35 წლის ასაკში Glee-ს მსახიობი მარკ სელინგი გარდაიცვალა. მიზეზი ჯერ კიდევ უცნობია. TMZ-ის ინფორმაციით, მსახიობმა თავი მოიკლა.

2017 წლის ოქტომბერში სელინგი ბავშვთა პორნოგრაფიის შენახვისთვის სასამართლომ დამნაშავედ სცნო. პოლიციამ მის ლეპტოპში 50 ათასზე მეტი ფოტო და ვიდეო მასალა აღმოაჩინა, რომელშიც, მოწმეთა თქმით, მსახიობმა $50 ათასი გადაიხადა.

როგორც სამართალდამცავები ამბობენ, ვიდეო და ფოტო მასალაში, ბავშვთა ასაკი 3-დან 5 წლამდე მერყეობს.

შეგახსენებთ, რომ სელინგზე აღნიშნული საქმე ჯერ კიდევ 2015 წლის დეკემბერში აღძრეს, 2016 წელს სასამართლომ ის უდანაშაულოდ სცნო, თუმცა საქმე ისევ განახლდა. მსახიობს შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა, ხოლო განაჩენი აღსრულება 2018 წლის 7 მარტს უნდა დაწყებულიყო.

მარკ სელინგი მას შემდეგ გახდა პოპულარული, რაც FOX-ზე მუსიკალურ სერიალში Glee-ში მიიღო მონაწილეობა. სერიალი არხზე 2009-2015 წლებში გადიოდა.