაწყებული ბრძოლა.
მოვითხოვ, ლევან ვასაძემ გამოაქვეყნოს თუნდაც ერთი სარწმუნო კვლევა (ჩემი რჩევაა, ვიკიპედიით ნუ იხელმძვანელებთ ბატონო ლევან, რადგანაც ნებისმიერს შეუძლია ვიკიპედიაში თავისი დილეტანტური აზრების დაწერა), სადაც წერია, რომ აუტიზმი "ნარკომანი" მშობლების გამო ემართებათ ბავშვებს. მერე კი, მიმართეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ ყველა აუტიზმის მქონე ბავშის მშობელი დაგვიჭიროს და პასუხი გვაგებინოს იმისათვის, რომ აუტიზმი ჩვენ დავმართეთ ჩვენს შვილებს! წინააღმდეგ შემთხვევაში საჯაროდ მოგვიხადეთ ბოდიში აუტიზმის მქონე ბავშების მშობლებს, რომ იმ 256 ათასმა ადმიანმა მოისმინოს ეს ყველაფერი, რომ მერე შემთხვევით ისევ არ გადავაწყდე ისეთ კომენტარებს, რომელზეც ზემოთ დავწერე.
ჩემი რჩევაა, მეტი ინფორმაცია წაიკითხოთ აუტიზმის შესახებ, რომ ილიას ხერხივით თქვენც გქონდეს და სხვასაც მიაწოდოთ სწორი ინფორმაცია, ცოდნა და განათლება. თქვენივე სიტყვებს მოვიშველიებ და გეტყვით, რომ შეწყვიტოთ "ფლიდი აპელირება" და ჩვენით და ჩვენი შვილებით სპეკულირება. თქვენი მე-9 ტელემიმართვა სწორედ, რომ "სიბინძურის, მორალური და ფიზიკური დეგრადაციის სამარცხვინო და დასაცინი მაგალითია". დიახ! თქვენ ჩვენ დაგვცინით!
ჩუმად ჯდომის დრო მართლაც დამთავრდა!
საზოგადოებისთვის კი დამაფიქრებელი უნდა იყოს ეს ყველაფერი. ვინ იცის, აუტიზმის მითთან ერთად კიდევ რადენ მითს გვიყვება ბატონი ლევან ვასაძე და რამდენად ღირს მისი აზრების გაზიარება!
ნარკოპოლიტიკაზე შეგნებულად არაფერს დავწერ, რადგანაც მე არ ვარ ამ საკითხში კომპეტენტური, წინააღმდეგ შემთხვევაში მეც ლევან ვასაძეს დავემსგავსები! ამაზე უნდა ისაუბრონ პროფესიონალებმა, ვინც იცის, რა არის ადამიანის უფლება, თავისუფლება და მისი უზენაესი ინტერესი!
პატივისცემით,
მარი კორკოტაძე
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
კომენტარები