საკრებულომ თბილისის მერიის სტრუქტურული ცვლილებები დაამტკიცა
თბილისის საკრებულომ დედაქალაქის მერიის სტრუქტურული რეფორმით გათვალისწინებული ცვლილებები დაამტკიცა.
აღნიშნულ ცვლილებებთან ერთად, სხდომაზე მერიის სტრუქტურული ერთეულების, დედაქალაქის საკრებულოს და თბილისის რაიონული გამგეობების საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრის საკითხიც დამტკიცდა. თბილისის მუნიციპალიტეტის ახალი სტრუქტურა საკრებულოს დეპუტატებს ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ გააცნო.
როგორც ირაკლი ხმალაძემ აღნიშნა, თბილისის მერიაში მუნიციპალური სერვისების ცენტრალიზება და მისი ერთ სივრცეში მოქცევა იგეგმება.
სხდომაზე საკრებულოს ოპოზიციამ მმართველი გუნდი მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებისთვის ხელფასებისა და დანამატების გაერთიანების გამო გააკრიტიკა.
ირაკლი ხმალაძის თქმით, ოპოზიციის ბრალდებები საფუძველს მოკლებულია. მისივე განმარტებით, მერიისა და საკრებულოს სახელფასო ანაზღაურების თანხა არ იზრდება, არამედ ხდება მხოლოდ იმ ხელფასისა და დანამატის გაერთიანება:
"არაჯანსაღი კრიტიკა ისმოდა ხელფასებთან დაკავშირებით. ჩვენ სახელფასო ფონდი არ გაგვიზრდია. მოვდივართ იგივე სახელფასო ფონდით, რაც დამტკიცებული გვაქვს 2017 წლის ბოლოს".
საკრებულოს ოპოზიციამ სხდომათა დარბაზი დატოვა და კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.
თბილისის მერიის ახალი სტრუქტურული მოდელის თანახმად:
- იქმნება ურბანული განვითარების სამსახური, უქმდება ე.წ. ზონალური საბჭო;
- არქიტექტურისა და ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურში მხოლოდ სერვისების მიწოდებისა და სამშენებლო ნებართვის გაცემის სეგმენტი დარჩება;
- ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახური გარემოს დაცვის სამსახურად გარდაიქმნება;
- ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს დაემატება რამდენიმე ფუნქცია: ტრანსპორტის განვითარების პოლიტიკის განსაზღვრა/გატარება და ქალაქთმშენებლობის პროცესში მონაწილეობა.
- ქალაქის ნარჩენებით დაბინძურების მართვას ზედამხედველობის სამსახური შეითავსებს.
- მუნიციპალიტეტის სერვისების განვითარების სააგენტო ფიზიკური და იურიდიული პირების სერვისებს გააერთიანებს.
- შექმნება საზოგადოებასთან კომუნიკაციების განვითარების სააგენტო და იგი მერიის ყველა სტრუქტურული ერთეულის PR სამსახურს გააერთიანებს;
- განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური კულტურის, განათლებისა და სპორტის საქალაქო სამსახურში გაერთიანდება;
- კეთილმოწყობის სამსახურს ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური დაერქმევა.
თბილისის მერია ახალი სტრუქტურის მიხედვით მუშაობას 22 თებერვლიდან შეუდგება.
-
გადახედვარუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა
-
გადახედვადერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს დერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
კომენტარები