როგორ გახდა არარსებული რესტორანი Tripadvisor-ზე ლონდონის #1 საკვები ობიექტი
მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბიზნესი კვების ობიექტებია. ჩვენს პლანეტაზე უამრავი რესტორანია, თუმცა მათგან ძალიან ცოტა ახერხებს, რომ მთელი მსოფლიოს ყურადღების ქვეშ მოექცეს. ამისათვის მათ დიდი შრომის გაწევა და უამრავი ფულის დახარჯვა უწევთ, თუმცა ჟურნალ Vice-ის ჟურნალისტმა უბა ბატლერმა დაამტკიცა, რომ კარგი კომუნიკაციით არარსებული რესტორანიც შეიძლება გახდეს საუკეთესო.
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ სანამ უბა ბატლერი ჟურნალისტი გახდებოდა, თავი TripAdvisor-ზე ყალბი რევიუების დაწერით გაჰქონდა. მას სხვადასხვა რესტორნები ქირაობდნენ და შეფასების დაწერის სანაცვლოდ, 13$-ს უხდიდნენ. დროთა განმავლობაში უბამ აღმოაჩინა, რომ ამ რესტორნების რეიტინგები იზრდებოდა და ის საკუთარ თავს ამ პროცესების კატალიზატორად მიიჩნევდა.
ამ სამსახურის შემდეგ ჟურნალისტმა დაასკვნა, რომ TripAdvisor-ზე დაწერილი კომენტარების უმრავლესობა, კერძების ლამაზი ფოტოები და ა.შ. ყალბი იყო და მას მისნაირი დაქირავებული ადამიანები წერდნენ. უბა თვლიდა, რომ ყველაფრის გაყალბება შეიძლება, გარდა თავად რესტორნისა... თუმცა მოგვიანებით მიხვდა, რომ თუ მოინდომებ, რესტორნის გაყალბებაც შეიძლება.
ასე გადაწყვიტა უბამ მთელი სამყაროს (და განსაკუთრებით, ლონდონის გურმანის საზოგადოების) დატროლვა.
მან არარსებული რესტორნის მისამართად საკუთარი საცხოვრებელი ადგილი აირჩია. პირველ რიგში საჭირო იყო TripAdvisor-ზე დარეგისტრირება, რისთვისაც მობილურის ყიდვა გახდა საჭირო, რადგან საიტი რესტორნის ნომერს ითხოვს.
რეგისტრაციის შემდეგ არარსებული რესტორანი ოფიციალურად დარეგისტრირდა სახელით The Shed at Dulwich ქვია. შემდეგი ნაბიჯი ოფიციალური საიტის მომზადება იყო, რისთვისაც უბა ბატლერმა დომეინი იყიდა და საიტი ააწყო. რესტორნის საიტზე მენიუს სურათების გამოქვეყნება იყო აუცილებელი, რისთვისაც უბამ ძალიან სასაცილო ზომებს მიმართა.
კარგი დესერტია, არა?! - ნუ იჩქარებთ. მოდით ვნახოთ, როგორ დაამზადა ჟურნალისტმა ეს მშვენიერი და მადის აღმძვრელი დესერტი.
უბასთვის წვერის საპარსი ქაფი, მათეთრებელი და შავი წიწაკა საკმარისი აღმოჩნდა, რომ ერთი შეხედვით გემრიელი კერძი გაეყალბებინა.
მოდით ვნახოთ შემდეგი კერძი, ნამდვილი ინგლისური საუზმე - შემწვარი კვერცხი ბეკონთან ერთად.
ახლა კი ვნახოთ, როგორ მოამზადა უბა ბატლერმა ეს გემრიელი კერძი.
როგორც ხედავთ, ინტერნეტში კერძების გაყალბებაც კი უმარტივესად შეიძლება. ეს ყველაფერი კარგი, ახლა დროა რესტორნის პოპულარიზაციაზეც ვისაუბროთ.
დასაწყისში უბა ბატლერის რესტორანი რეიტინგში 18 149-ე ადგილზე იყო და ყველაზე ცუდი რესტორნების კატეგორიაში შედიოდა. დასაწინაურებლად, რესტორანს შეფასებები და რევიუები სჭირდებოდა. ხომ გახსოვთ, რომ უბა ბატლერი ამ ყველაფრის გაყალბების ოსტატი იყო? მან დახმარება მეგობრებს სთხოვა, სხვადასხვა კომპიუტერებიდან თვითონაც დაწერა რევიუები და გამოიყენა Anti-Scammer-ი, რათა TripAdvisor-ს ტყუილში არ გამოეჭირა.
მაღალი შეფასებებისა და ათეულობით რევიუების შემდეგ, რამდენიმე კვირაში არარსებული რესტორანი რეიტინგში მე-10 000 გახდა. პოპულარობის მატებასთან ერთად იმატა ზარებმაც. რეალური ადამიანები არარეალურ რესტორანში ადგილის დაჯავშნას ითხოვდნენ.
ბატლერი ყველას ეუბნებოდა, რომ უახლოეს ექვს კვირაში ყველა ადგილი დაჯავშნული იყო.
დაგროვებული შეფასებებისა და რევიუების გამო, ბატლერის არარსებული რესტორანი აგვისტოს ბოლო 156-ე ადგილზე იყო. სულ რამდენიმე თვეში არარსებულმა რესტორანმა 18 000-ზე მეტი საკვები ობიექტი უკან მოიტოვა ისე, რომ ერთი სტუმარიც კი არ მიუღია.
ამის შემდეგ დაიწყო ნამდვილი სასწაული. არარსებულმა რესტორანმა ბიზნესის ყურადღებაც მიიქცია. მათ ქალაქის მერიაც კი დაეკონტაქტა, რომლებმაც უბა ბატლერს რესტორნის პრესტიჟულ უბანში გადატანა შესთავაზეს. ამის შემდეგ იყო ავსტრალიური სარეკლამო კომპანია, რომელსაც სურდა ერთ-ერთი ავიაკომპანიის სარეკლამო რგოლში მათი გადაღება. არარსებული რესტორნით სხვადასხვა PR სააგენტოებიც ინტერესდებოდნენ, რომლებიც უბა ბატლერს სარეკლამო კამპანიის დაგეგმვასა და განხორციელებას სთავაზობდნენ. ბატლერი ყველა შემოთავაზებაზე უარს ამბობდა.
ზამთრის მოახლოებასთან ერთად, არარსებულმა რესტორანმა 30-ე პოზიციაზე გადაინაცვლა.
ამის შემდეგ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ადგილიდან აღარ იძროდა. რამდენი რევიუც უნდა დაეწერა ბატლერს, 30-ე ადგილი დიდი ხნის განმავლობაში უძრავად რჩებოდა.
ჟურნალისტი არაერთხელ აღმოჩნდა უხერხულ მდგომარეობაში. ტელეფონის ზარი არ წყდებოდა, ხალხი კი ქუჩაში აჩერებდა და ეკითხებოდა, რესტორნის მისამართს ხომ ვერ მიგვასწავლიო.
2017 წლის პირველ ნოემბერს კი, უბა ბატლერის მიერ შექმნილი არარსებული რესტორანი ლონდონში საუკეთესო გახდა. TripAdvisor-ზე The Shed at Dulwich-მა პირველ ადგილზე გადაინაცვლა.
თუმცა ამით ყველაფერი არ დასრულებულა. თუ გაინტერესებს, რა გაგრძელება ჰქონდა ამ ისტორიას, ნახეთ VICE-ის რეპორტაჟი უბა ბატლერის ექსპერიმენტის შესახებ. დღეს ფეისბუქზე ამ ვიდეოს 28 მილიონამდე ნახვა აქვს, რაც თავისთავად მეტყველებს ამ შემთხვევის პოპულარობაზე.
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
კომენტარები