რატომ არის პრობლემური რუსთაველის გამზირზე ახალი სასტუმროს მშენებლობა
თბილისში, რუსთაველის გამზირის 12 ნომერში კიდევ ერთი სასტუმრო Four Season-ის მშენებლობა იგეგმება. არქიტექტურს სამსახურმა წინასწარი თანხმობა უკვე გასცა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს ექვსივე წევრმა სასტუმროს ესკიზს დადებითი შეფასება მისცა.
ხელოვნებათმცოდნე თამარა ამაშუკელის თქმით, ამ ადგილას ახალი შენობის აშენება პრობლემურია. როგორც მან On.ge-სთან საუბარში აღნიშნა, არსებული პროექტი, რომელიც ჯერ დამტკიცებული არ არის, საკმაოდ აგრესიული არქიტექტურით არღვევს იმ ისტორიულ განაშენიანებას, რომელიც რუსთაველის გამზირს აქვს.
"რამდენი ახალი მშენებლობაც იყო რუსთაველის გამზიზრზე, არაფერი არ შესძინა რუსთაველს, პირიქით, ძალიან ბევრი დააკლო. ამის მაგალითია იმელის უკან მშენებლობა, თუნდაც მხატვრის სახლის ადგილას არსებული მშნებელობა".
ამაშუკელის განმარტებით, შენობა 30-იან წლებშია აშენებული და თავიდან იყო კონტრუქტივისტული არქიტექტურის ერთ-ერთი ნიმუში. შემდგომში, როდესაც აიკრძალა ეს სტილი, როგორც საბჭოთა სახელმწიფოსთვის შეუფერებელი, გადაწყდა, რომ მისთვის შეეცვალათ ფასადი და 50-იანებში მას ფასადი შეუცვალეს. მისი თქმით, დედაქალაქის მთავარ გამზირზე ახალ მშენებლობებსა და რესტავრაციებს ფაქიზი მიდგომა სჭირდება:
"შენობას აქვს თავისი არქიტექტურული ღირებულება, განსაკუთრებით აინტერესოა მისი ისტორიული ღირებულება, როგორც პოლიტიკურ ცვლილებებთან ერთად არსებული სტილების ცვლილება. თუ როგორი პოლიტკა ჰქონდა საბჭოთა კავშირს არქიტექტურასთან მიმართებით".
ამაშუკელის თქმით, შენობა საკმაოდ დიდია და აბსოლუტურად შესაძლებელი იყო, რომ ამავე შენობაში განთავსებულიყო ის, რაც ახალ ობიექტში უნდათ.
პროექტის განმარტებით ბარათში წერია, რომ წარმოდგენილი შენობის სიმაღლე ოდნავ (2მ-ით) აღემატება არსებულს, მაგრამ გამზირის მიმართ არის ბევრად "ტოლერანტული" და შერწყმული გარემოსთან:
"შენობის არქიტექტურა გააზრებულია კლასიკური მოტივაციით მაგრამ თანამედროვე გადაწყვეტით, მოპირკეთება იმავე ტიპის ქვით, რაც გამოყენებულია არსებულ შენობაზე".
განმარტებით ბარათში, ასევე, წერია, რომ არსებული შენობა დგას გამზირის გასწვრივ და ბევრად აღემატება მიმდებარე ისტორიულ განაშენიანების ხაზს, კვეთს გამზირის ამ მონაკვეთს განივი მიმართულებით თავისი გვერდითი ფასადის სიბრტყით (უკრაინკას) ქუჩის მხრიდან და ხისტი კუთხის შექმნით ანცალკევებს გამზირის პლასტიურ და დინამიურ ფორმას:
"წარმოდგენილ ესკიზში ხისტი კუთხე შეცვლილია შენობის წრიული ფორმით, რაც არბილებს უკრაინკას ქუჩასა და გამზირს შორის ბმას, აგრეთვე, ქმნის არსებითად სხვა დამოკიდებულებას ახალ შენობასა და წინ მდებარე სივრცეს შორის, რომელიც ქალაქგეგმარებითად მეტად გაიაზრება, როგორც სამოედნე სივრცე, ვიდრე პერიმეტრული განაშენიანებისთვის განკუთვნილი ადგილი".
განახლება: თავიდან სტატიაში ეწერა, რომ არსებული შენობა სილქნეტს ეკუთვნის, თუმცა გადამოწმების შემდეგ დაზუსტდა, რომ სილქნეტს აღნიშნულ მისამართზე 208კვ-ზე განთავსებული აქვს სატელეფონო სადგური, რომელსაც შენობასთან კავშირი არ აქვს, არც აღნიშნულ პროექტთან.
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
-
გადახედვაკონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე კონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
-
გადახედვაევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი ევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
გადახედვამოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან
-
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
კომენტარები