20 წლის იუბილეზე, ნიკორამ თავის თანამშრომლებს კომპანიის აქციები საჩუქრად გადასცა
2018 წელს კვების ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე დიდ წარმომადგენელს საქართველოში, 20 წელი უსრულდება. 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მეოთხედი საუკუნის აღსანიშნავად, კომპანიამ გადაწყვიტა თანამშრომლების ღვაწლი ხელფასის გარდა კიდევ სხვა სტიმულით დაეფასებინა და მათ საჩუქრად აქციები გადასცა.
კომპანიას კარგად ესმის, რომ მათი წარმატება პირდაპირ არის დამოკიდებული თანამშრომლების მოტივაციასა და მუშაობის ხარისხზე. სწორედ ამიტომ, ნიკორას გადაწყვეტილებით 4000-ზე მეტი თანამშრომელი საერთო დიდი საქმის ოფიციალური კონტრიბუტორი გახდა. ამ გზით, ნიკორას, თანამშრომლების ღვაწლის დაფასება სურს და ამასთან ერთად, მიიჩნევს, რომ კომპანიის აქციონერობა თითოეული მათგანისთვის დამატებითი მოტივაცია იქნება.
„ჩვენ ერთად შევძელით ის, რომ დღეს „ნიკორა“ კვების ინდუსტრიაში უპირობო ლიდერია. ეს დიდი შრომის და იმ ადამიანების დამსახურებაა, ვინც 20 წლის განმავლობაში კომპანიის შექმნასა და განვითარებაში მონაწილეობდა. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია აქ დასაქმებული ადამიანები. ამიტომ საიუბილეო წელთან დაკავშირებით, კომპანიის აქციონერების გადაწყვეტილებით, თითოეულ თანამშრომელს სუპერმარკეტების ქსელის, „სს ნიკორა ტრეიდის“ აქციები საჩუქრად გადაეცა“, - განაცხადა სს „ნიკორას“ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბოქოლიშვილმა.
ეს არ არის ერთადერთი სიახლე, რომელსაც ნიკორა 20 წლის იუბილეზე ახორციელებს. თანამშრომლების გარდა, ნიკორა აქციების შესყიდვას ნებისმიერ დაინტერესებულ პირსაც სთავაზობს.
„ჩვენ ვქმნით პროდუქციას, რომელიც ყოველდღიურად ათასობით ადამიანის ოჯახშია წარმოდგენილი. 2017 წელს „ნიკორა სუპერმარკეტის“ მომსახურებით 43 მილიონამდე მომხმარებელმა ისარგებლა. გვსურს, რომ ეს ადამიანები კიდევ უფრო მეტად გახდნენ კომპანიის ნაწილი. ამიტომ აქციის შეძენით დაინტერესებული პირების საჯარო შეთავაზებისთვის, კანონით დადგენილი წესით, მომზადდა ემისიის პროსპექტი, რომელიც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მიერ დამტკიცდა 2017 წლის 17 ოქტომბრის #114 განკარგულებით,“ – ამბობს დავით ურუშაძე, ნიკორა თრეიდის აღმასრულებელი დირექტორი.
მათ, ვისაც ნიკორას აქციების შეძენა სურთ, დრო შეზღუდული აქვთ. მსურველმა კომპანიის ადმინისტრაციას 2019 წლის პირველ აპრილამდე უნდა მიმართოს. შეთავაზების დეტალების ნახვა კი ნიკორას ოფიციალურ გვერდზეა შესაძლებელი.
„ჩვეულებრივი აქციების გამოშვება საშუალებას მოგვცემს, ფინანსურად უფრო მეტად მოქნილები ვიყოთ. მოზიდულ რესურსს ისევ კომპანიის განვითარებას მოვახმართ, რაც ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მნიშვნელოვანი წინაპირობაა“, - განაცხადა სს „ნიკორას“ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბოქოლიშვილმა.
კომპანია ნიკორა 1998 წელს დაფუძნდა და 2018 წელს არსებობის 20 წლის იუბილეს ზეიმობს. ამ დროის განმავლობაში კომპანიას ხარისხის არაერთი სერტიფიკატი აქვს მიღებული, რაც მათ განვითარებაზე მეტყველებს. ამჟამად, ჰოლდინგში ხორცპროდუქტების, ნახევარფაბრიკატების, თევზეულის, რძის ნაწარმის, ნაყინის, პურ-ფუნთუშეულის, გაყინული საკონდიტრო ნაწარმისა და ფრეშ სალათების საწარმოებია გაერთიანებული. ჰოლდინგი საქართველოში ყველაზე მრავალრიცხოვანი სუპერმარკეტების ქსელითაა წარმოდგენილი.
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
გადახედვაკონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე კონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
-
გადახედვაროგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება როგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება
-
გადახედვარუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
გადახედვასტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია
-
გადახედვამოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან
-
-
გადახედვათბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა თბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
კომენტარები