აშშ-ში ფედერალურმა მთავრობებმა მუშაობა შეწყვიტეს, რადგან კონგრესში დემოკრატიულმა და რესპუბლიკურმა პარტიებმა თებერვლის შუა რიცხვებამდე თავისი ბიუჯეტი ვერ შეათანმეს.

კანონპროექტმა წარმატებით გაიარა წარმომადგენელთა პალატა, თუმცა სენტმა ის დაბლოკა.

ფედერალური უწყებების მუშაობა გვიან ღამით შეჩერდა და მანამ არ აღდგება, სანამ ორივე პარტია კონსენსუსს არ მიაღწევს.

მთავრობის დახურვა ან "შათდაუნი" ნიშნავს, რომ მუშაობას აჩერებს ყველა სახელმწიფო უწყება ეროვნული უსაფრთხობის, ფოსტის, საჰაერო კონტროლის, სამედიცინო სტაციონარის, სამედიცინო დახმარების, სამაშველოსი, სასჯელაღსრულების დაწესებულებებისა და ელექტროენერგეტიკის გარდა. დახურული უწყებების ათასობით თანამშრომელი კი უხელფასო შვებულებაში გავა.

ბიუჯეტის განხილვისას დემოკრატებმა მოითხოვეს, რომ აშშ-ში მყოფი 700 ათასი არალეგალი მიგრანტი დეპორტაციისგან დაიცვან. ბარაკ ობამას დროს, ამ ადამიანებს დორებითი ლეგალური სტატუსი ენიჭებოდათ. წინა წლის სექტემბერში კი პრეზიდენტი ტრამპი ამ პროგრამის გაუქმებაზე ალაპარაკდა.

ბოლო "შათდაუნი" 2013 წელს მოხდა და სახელმწიფო სტრუქტურები 16 დღის განმავლობაში არ მუშაობდნენ. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც "შათდაუნი" ხდება მაშინ, როდესაც კონგრესსა და თეთრ სახლს ერთი და იგივე პარტია, რესპუბლიკელები აკონტროლებენ.