გიორგი მარგველაშვილი

16 Jan. 2018, 23:00

სამართლებრივი სახელმწიფოს ამოსავალია ის, რომ როდესაც სახელმწიფო გაგასამართლებს, შენთან იყოს ბოლომდე მართალი და ეს არ იყოს ტყუილზე, არასწორ კვალიფიკაციაზე, რაღაც მოკვარახჭინებულად მიღებული გადაწყვეტილება. თუ მე შენ ვერ გასამართლებ სახლის გაქურდვაზე, მაგრამ ვიცი რომ სახლი გაქურდე, მე შენ არ უნდა გაგასამართლო მანქანის გაქურდვაზე. მეორე პრინციპია, რომ სისხლის სამართლის კოდექსით ვერ ასამართლებ ისეთ რამეზე, რაც არ არის აკრძალული, რაც არ არის აღწერილი სისხლის სამართალში. ადამიანს აქვს მორალური, პოლიტიკური, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. ეს ყველაფერი ხშირად ემთხვევა, ხშირად - არა. არსად არ არის სისხლის სამართლის კოდექსში აღწერილი, რას ნიშნავს შეწყალების ბოროტად გამოყენება. შენ როდესაც გაასამართლებ და მითუმეტეს პრეზიდენტს, ისეთი მუხლით, რომელიც არ არის გაწერილი, შენ არღვევ სისხლის სამართლის ძირითად პრინციპებს და ასევე, სამართლებრივი სახელმწიფოსი. ეს ბრალდება არის სამარცხვინო ჩვენი ქვეყნის იმიჯისთვის. 

ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა არჩევანში შეწყალების საქმეზე მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით ისაუბრა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ორშაბათიდან მეც დავტოვებ აუდიტორიას, ჩემი ვალია ვიდგე იქ, სადაც ჩემი სტუდენტები დგანან — თსუ-ს პროფესორი
  2. რუსული კანონის წინააღმდეგ თსუ-ს იმ ფაკულტეტის თვითმმართველობა ავრცელებს განცხადებას, სადაც ლექციებს კობახიძე კითხულობს
  3. რუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს
  4. უჩა აბაშიძის ცოლი, მარი იაშვილი დააკავეს
  5. კობახიძე: თუ ორი კვირის განმავლობაში იქნება წარმოდგენილი ვენეციის კომისიის სამართლებრივი არგუმენტები, ღია ვართ დისკუსიისთვის

გირჩევთ

ახლა კითხულობენ