შსს: 2017 წელს რეგისტრირებული დანაშაულის მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით, 5,4%-ით გაიზარდა
2017 წელს, 2016 წლის მაჩვენებელთან შედარებით, რეგისტრირებული დანაშაული 5,4 პროცენტით გაიზარდა და სულ 37 944 ფაქტი დაფიქსირდა. აღნიშნული სტატისტიკა შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორი წლის განმავლობაში პირველად გამოაქვეყნა.
შსს-ს ცნობით, სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებიდან განზრახ მკვლელობა არაა მომატებული. უწყების ინფორმაციით, ძირითადი წილი მოდის სსკ-ის 115-ე მუხლზე (თვითმკვლელობამდე მიყვანა), თუმცა ფაქტების უმრავლესობა არ თვითმკვლელობამდე მიყვანის კლასიკურ შემთხვევა არაა.
სტატისტიკის თანახმად, გაზრდილია ოჯახში ძალადობაზე რეგისტრირებული დანაშაულის მაჩვენებელი.
"ამ მუხლით რეგისტრირებული დანაშაულის ზრდა გამოწვეულია, ერთი მხრივ, მასობრივი კამპანიით ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ, რამაც გაზარდა სამართალდამცავი ორგანოებისთვის მიმართვიანობის მაჩვენებელი. მეორე მხრივ, იმ ფაქტით, რომ ადრე არსებული პრაქტიკისგან განსხვავებით, ძალადობის ფაქტებზე გამოცემული შემაკავებელი ორდერების პარალელურად, უმეტეს შემთხვევაში, იწყება გამოძიება", - აცხადებს შსს.
ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის თავიდან რეგისტრირებული დანაშაულის ნაწილი მოდის სსკ-ს 151-ე მუხლზე (მუქარა). ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაული 61,7 პროცენტითაა გაზრდილი:
"მუქარის ფაქტების მნიშვნელოვანი ნაწილი მოდის ოჯახური კონფლიქტის საფუძველზე განხორციელებულ მუქარაზე. გაზრდილია როგორც დაზარალებულთა, ასევე, დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მქონე პირთა (ახლობლები, ნათესავები, მეზობლები) მხრიდან სამართალდამცავი ორგანოებისთვის მიმართვიანობის მაჩვენებელი."
საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის თავიდან, შსს-ს ცნობით, მომატებულია უმეტესად სსკ-ს 177-ე (ქურდობა), 180-ე (თაღლითობა) და 181-ე (გამოძალვა) მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული.
უწყების განცხადებით, ნარკოტიკული დანაშაულის თავში შემავალ თითქმის ყველა მუხლზე მაჩვენებელი შემცირებულია.
სტატისტიკის მიხედვით, მომატებულია ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვისა, წიაღით უკანონოდ სარგებლებისა და უკანონო თევზჭერის მაჩვენებელი.
ასევე, შსს-ს ინფორმაციით, მატება ფიქსირდება განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობასა, ან/და მისი შესრულებისთვის ხელის შეშლაზე.
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
-
გადახედვაროგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე როგორ მოქმედებს მხატვრული ლიტერატურის კითხვა ტვინზე
-
გადახედვააზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, სავარაუდოდ, მისმა თანამშრომელმა მოკლა
-
გადახედვამეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს მეცნიერების თქმით, ხელით წერა სწავლის უნარებს აუმჯობესებს
-
გადახედვარა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა რა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა
კომენტარები