NGO-ები: სასამართლოს გადაწყვეტილებით ხელისუფლების უკმაყოფილება ცვლილებების მიზეზი არ უნდა იყოს
კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის აცხადებს, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის მიერ ინიცირებული კანონპროექტით გათვალისწინებული 2 ცვლილება გიგი უგულავასა და რუსთავი 2-ის საქმეებით არის მოტივირებული. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს რეფორმირების მიზეზი არ უნდა იყოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობით და მის მიერ მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილებების შინაარსით ხელისუფლების მხრიდან გამოწვეული უკმაყოფილება.
კოალიცია ამბობს, რომ "საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ ინიცირებულ ცვლილებზე დახურულ კარს მიღმა არ უნდა ემსჯელათ და პროცესში თავად საკონსტიტუციო სასამართლო და სამოქალაქო სექტორი უნდა ყოფილიყვნენ ჩართულები.
არასამთავრობოები წარმოდგენილი კანონპროექტის 3 ცვლილებას აკრიტიკებენ:
ერთ-ერთი მათგანის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში მხოლოდ მისი საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნების მომენტიდან შეძლებს და ისიც იმ შემთხვევაში თუ მას თან საქმის განხილვაში მონაწილე ყველა მოსამართლის ხელმოწერა ახლავს. აღნიშნული ცვლილების ინიცირებას არასამთავრობოები გიგი უგულავას საქმეს უკავშირებენ.
კერძოდ, თბილისის ყოფილი მერის საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადებისას ერთ-ერთი მოსამართლე უარს აცხადებდა გადაწყვეტილების ხელის მოწერაზე, თუმცა მოქმედი კანონმდებლობით გადაწყვეტილება ძალაში მაინც შევიდა. აღნიშნულს იუსტიციის მინისტრის უარყოფითი რეაქციაც მოჰყვა, საპასუხოდ კი მან ის ცვლილებები დააანონსა, რომლებიც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა აღნიშნული კანონპროექტით წარმოადგინა.
NGO-ები ასევე განმარტავენ, რომ ცვლილებამ, რომლის თანახმადაც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, სადავო ნორმის შეჩერება საკონსტიტუციო სასამართლოს მხოლოდ სრულ შემადგენლობას (პლენუმს) შეეძლება, შესაძლოა რიგ შემთხვევებში სასამართლოს ეფექტური ფუნქციონირება გაართულოს.
კერძოდ, საქმის განმხილველი კოლეგიის მიერ საკითხის პლენუმზე გადაცემის ვალდებულება გულისხმობს, საკითხის განხილვას მინიმუმ 6 მოსამართლის მონაწილეობით, რაც ოპერატიულობის თვალსაზრისით, რიგ შემთხვევაში, შეიძლება პრობლემური გახდეს და ხელი შეუშალოს მოსარჩელის უფლების ეფექტურ დაცვას:
"აღნიშნული აჩენს ეჭვს, რომ ინიცირებული ცვლილება წარმოადგენს ხელისუფლების ნეგატიურ რეაქციას “რუსთავი 2”-ის საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე, რომლებითაც საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ, 4 მოსამართლის შემადგენლობით, შეაჩერა სადავო ნორმების მოქმედება შემჭიდროვებულ ვადებში, რათა მოსარჩელის უფლებებისთვის გამოუსწორებელი ზიანი არ დამდგარიყო".
არასამთავრობოებს ასევე მიაჩნიათ, რომ ცვლილებით, რომლითაც საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს ახალი საქმის განხილვაში მონაწილეობის მიღება აეკრძალება, თუ მისი ვადის გასვლამდე დარჩენილია 3 თვეზე ნაკლები, კონსტიტუციით გათვალისწინებულ მოსამართლის უფლებამოსილების 10 წლიან ვადა იზღუდება. NGO-ებს მიაჩნიათ, რომ ასეთ შემთხვევაში, სასამართლო საკუთარ უფლებამოსილებებს კონკრეტულ კომპეტენციებთან მიმართებით ვერ განახორციელებს.
არასამთავრობოების განცხადებით, ვენეციის კომისიის 2016 წლის დასკვნაში წერია, რომ ევროპული კონსტიტუციური კულტურა გულისხმობს, საკონსტიტუციო სასამართლოების ჩართვას იმ რეფორმების პროცესში, რომლებიც ეხება თვითონ სასამართლოს:
"მნიშვნელოვანია, რომ მართლმსაჯულების სისტემაში განსახორციელებელი/მიმდინარე რეფორმები, რომელსაც ხელისუფლების სხვა შტოები უძღვებიან, სათანადოდ იყოს განხილული თავად სასამართლოსთან და გათვალისწინებული იყოს მათი პოზიცია რეფორმის დაგეგმვისა და განხორციელების ეტაპზე".
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
კომენტარები