სექსუალური შევიწროების ბრალდებების გამო ჯეიმს ფრანკო Vanity Fair-ის ფოტოებიდან ამოშალეს
ყოველწლიურად, Vanity Fair განსაკუთრებულ ჟურნალს უშვებს, რომლის ყდაზეც ჰოლივუდელის ვარსკვლავები ერთად პოზირებენ. ჟურნალისთვის ფოტოს, ტრადიციულად, ამერიკელი ფოტოგრაფი, ენ ლეიბოვიცი იღებს.
რა თქმა უნდა, გამონაკლისი არც 2018 წელი ყოფილა. ფოტოსესია ჰოლივუდის ვარსკვლავების მონაწილეობით გუშინ გამოქვეყნდა, მასში მონაწილეობას იღებენ ისეთი სახეები, როგორებიც არიან ოპრა უინფრი, ტომ ჰენკსი, ნიკოლ კიდმანი, გალ გადოტი, რიზ უიზერსპუნი, ზენდაია და ა.შ.
როგორც აღმოჩნდა, ლეიბოვიცის პოპულარულ ფოტოსესიაში ოქროს გლობუსის მფლობელი ჯეიმს ფრანკოც მონაწილეობდა, თუმცა მოგვიანებით, სექსუალური შევიწროების ბრალდებების გამო ჯეიმს ფრანკო Vanity Fair-ის ფოტოებიდან ამოშალეს.
როგორც გამოცემის მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ამბობს, მათ არ ჩათვალეს საჭიროდ ადამიანი, რომელსაც ასეთი ბრალდებები წაუყენეთ მათ ფოტოსესიაში ყოფილიყო.
"მას შემდეგ რაც ფრანკოს მისამართით ამ ბრალდებებმა გაიჟღერა, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჟურნალის ჰოლივუდურო ყდა, რომელსაც ტრადიციულად ენ ლეიბოვიცი იღებს, ჯეიმს ფრანკოს გარეშე გამოგვეშვა", - ამბობს Vanity Fair-ის მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი.
შეგახსენებთ, რომ ოქროს გლობუსის მიღების შემდეგ მსახიობი და რეჟისორი ჯეიმს ფრანკო სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშულეს.
პირველად ფრანკოს მისამართით ბრალდებები მსახიობმა ვაიოლეტ პალემ Twitter-ზე გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ჯეიმს ფრანკომ მასთან სქესობრივი კავშირის დამყარება სცადა.
"გახსოვს, როცა მანქანაში თავზე ხელი დამაჭირე და შეხსნილი შარვლისკენ მიბიძგე? სხვა დროს კი ჩემს 17 წლის მეგობარს ეპატიჟებოდი შენს ნომერში", - წერია ტვიტში.
ამ ბრალდების საპასუხოდ The New York Times-მა ფრანკოსთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა. მომდევნო დღეს კი ოქროს გლობუსის მფლობელი მსახიობი ოთხმა სხვა ქალმა დაადანაშულა სექსუალურ შევიწროებაში. ოთხივე მათგანი ფრანკოს ყოფილი სტუდენტია სამსახიობო კურსებიდან.
სტუდენტები ამბობენ, რომ ფრანკო მათ წელქვემოთ გახდას სთხოვდა, ამას კი სწავლების ერთ-ერთ მეთოდს მიაწერდა.
სარა კაპლანი ამბობს, რომ ფრანკომ მას The Long Home-ში მეძავის როლი შესთავაზა და გააფრთხილა, რომ ეროტიკული სცენებიც იქნებოდა. მომდევნო დღეს კი უთხრა, რომ ფილმში მას სრულიად გაშიშვლება და ორგიებში მონაწილეობა მოუწევდა "ბონუს სცენისათვის".
კაპლანი ყვება, რომ ორგიის სცენა იმ ეპიზოდის ბეგრაუნდზე გავიდოდა, როდესაც ფრანკო სხვა ქალებთან ორალური სექსით იყო დაკავებული.
"ფრანკომ მითხრა, რომ მომიწევდა გენიტალიები გამომეჩინა კადრში და მასტურბაციით დავკავებულიყავი, რომ ყველაფერი ბუნებრივად გამოჩენილიყო", - ამბობს სარა.
სანამ ფრანკო სტუდენტებს სამსახიობო ხელოვნებას ასწავლიდა, როგორც ჩანს, ბევრი ქალი გრძნობდა მის გარემოცვაში თვს არაკომფორტულად.
ჰილარი დუსომი და ნატალი ჩმაილი ყვებიან, რომ ფრანკომ მათ ერთ-ერთ ფილმში თამაში შესთავაზა და მხოლოდ გადაღებების დროს უთხრა, რომ ტანსაცმელი უნდა გაეხადათ.
"საშინლად ვგრძნობდი თავს როცა გავაცნობიერე, რომ როლზე მხოლოდ კარგი მკერდის გამო ამიყვანეს. არ ვფიქრობ, რომ ცუდი მასწავლებელი იყო, უბრალოდ გადაცდომები ჰქონდა და ხშირად თავს არაკომფორტულად გვაგრძნობინებდა", - ყვება ჰილარი.
კიდევ ერთი სტუდენტი, რომელიც ფრანკოს ბრალდებას უყენებს, კეიტი რაიანია. როგორც ის ყვება, ფრანკო გამუდმებით აგრძნობინებდა, რომ არ არსებობს როლი, რომელსაც საწოლის გავლით ვერ მიიღებ.
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
კომენტარები