თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ჯაველინების ტიპის ტანსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემა უკვე საქართველოშია. მინისტრმა, ლევან იზორიამ აშშ-ის ელჩთან, იან კელისთან შეხვედრისას განაცხადა, რომ სისტემა უსაფრთხო ადგილას არის განთავსებული.

ლევან იზორიას განცხადებით, ახლო მომავალში დაიწყება მომზადება, რათა ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა იმ უნარების დაუფლება შესძლონ, რაც ამ სისტემის გამოყენებისთვის არის აუცილებელი.

ლევან იზორიამ აღნიშნა, რომ საქართველო ჯაველინის სისტემას ორ ეტაპად შეიძენს და ჯამში 160 მილიონ ლარს დახარჯავს.