ვუდი ალენის გარშემო ატეხილი სკანდალის გამო, შესაძლოა, მისი ახალი ფილმი აღარ გამოვიდეს
ვუდი ალენის ახალი ფილმი A Rainy Day In New York შესაძლოა, რეჟისორის გარშემო ატეხილი სკანდალის გამო აღარ გამოვიდეს.
ფილმის დისტრიბუციის უფლება თავიდანვე კომპანია ამაზონმა შეიძინა, თუმცა ამჯერად ამბობენ, რომ ფილმი ან საერთოდ არ გამოვა, ან მისი ჩვენება აქტიური პიარის გარეშე მოხდება.
შეგახსენებთ, რომ სწორედ ამ ფილმის მსახიობებმა გადაურისცხეს აღებული ჰონორარი Time's Up-ს.
მსახიობები ვუდი ალენს მას შემდეგ დაუპირისპირდნენ, რაც დილან ფეროუმ ღია წერილი გამოაქვეყნა.
ვუდი ალენის ფილმებში მონაწილეობისთვის, ისეთი მსახიობები გააკრიტიკეს, როგორიცაა ქეით უინსლეტი და ბლეიკ ლაივლი. Lady Bird-ის რეჟისორი გრეტა გერვიგი ამბობს, რომ ვუდი ალენთან აღარასდროს ითანამშრომლებს.
ალენთან თანამშრომლობაზე უარი თქმა კოლინ ფერტმა და მარიონ კოტიარმაც.
დილან ფეროუ მია ფეროუმ და ვუდი ალენმა ერთად ცხოვრების დროს იშვილეს. დილანის თქმით, 1992 წელს ის 7 წლის იყო, როდესაც ვუდი ალენმა მასზე პირველად იძალადა.
"ვუდი ალენის რომელი ფილმი მოგწონთ ყველაზე მეტად? სანამ მიპასუხებდეთ, გეტყვით: შვიდი წლის რომ ვიყავი, როცა ვუდი ალენმა ხელი ჩამკიდა და ჩვენი სახლის მეორე სართულზე, ჩაბნელებულ, საკუჭნაოსმაგვარ სხვენში ამიყვანა. მითხრა, იატაკზე დაწექი და შენი ძმის სათამაშო მატარებლით ითამაშეო, შემდეგ კი ჩემზე იძალადა. სანამ ამას აკეთებდა მესაუბრებოდა, მეჩურჩულებოდა, რომ კარგი გოგო ვარ, რომ ეს ჩვენი საიდუმლო იქნებოდა, მპირდებოდა, რომ პარიზში წამიყვანდა და თავისი ფილმების ვარსკვლავად მაქცევდა. მახსოვს, როგორ მივჩერებოდი მატარებელს, სხვენს რომ წრეებს არტყამდა. სათამაშო მატარებლების დანახვისას ახლაც ცუდად ვხდები", - წერს ღია წერილში დილან ფეროუ.
ამ ბრალდებას სასამართლო მოჰყვა, რომელმაც 1993 წელს ვუდი ალენს ფეროუსთან ურთიერთობისას აყვანილ ორ და ერთ ბიოლოგიურ შვილზე მეურვეობა არ მისცა.
ფეროუსა და ალენს 13-წლიანი ურთიერთობისას ბიოლოგიური შვილი რონან ფეროუ შეეძინათ, რომელიც ახლა გამომძიებელი ჟურნალისტია. მან ჰარვი ვაინშტაინის წინააღმდეგ არსებული ბრალდებების გამოაშკარავებას ხელი შეუწყო.
1997 წელს ვუდი ალენმა მია ფეროუს მიერ წარსულში ნაშვილები სუნ-ი პრევინი შეირთო ცოლად. მასთან ურთიერთობა ალენმა ჯერ კიდევ ფეროუსთან თანაცხოვრებისას დაიწყო.
1993 წლის სასამართლოდან 2014 წლამდე ვუდი ალენი საჯაროდ აღარ დაუდანაშაულებიათ დილან ფეროუზე სექსუალურად ძალადობაში, თუმცა მას შემდეგ, რაც მას 2014 წელს ოქროს გლობუსი გადასცეს, რონანმა და მიამ ოქროს გლობუსი გააკრიტიკეს, დილანმა კი ნიუ-იორკ ტაიმსში ღია წერილი გამოაქვეყნა, სადაც ალენის მხრიდან ძალადობაზე საუბრობდა.
ვუდი ალენმა დილანს ასევე ნიუ-იორკ ტაიმსში გამოქვეყნებული წერილით უპასუხა, ბრალდება უარყო და განაცხადა, რომ დილანს სექსუალური ძალადობა მია ფეროუმ შთააგონა, რადგან მისი და პრევინის ურთიერთობის წინააღმდეგი იყო.
წელს, ოქროს გლობუსის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, დილან ფეროუმ რამდენიმე ტვიტი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა, რომ მხარს უჭერდა ძალადობის წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიებს, #MeToo-სა და #Time'sUp-ს. თუმცა დასძინა, რომ ეს კამპანიები ყველა მოძალადეს უნდა ეხებოდეს, მათ შორის ვუდი ალენს.
გაიგეთ მეტი: ვუდი ალენი
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
კომენტარები