შსს: 3 წლის წინ IDFI-ს ხელმძღვანელზე არასწორი ინფორმაცია გავავრცელეთ
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ 2014 წლის 17 დეკემბერს, გიორგი კლდიაშვილის საქმეზე გავრცელებული განცხადება უზუსტობას შეიცავდა და ემსახურებოდა საქმის შესახებ საზოგადოებისთვის არასწორი ფაქტობრივი გარემოებების მიწოდებას.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე 2014 წლის 17 დეკემბერს დაიდო განცხადება შემდეგი სათაურით: „გიორგი კლდიაშვილთან დაკავშირებული ინციდენტი შსს-სა და „IDFI“-ს შორის არსებულ თანამშრომლობაზე უარყოფით გავლენას ვერ მოახდენს.
უწყების განცხადებით, გავრცელებულ ინფორმაციაში მოცემული იყო არასწორი ფაქტობრივი გარემოებები:
„ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოქალაქე გიორგი კლდიაშვილის ავტომობილის და პირადი ჩხრეკისას „პარაბელუმის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს“. აღნიშნული გამონათქვამი არ შეიცავს სრულყოფილ ინფორმაციას, კერძოდ, ჩხრეკისა და ამოღების ოქმში მითითებულია, რომ იარაღი იმყოფებოდა 4 ნაწილად დაშლილ მდგომარეობაში, რომელიც გიორგი კლდიაშვილს მოჰქონდა ხელოსნისაგან. გავრცელებულ განცხადებაში ასევე აღნიშნული იყო, რომ „გიორგი კლდიაშვილმა, ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ სამართალდამცველებს განუცხადა, რომ იარაღი იყო მისი საკუთრება და მას ჰქონდა ტარების უფლება“ და რომ “მოგვიანებით, გამოძიების პროცესში, დაკითხვისას, გიორგი კლდიაშვილმა ვერ წარმოადგინა აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი“. იარაღი მართლაც გიორგი კლდიაშვილის საკუთრება იყო, სამართალდამცველებს წარუდგინა მისი შენახვის დამადასტურებელი მოწმობა და გიორგი კლდიაშვილს სამართალდამცველებისათვის არ უთქვამს, რომ თავად ჰქონდა ამ იარაღის ტარების უფლება. შესაბამისად, გიორგი კლდიაშვილის მხრიდან სამართალდამცველების შეცდომაში შეყვანის მცდელობას ადგილი არ ჰქონია.
ასევე არაზუსტია განცხადებაში მითითებული ინფორმაცია, რომ „მოსამართლემ პროკურორის შუამდგომლობა გირაოს შესახებ დააკმაყოფილა და გიორგი კლდიაშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა“. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 12 დეკემბრის განჩინებით სასამართლომ დაადგინა, რომ 2014 წლის 12 დეკემბერს მისი დაკავება იყო უკანონო და წარიმართა კანონის მოთხოვნათა არსებითი დარღვევებით. აღნიშნული გახდა გიორგი კლდიაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების საფუძველი და არა პროკურორის შუამდგომლობა. "
2015 წელს, გიორგი კლდიაშვილმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ცილისმწამებლური ინფორმაციის უარყოფის მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა და საქმე მოიგო.
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები