ვიდეო: ელენ დეჯენერესმა დაბადების დღეზე ცოლისგან გულისამაჩუყებელი საჩუქარი მიიღო
ლეგენდარული ტელეწამყვანი, ყველაზე მხიარული, სასაცილო, ძალიან ჭკვიანი და უბრალოდ შეუდარებელი ელენ დეჯენერესი უკვე 60 წლის არის.
საკუთარი კარიერის განმავლობაში, რომელიც 40 წელზე მეტს ითვლის, ელენმა ძალიან ბევრი რამ გააკეთა, არამხოლოდ თავის საქმიანობაში, არამედ, სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლაშიც.
ელენს დაბადების დღეზე, თავისივე შოუში, ტრადიციულად პოპულარული ადამიანები სტუმრობდნენ და საჩუქრებით ანებივრებდნენ. თუმცა მათ შორის, ყველაზე დიდი სიურპრიზი ცოლმა, პორშა დე როსიმ მოუწყო.
როგორც გაირკვა, ელენ დეჯენერესის მისაბაძი მაგალითი ამერიკელი ზოოლოგი და პრიმატოლოგი დაიან ფოსია. ფოსი 18 წლის განმავლობაში იკვლევდა გორილების ჯგუფს. გამოსცა წიგნი "გორილები ნისლში", რომელიც მოიცავს მეცნიერულ კვლევასა და დაიანის პირად ისტორიას.
ფოსი 1985 წელს მოკლეს. მკვლელობა დღემდე გაუხსნელია, თუმცა მიიჩნევენ, რომ იგი ბრაკონიერებმა მოკლეს, რომლებსაც ფოსი გორილების კომერციული მიზნით გამოყენებაში ხელს უშლიდა.
დაიანის წიგნის მიხედვით გადაღებულია ფილმი "გორილები ნისლში", სადაც დაიან ფოსის როლს სიგურნი უივერი ასრულებს.
ფოსიმ აფრიკაში გორილების დამცავი ორგანიზაცია დააარსა, რომელიც მათ ბრაკონიერებისგან იცავდა.
პორშამ ელენს სანუკვარი საჩუქარი გაუკეთა და როგორც ცხოველთა უფლებების დამცველს, რუანდაში გრანდიოზული კომპლექსი აუშენა, რომელიც გორილების უფლებებს დაიცავს.
ელენი და პორშა 2008 წლის 16 აგვისტოს დაქორწინდნენ.
აღსანიშნავია, რომ ელენი იყო პირველი ღიად ლესბოსელი ქალი, რომელიც თოქ-შოუს წამყვანი გახდა, ამავდროულად ის ყოველ წელს ხვდება Forbes-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი სატელევიზიო ვარსკვლავების სიაში და Hollywood Reporter-ის სიაში, როგორც შოუბიზნესის ყველაზე გავლენიანი ადამიანი.
2016 წელს, აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ მას თავისუფლების საპრეზიდენტო მედლი გადასცა. ესაა ყველაზე მაღალი ჯილდო, რომელიც ამერიკის მოქალაქემ შეიძლება მიიღოს.
"მარტივი დასავიწყებელია რა გამოიარე, როცა ძალიან შორს წახვალ, მითუმეტეს ახლა, როდესაც ქორწინების უფლება კანონით ყველას თანასწორად ეკუთვნის. უბრალოდ წარმოიდგინეთ, რამხელა სიმამაცე დასჭირდებოდა ელენს, თითქმის 20 წლის წინ, როდესაც საზოგადოების წინაშე საჯაროდ წარსდგა. როგორი მნიშვნელოვანი იყო ეს მაშინ, არა მხოლოდ ლგბტ საზოგადოებისთვის, არამედ ყველა ჩვენგანისთვის, რომ გვენახა, რომ ვიღაც, ასეთი სიკეთით სავსე და ნათელი, ვინც ასე ძალიან მოგვწონდა, ვინც შეიძლება ყოფილიყო ჩვენი მეზობელი, კოლეგა ან და, ყველა ჩვენგანის პასუხისმგებლობას იკისრებდა.
მან გარისკა თავისი კარიერა, ადამიანები ამას ხშირად არ აკეთებენ. ელენი ჩვენ გვაერთიანებს, შთაგვაგონებს, ერთი ხუმრობითა და ერთი ცეკვით ის უკეთესად გვხდის", - თქვა დაჯილდოებისას ბარაკ ობამამ.
1997 წელს, როდესაც ელენის სერიალის მეოთხე სეზონი გადიოდა, დეჯენერესმა ქამინგ აუთი (საკუთარი სექსუალური ორიენტაციის გამჟღავნება) გააკეთა. ამავე პერიოდში ის ჟურნალ Time-ის მთავარი პერსონაჟიც გახდა და ოპრა უინფრის შოუშიც ხმამაღლა ისაუბრა ამ თემაზე.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
კომენტარები