ნიკა გვარამია აკაკი გოგიჩაიშვილის ბრალდებებზე: პრეტენზიები მხოლოდ ხელფასზე ჰქონდა
ტელეკომპანია რუსთავი 2-ის დირექტორი, ნიკა გვარამია ამბობს, რომ ტელეარხის ყოფილ თანამშრომელს, აკაკი გოგიჩაიშვილს პრეტენზიები მხოლოდ ხელფასთან დაკავშირებით ჰქონდა. მისივე თქმით, არც გადაცემა ბიზნესკურიერის რომელიმე თანამშრომელი მისულა მასთან პრეტენზიებით. ასე გამოეხმაურა გვარამია გოგიჩაიშვილის ბრალდებებს ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებსა და პოლიტიკური მოტივით დაბლოკილ სიუჟეტებზე.
"თვითონ ამბობს, რომ პოლიტიკური ნიშნით იბლოკებოდა სიუჟეტები, ბატონი გოგიჩაიშვილი პოლიტიკურ სიუჟეტებს არ აკეთებდა და რომელი სიუჟეტი დაებლოკა. თქვას მაშინ რომელი სიუჟეტი დაებლოკა და რა მოტივაციით, დიდი სიამოვნებით მოვისმენ," - უთხრა On.ge-ს გვარამიამ.
მისი თქმით, მისი გადაწყვეტილებით არხზე არ გავიდა რამდენიმე სიუჟეტი, რომელიც რუსთავი 2-ის პარტნიორებთან ურთიერთობას აფუჭებდა.
"ამ ვითარებაში ყოველთვის მივიღებთ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც აწყობს არხს და არა ცალკეულ ჟურნალისტს თუ გადაცემას", - განმარტა გვარამიამ.
გვარამია ამბობს, რომ გოგიჩაიშვილმა არჩევანი 30-პროცენტიან რუსთავი 2-სა და 0,3-პროცენტიან იბერიას შორის გააკეთა.
"მისი გადაცემები დაიხურა ერთპიროვნულად ჩემ მიერ იმიტომ, რომ არ იყო რეიტინგული და ამაში ფულის გადახდა, კრიზისულ ვითარებაში, არ ჩავთვალე საჭიროდ", - ამბობს გვარამია და დასძენს, რომ ბიზნესკურიერზე მაღალი რეიტინგი ტვ პირველზე მსგავსი ფორმატის გადაცემას ჰქონდა.
"როდესაც 2-პროცენტიან ტვ პირველზე არსებული ბიზნეს გადაცემა უფრო პოპულარულია, ვიდრე 30-პროცენტიან არხზე გადაცემა. მგონი, ეს უკვე მეტყველებს გადაცემის ხარისხზე. ბატონ გოგიჩაიშვილთან დაკავშირებით ის გადაწყვეტილება, რომელიც მივიღეთ, იყო სწორი", - დასძინა რუსთავი 2-ის დირექტორმა.
აკაკი გოგიჩაიშვილმა რუსთავი 2 რამდენიმე დღის წინ დატოვა და ტელეკომპანია იბერიაზე გადავიდა. მანამდე, გოგიჩაიშვილს რუსთავი 2-ზე 20-წლიანი მუშაობის განმავლობაში, საჯაროდ არხი და მისი სარედაქციო პოლიტიკა არ გაუკრიტიკებია. ახლა კი ის ამბობს, რომ რუსთავი 2-ში მთავარი პრობლემა გადაწყვეტილებების ერთპიროვნული მიღება და სიუჟეტების დაბლოკვაა.
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
-
გადახედვაპარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება პარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება
-
გადახედვასაქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
კომენტარები