10 რჩევა წონის დაკლების მსურველთათვის
წონის დაკლება ერთ-ერთი ყველაზე რთული პროცესია და დიდ ენერგიას, ნერვებსა და ნებისყოფას მოითხოვს.
ხშირად ადამიანები, რომლებიც მიზნად რამდენიმე კილოგრამის მოშორებას ისახავენ, წარმატებას ვერ აღწევენ, რადგან თავიდანვე არასწორად უდგებიან პროცესს და თავს ისტრესავენ.
მართალია, ყველა ვთანხმდებით, რომ ყველა ადამიანი ლამაზია და კულტურული და სოციალური ზეწოლა ზედმეტი წონის გამო აბსოლუტურად გაუმართლებელია, მაგრამ ეს შეთანხმება საკმარისი არ არის, რადგან სიმსუქნე ან სულაც 1-2 ზედმეტი კილოგრამი ხშირად ხდება შინაგანი შებოჭილობის და კომპლექსის წყარო.
ზედმეტ წონას ადამიანის ჯანმრთელობაზე დიდი გავლენა აქვს, როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქიკურად.
თუ თქვენ არ გაწუხებთ ეს პრობლემა და თქვენი წონითა და გარეგნობით ბედნიერი ხართ, ეს ძალიან კარგია, რადგან თქვენი სხეული თქვენი საკუთრებაა და მხოლოდ თქვენ გაქვთ იმის უფლება მოგწონდეთ ან არ მოგწონდეთ ის. დახურეთ ეს სტატია და წაიკითხეთ მასალა პინგვინებზე, კატებზე, გრავიტაციულ ტალღებზე ან ლესტერ სიტის ჩემპიონობაზე.
მაგრამ თუ გინდათ, რომ რამდენიმე კილოგრამი დაიკლოთ და თანაც თავი არ დაისტრესოთ, წაიკითხეთ ეს უმარტივესი რჩევები, დანერგეთ ისინი თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში და სასურველ შედეგს აუცილებლად მიაღწევთ.
1. მოერიდეთ მკვეთრ ცვლილებებს
მიუდექით საქმეს რეალისტურად. ყველა ცუდი ჩვევის ერთდროულად გადაგდება და შეცვლა არ გამოგივათ. ასეთი რადიკალური გადაწყვეტილება რამდენიმე დღე იქნება ძალაში და აურაცხელ დროსა და ენერგიას წაგართმევთ. იქნება ბევრი ცდუნება, ერთხელაც ვერ გაუძლებთ და ყველაფერი წყალში ჩაგეყრებათ.
ამიტომ დაიწყეთ ნელ-ნელა. შეცვალეთ ერთი ან ორი ცუდი ჩვევა, ეს ბევრად უფრო ადვილი და განხორციელებადი ამოცანაა. ცვლილებების ყოველდღიურობაში მყარად დანერგვის შემდეგ, ახალი ამოცანა დაისახეთ. ამ ხერხით მავნე ჩვევებს ეტაპობრივად და უმტკივნეულოდ გადააგდებთ.
2. დაისახეთ მინიმალური მიზნები
ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა წონის დაკლების პროცესში და ზოგადად ცხოვრებაში, გადამეტებული მოლოდინები და მაქსიმალისტური მიზნების დასახვაა.
ნუ გადაწყვეტთ და ნუ შეამზადებთ თქვენს თავს, რომ ერთდროულად რამდენიმე კილოგრამი დაიკლოთ და სწრაფად ჩადგეთ თქვენთვის სასურველ ფორმაში. მაგალითად, თუ თქვენი მიზანი 10 კგ.-ს დაკლებაა, არ დაგეგმოთ ეს ცვლილება ერთ თვეში. დიდი შანსია, რომ ვერ მიაღწიოთ ან თუ მიაღწევთ ისეთი ხერხების გამოყენება მოგიწევთ, რომლებიც თქვენს ჯანმრთელობას ავნებს.
წონის დაკლებას ნებისყოფა სჭირდება, ამიტომ ნუ დააძალებთ თქვენს თავს და ნუ დასახავთ ისეთ მიზნებს, რომლებიც საბოლოოდ იმედს გაგიცრუებენ და ხელს ჩაგაქნევინებენ თქვენს გეგმებზე. უთხარით თქვენს თავს, რომ კვირაში მხოლოდ 1 ან 2 კგ.-ს დაკლება გინდათ. ეს რეალურად მიღწევადი ამოცანაა, შედეგი აუცილებლად დაგაკმაყოფილებთ და ხალისს შეგმატებთ, ახალ ენერგიას მოგცემთ, რათა შემდეგ კვირაშიც განაგრძოთ დაკლება.
3. მიირთვით ნამდვილი საჭმელი
მოერიდეთ საკვებ დანამატებსა და შემცვლელებს. დაბალკალორიული, ნაკლებ ცხიმიანი და უშაქრო შენაერთები მინიმალურ ან ნულოვან შედეგს მოგიტანთ. გარდა ამისა თქვენი სხეული და მეტაბოლიზმი დაზარალდება.
მიიღეთ ბოსტნეული და ხილი. მართალია, ეს რჩევა ტრივიალურად ჟღერს, მაგრამ სწორია და სასარგებლო.
4. რაციონიდან ცხიმს მთლიანად ნუ ამოიღებთ
ერთ-ერთ პირველ რჩევას რასაც სხვა ადამიანები მოგცემენ, როცა დიეტის დაწყებას ან ჯანმრთელად კვებას გადაწყვეტთ, ცხიმის რაციონიდან ამოღებას ეხება. მაგრამ ეს მცდარი წარმოდგენაა. ცხადია, ბევრ ზეთში მოხრაკულ, ერბოში შემწვარ და ქონიან საკვებს უნდა მოერიდოთ, მაგრამ ბუნებრივი ცხიმები აუცილებლად უნდა მიიღოთ - ზომიერების ფარგლებში.
ბუნებრივი ცხიმები, რომლებიც წონის კლებაში ხელს შეგიწყობენ და დაგანაყრებენ კიდეც, შეგიძლიათ მიიღოთ ავოკადოს, თხილეულის, მარცვლეული და თევზეულის სახით. აქვე კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ჩამოთვლილი საკვები ზომიერად უნდა მიირთვათ.
5. არც ნახშირწყლების უგულვებელყოფა ვარგა
მოერიდეთ მარტივ ნახშირწყლებს, რომლებიც შაქარს შეიცავენ და თქვენს სხეულში მოხვედრისას სისტემას "ეუბნებიან", რომ ცხიმების წვა შეაჩეროს.
კომპლექსური ნახშირწყლები კი პირიქით, თქვენს სისხლში არსებულ შაქრის დონეს არეგულირებენ. ზომიერად მიიღეთ ყავისფერი ბრინჯი, კარტოფილი, ლობიო, სიმინდი.
6. მიიღეთ რაც შეიძლება მეტი ცილა
ცილები ცხიმებსა და ნახშირწყლებთან შედარებით მეტად დაგანაყრებთ. ამიტომ ჭამეთ რაც შეიძლება მეტი ცილა. წონის კლებასთან ერთად, საჭიროა კუნთებსაც შევეშველოთ.
ქათმის მკერდი, ზღვის პროდუქტები, კვერცხის ცილა, საქონლის მჭლე ხორცი, ლობიო, თხილეულობა და ა.შ. საუკეთესო არჩევანია თქვენი რაციონისთვის.
7. ჭამა წინასწარ დაგეგმეთ
ყოველი ჭამა, საუზმე, ლანჩი, სადილი, ვახშამი წინასწარ დაგეგმეთ. თუ თქვენს კვებას სტაბილურ რეჟიმში ჩასვამთ შედეგს ძალიან მალე იგრძნობთ. გაუმჯობესდება როგორც თქვენი ჯანმრთელობა ასევე თქვენი ემოციური მდგომარეობა და ხასიათი.
ამოირჩიეთ რამდენიმე საყვარელი რეცეპტი და რეგულარულად ამზადეთ სასურველი საჭმელი. აქციეთ ეს პროცესი რუტინად.
8. სტრესულ მდგომარეობაში ჭამას მოერიდეთ
სტრესის დროს ჭამა ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია, რაც წონის მატებას იწვევს. სამსახურის, პირადი ურთიერთობებისა თუ ეგზისტენციალურ ჩიხში შესვლის გამო ნერვიულობა თითქმის ყოველდღე გვატყდება თავს. ადამიანთა ნაწილს მავნე ჩვევა აქვს გამომუშავებული, რაც სტრესის დროს ჭამაში გამოიხატება.
თქვენი ჯანმრთელობისა და წონის დაკლებისთვის საჭიროა ეს მავნე ჩვევა მოიშოროთ. ნერვიულობის დროს ეცადეთ სხვა აქტივობებით დაკავდეთ, მაგალითად, გაისეირნეთ, წიგნი წაიკითხეთ, ითამაშეთ კომპიუტერზე, ეჩეთავეთ მეგობარს ან მოიწვიეთ ის თქვენთან და ისაუბრეთ, მიიღეთ ცხელი აბაზანა და ა.შ. როგორც კი სტრესი გაგივლით მიხვდებით, რომ სინამდვილეში სულაც არ გშიოდათ.
9. დაირეგულირეთ ძილი
დღეში 7-8 საათი ძილი აუცილებელია როგორც წონის დაკლებისთვის, ასევე ზოგადად თქვენი ჯანმრთელობისთვის.
ძილის დროს ორგანიზმი ძალებს იღდგენს და უმნიშვნელოვანეს პროცესებს გადის. ძილის დროს მიმდინარეობს ქსოვილის აღდგენა, ცილების სინთეზი, წნევის რეგულირება, იმუნიტეტის და ზრდის ჰორმონების გამოყოფა - რაც წონის ჯანმრთელად კლებისთვის აუცილებელია.
10. წაახალისეთ თქვენი თავი
კვირაში 2 საათი გამოყავით და ჭამეთ რაც გინდათ, ცხადია ჩიზბურგერები, შოკოლადის ტორტი, ხინკალი და შაურმა არ იგულისხმება, მით უმეტეს აურაცხელი და არაადეკვატური რაოდენობით. ჭამეთ თქვენი საყვარელი საჭმელი, ზომიერად და იმდენი, რომ თავი დანაყრებულად და კარგად იგრძნოთ.
მაღალკალორიული საკვების ასეთი სიხშირით მიღება სასარგებლოცაა. ამით თქვენი ჰორმონები გამოიღვიძებენ, რომლებიც დაბალ კალორიულ დიეტაზე გადაეწყობიან და შესაბამისად უფრო და უფრო გაგირთულებენ წონის კლებას. ხანდახან თუ მაღალი კალორიებით შეუფუცხუნებთ, მუდმივად ფორმაში იქნებიან და თქვენც მიგიყვანენ სასურველ შედეგამდე.
და ბოლოს:
ნუ იჩქარებთ, ნუ ინერვიულებთ და ნუ დაძრახავთ საკუთარ თავს, თუ ერთხელ, ორჯერ ან მეტჯერ არ გამოგივიდათ მიზნის მიღწევა. საჩქარო არაფერია, რაც უფრო მშვიდად და გეგმაზომიერად მიუდგებით ამ პროცესს, მით უფრო მეტი წარმატება გელით.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
დისკუსია: რა რჩევას გაგვიზიარებთ საკუთარი დიეტის გამოცდილებიდან?