კიდევ ორი წიგნი ბაკურ სულაკაურის გამომცემლობისგან, რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხოთ
2018 წელს ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ ლიტერატურული ოდისეას სერიას სამი ახალი წიგნი შემატა და მკითხველს დიდი საჩუქარი გაუკეთა. თუმცა გამომცემლობა ამაზე არ გაჩერებულა და საზოგადოებას კიდევ ორ ახალ წიგნს სთავაზობს. ერთ-ერთი მათგანია ერიკ-ემანუელ შმიტის „ორი მამაკაცი ბრიუსელიდან“, ხოლო მეორე ჰარუკი მურაკამის „ქარი/პინბოლი“. ორივე წიგნს, სხვადასხვა დროს, ლიტერატურულ სამყაროში დიდი გამოხმაურება მოყვა, რაც მათ მნიშვნელობას ლიტერატურის განვითრებაში ხაზს უსვამს.
1. ერიკ-ემანუელ შმიტი - ორი მამაკაცი ბრიუსელიდან
ერიკ-ემანულ შმიტის რომანი „ორი მამაკაცი ბრიუსელიდან“ 2012 წელს გამოვიდა. ბელგიელი მწერლის წიგნში სიყვარულის ხუთი ისტორიაა მოთხრობილი. თითოეული ისტორია სიყვარულის სხვადასხვა სირთულეებსა და სახეს სთავაზობს მკითხველს. წიგნში შეხვდებით როგორც ცოლ-ქმრულ, ისე ფარულ, მამა-შვილურ და ხელოვნებისა და კაცობრიობის მიმართ არსებულ სიყვარულის ფორმებს.
ერიკ-ემანუელ შმიტი ბელგიელი მწერალი და დრამატურგია. მისი პიესების მიხედვით სპექტაკლები ორმოცდაათზე მეტ ქვეყანაშია დადგმული. გარდა ამისა, ავტორს სხვადასხვა დროს ისეთი წიგნები აქვს დაწერილი, როგორიცაა „ულისე ბაღდადიდან“, „პილატეს სახარება“ და „ოსკარი და ვარდისფერი ქალბატონი“.
„ორი მამაკაცი ბრიუსელიდან“ ქართულად მერაბ ფიფიამ თარგმნა.
2. ჰარუკი მურაკამი - ქარი/პინბოლი
სწორედ ამ წიგნით შემოიჭრა იაპონელი მწერალი ლიტერატურის სამყაროში. ქარი/პინბოლი იაპონელი ავტორის ორ მოკლე რომანს აერთიანებს, რომელშიც უსახელო მთხრობელისა და მისი მეგობრის, ვირთხის ისტორიებია მოყოლილი. წიგნში ყველა თემა ნაცნობია - მარტოობა, ობსესიურობა, ეროტიციზმი. ჰარუკი მურაკამის შემოქმედების მკითხველებისთვის აღმოჩენა იქნება ის, თუ როგორ დაიწყო ავტორის კარიერა და რამდენად შესამჩნევი იყო მისი ტალანტი პირველივე ნაშრომში.
მურაკამის ქარი/პინბოლი 1979-80 წლებში დაიწერა და ავტორს მალევე მოუტანა აღიარება. ეს წიგნი ყველასთვის, ვისაც მურაკამის შემოქმედება იზიდავს, და მათთვისაც, ვინც ჯერ კიდევ არ აღფრთოვანებულა ავტორით, მორიგი აღმოჩენა იქნება.
„ქარი/პინბოლი“ ქართულ ენაზე ირაკლი ბერიაშვილმა თარგმნა.
-
გადახედვარუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე სალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე
-
გადახედვააზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს აზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს
-
გადახედვადერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს დერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
კომენტარები