ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული გიორგი ჭანტურია გაათავისუფლეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის ფარგლებში დაკავებულ გიორგი ჭანტურიას ბრალი არ წარედგინა და მან პოლიციის დეპარტამენტის შენობა დატოვა.
უწყების განმარტებით, ჭანტურიას სახლის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა საბრძოლო მასალა-ვაზნები ამოიღეს. პოლიციამ ის სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით დააკავა, რაც საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.
რუსთავში ე.წ. სტამბოლის ბაზრობაზე ყოფილი პარლამენტარი, სამსონ ქუთათელაძე ცეცხლსასროლი იარაღით 15 იანვარს მოკლეს. საკუთარ კაბინეტში მოკლულ ბაზრობის დირექტორს ცეცხლსასროლი იარაღით 6 ჭრილობა აქვს მიყენებული.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით მიმდინარეობს. 108-ე მუხლით, რომელიც განზრახ მკვლელობას და 236-ე მუხლით, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
კომენტარები