თბილისის სააპელცაი სასამართლომ მუსტაფა ემრე ჩაბუქისთვის ლტოლივილის სტატუსზე სამინისტრო უარი ძალაში დატოვა. ჩაბუქის ადვოკატის, სოსო ბარათაშვილის თქმით, გადაწყვეტილებას არანაირი საერთო არ აქვს მართლმსაჯულებასთან.

"უკიდურესად პოლიტიზირებული გადაწყვეტილებაა. როდესაც სასამართლო არ იხსენიებს თავის გადაწყვეტილებაში არსებით მტკიცებულებას, როდესაც ლტოლვილთა სამინისტროს საერთოდ არ გააჩნია მტკიცენულებები, როდესაც 600 გვერდზე მეტი მტკიცებულებები წარვადგინეთ და დამატებით უახლესი ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა მდგომარეობა ადამიანის უფლებათა სფეროში თურქეთში, მხოლოდ ერთი განცხად რჩება, რომ ეს არის უსამართლობა".

მუსტაფა ემრე ჩაბუქი თურქეთის მხარის მოთხოვნით საქართველოში 24 მაისს დააკავეს. 7 ივლისს ცნობილი გახდა, რომ საქართველომ ჩაბუქს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა. ლტოლვილის სტატუსი მიღების შემთხვევაში მისი თურქეთში ექსტრადიცია აღარ მოხდებოდა.

23 აგვისტოს კი თბილისის საქალაქო სასამართლომ მუსტაფა ჩაბუქს წინასაექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა. პატიმრობის ვადა მას 23 თებერვალს ეწურება.