ფრიდომ ჰაუსი: დემოკრატია კრიზისშია
უკვე მეთორმეტე წელია გლობალური თავისუფლების მაჩვენებელი უკან იხევს - ასეთია საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია ფრიდომ ჰაუსის დასკვნა. ორგანიზაცია თავისუფლების ყოველწლიურ ანგარიშს აქვეყნებს. 2017 წლის ანგარიშის მიხედვით, დემოკრატიის კუთხით, მსოფლიოს მასშტაბით უკუსვლაა.
"დემოკრატია, ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ყველაზე სერიოზული კრიზისის წინაშე დგას," - ასე აფასებს ანგარიშის მიგნებებს ფრიდომ ჰაუსის პრეზიდენტი მაიკლ აბრამოვიჩი.
2017 წლის მთავარ უკუსვლად ანგარიში შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებს ასახელებს.
"შეერთებულმა შტატებმა უკან დაიხია როგორც ჩემპიონმა და დემოკრატიის მაგალითმა," - ნათქვამია ანგარიშში. უკუსვლის მიზეზებად დასახელებულია საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევა, თეთრი სახლის ადმინისტრაციის მიერ ეთიკის სტანდარტების დარღვევები და მთავრობაში გამჭვირვალობის შემცირება.
"შეერთებული შტატების მიერ საზღვარგარეთ დემოკრატიების მხარდაჭერის შემცირება აძლიერებს ავტორიტარულ რეჟიმებს და მათ უფრო სახიფათოს ხდის," - აცხადებს აბრამოვიჩი.
საქართველო ცხრა ქვეყანასთან ერთად მოქცეულია ჯგუფში, რომელსაც, ორგანიზაციის თქმით, განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა დავაკვირდეთ, რადგან მომავალი წელი "ქვეყნის დემოკრატიული კურსისთვის, შესაძლოა, გარდამტეხი აღმოჩნდეს".
საქართველოს ნაწილში, ყოველწლიური ანგარიში ორ მოვლენას გამოყოფს - საკონსტიტუციო ცვლილებებს და თბილისიდან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის და აქტივისტისთვის აფგან მუხთარლის გაუჩინარებას.
ანგარიშში ნათქვამია, რომ მმართველი ქართული ოცნების მთავრობის მიერ მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები დიდი გამოწვევა იქნება საქართველოს დაყოფილი ოპოზიციისთვის, რამაც, შესაძლებელია "მომდევნო წლებში პარტიის კონტროლი კიდევ უფრო გაამყაროს."
ფრიდომ ჰაუსის ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი მარკ ბეჰრენდტი ამერიკის ხმასთან ინტერვიუში ამბობს, რომ მთავარი შეშფოთება კონსტიტუციის ოპოზიციის ჩართულობის გარეშე მიღებამ გამოიწვია:
"საკონსტიტუციო ცვლილებებში არის დადებითი ცვლილებებიც, მაგრამ ის არ ამოქმედდება 2014 წლამდე, რაც ნიშნავს, რომ მანამდე ქართული ოცნების მთავრობა გამოიყენებს იმ უპირატესობებს, რომელსაც მას მაჟორიტარული წესით არჩევნები ანიჭებს," - ამბობს ბეჰრენდტი.
ანგარიში ცალკე გამოყოფს აფგან მუხთარლის საქმეს და მისი გატაცების ისტორია მოჰყავს იმის მაგალითად, თუ როგორ სცილდებოდა გასულ წელს ავტორიტარული რეჟიმების ქმედებები მათი სახელმწიფოების საზღვრებს, და როგორ იდევნებოდნენ დევნილობაში მყოფი კრიტიკოსები, რაც ევრაზიის რეგიონის მასშტაბით, ორგანიზაციის შეფასებით, ყველაზე საგულისხმო ტენდენციაა.
29 მაისს თბილისიდან გაუჩინარებული აფგან მუხთარლი, მეორე დილით ბაქოს იზოლატორში აღმოჩნდა, ანგარიშში ნათქვამია, რომ მისი გატაცების საქმე აჩენს კითხვებს "საქმეში საქართველოს მთავრობის თანამონაწილეობის შესახებ".
"ჩვენ დანამდვილებით არ ვიცით, მაგრამ არსებობს სანდო წყაროები, რომელიც აჩვენებს, რომ მუხთარლის გატაცების საქმეში მთავრობა მონაწილეობდა. აღშფოთებას იწვევს ამ საქმეში მთავრობის შესაძლო მონაწილეობა ან ის, რომ მთავრობას შეეძლო თავიდან აეცილებინა ეს გატაცება", - ამბობს ბეჰრენდტი.
მისი თქმით, მუხთარლის საქმე აშინებს სხვა აქტივისტებს, რომლებიც თავს საქართველოს, როგორც უსაფრთხო ქვეყანას აფარებენ:
"უნდა ითქვას, რომ საქართველო რჩება სინათლის შუქურად ყოფილ საბჭოთა სივრცეში, რის გამოც ის იქცა თავშესაფრად ჟურნალისტებისთვის, დისიდენტებისთვის, ყოფილი პოლიტპატიმრებისთვის აზერბაიჯანიდან და სხვა ქვეყნებიდან. ეს ახლა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რაც ჩვენ გვაშფოთებს. საქართველოში მყოფი დისიდენტები გვიყვებიან, რომ მათ უთვალთვალებენ, რომ ისინი თავს უსაფრთხოდ აღარ გრძნობენ. მნიშვნელოვანია საქართველოს მთავრობამ ამ ადამიანების უსაფრთხოება უზრუნველყოს, რადგან საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი რეგიონში ძალიან დადებითი როლი ითამაშოს."
ანგარიშში 195 ქვეყნის და 14 ტერიტორიული ერთეულია შეფასებული. ანგარიშის მიხედვით, თითქმის თანაბარია მოსახლეობის რაოდენობა, ვინ თავისუფალ და არათავისუფალ ქვეყნებში ცხოვროვბს. მოსახლეობის მხოლოდ 39 პროცენტი ცხოვრობს თავისუფალ ქვეყნებში, 37 პროცენტი კი არათავისუფალში, ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყნებში მოსახლეობის 24პროცენტი ცხოვრობს.
წელს პირველად, ნაწილობრივ თავისუფალიდან არათავისუფალ კატეგორიაში გადაინაცვლა თურქეთმა. თურქეთი, ასევე, ლიდერობს იმ ქვეყნების ჩამონათვალს, სადაც დემოკრატია ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაზე მეტად - 34 ქულით გაუარესდა. ამავე ჩამონათვალშია უნგრეთი -20 ქულით, აზერბაიჯანი -19, რუსეთი - 12 და უკრაინა -11 ქულით.
-
გადახედვამამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება მამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება
-
-
გადახედვა"დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება "დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება
-
გადახედვასია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ სია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ
-
გადახედვაპარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ რა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ
-
გადახედვაროგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა როგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა
-
გადახედვაშსს: "მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრებილებს, არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება და ძალადობრივი მოწოდებები" შსს: "მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრებილებს, არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება და ძალადობრივი მოწოდებები"
-
გადახედვაროგორ დავიცვათ თავი ცრემლსადენი გაზისგან — რეკომენდაციები როგორ დავიცვათ თავი ცრემლსადენი გაზისგან — რეკომენდაციები
-
გადახედვაომბუდსმენის პირველადი შეფასება 30 აპრილის აქციაზე განვითარებული მოვლენების შესახებ ომბუდსმენის პირველადი შეფასება 30 აპრილის აქციაზე განვითარებული მოვლენების შესახებ
-
გადახედვაკობახიძის ბრიფინგი დამოუკიდებელი მედიის, არასამთავრობოებისა და ოპოზიციის დისკრედიტაციის მიზნით კობახიძის ბრიფინგი დამოუკიდებელი მედიის, არასამთავრობოებისა და ოპოზიციის დისკრედიტაციის მიზნით
-
გადახედვაშოთა არველაძე: გაიწვიეთ უკან ეს კანონი, მოუხადეთ ბოდიში დაზარალებულებს და მიეცით ქვეყანას ნორმალურად ცხოვრების შესაძლებლობა შოთა არველაძე: გაიწვიეთ უკან ეს კანონი, მოუხადეთ ბოდიში დაზარალებულებს და მიეცით ქვეყანას ნორმალურად ცხოვრების შესაძლებლობა
-
გადახედვასახალხო დამცველი შსს-ს მოუწოდებს, "არ გაიმეოროს ის, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ" სახალხო დამცველი შსს-ს მოუწოდებს, "არ გაიმეოროს ის, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ"
-
გადახედვაგაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორი კობახიძეს შეხვდა გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორი კობახიძეს შეხვდა
-
გადახედვამრცხვენია და დარწმუნებული ვარ არა მხოლოდ მე, რომ შენს გვერდით ვითამაშე 10 წელი — ალადაშვილის მიმართვა კალაძეს მრცხვენია და დარწმუნებული ვარ არა მხოლოდ მე, რომ შენს გვერდით ვითამაშე 10 წელი — ალადაშვილის მიმართვა კალაძეს
-
გადახედვათუ დაგაკავეს, ეს რჩევები აუცილებლად გაითვალისწინეთ — ედუარდ მარიკაშვილი თუ დაგაკავეს, ეს რჩევები აუცილებლად გაითვალისწინეთ — ედუარდ მარიკაშვილი
-
გადახედვაEPP: დროა, სანქციები დაუწესდეს ივანიშვილს და ყველას, ვინც მას ეხმარება საქართველოს დემოკრატიის ნგრევაში EPP: დროა, სანქციები დაუწესდეს ივანიშვილს და ყველას, ვინც მას ეხმარება საქართველოს დემოკრატიის ნგრევაში
-
-
გადახედვახაბეიშვილი: ხარებას დაჯგუფება მცემდა. იძახდნენ, მოკალით და მერე თქვით, თავი დაარტყაო ხაბეიშვილი: ხარებას დაჯგუფება მცემდა. იძახდნენ, მოკალით და მერე თქვით, თავი დაარტყაო
-
გადახედვაგიორგი გიგაშვილი: TV Imedi — ძალიან მრცხვენია ამ არხთან ჩემი წარსულის არსებობა გიორგი გიგაშვილი: TV Imedi — ძალიან მრცხვენია ამ არხთან ჩემი წარსულის არსებობა
-
გადახედვასაგარეო უწყების თანამშრომელი, გიორგი წიქარიშვილი: კანონპროექტი საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციას, ეწინააღმდეგება კონსტიტუციას საგარეო უწყების თანამშრომელი, გიორგი წიქარიშვილი: კანონპროექტი საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციას, ეწინააღმდეგება კონსტიტუციას
კომენტარები