არასამთავრობოები რადიო თავისუფლებას, კონფლიქტის შესახებ, ინფორმაციის საზოგადოებისთვის მიწოდებას სთხოვენ
არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი რადიო თავისუფლების სათავო ოფისს, კონფლიქტისა და რადიოს ქართული სამსახურის მომავლის შესახებ, ღია და გამჭვირვალე ინფორმაციის დაინტერესებული საზოგადოებისთვის მიწოდებას სთხოვენ. ამ შინაარსის წერილით 11-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ რადიო თავისუფლების პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტს მიმართა.
"ყალბი ახალი ამბების და ჰიბრიდული ომების ეპოქაში, ხარისხიანი ჟურნალისტიკა სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას. ბევრი ჩვენგანისთვის რადიო თავისუფლების ქართულენოვანი პროდუქტი უმაღლესი პროფესიული სტანდარტებისა და ეთიკური ჟურნალისტიკის მაგალითია", - აღნიშნულია განცხადებაში.
არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ რადიო თავისუფლების ქართული სამსახური და მისი ადგილობრივი ბიურო მუდამ ცდილობდა ინოვაციების დამკვიდრებას ქართულ ჟურნალისტიკაში, ბლოგების გამოქვეყნებით, მობილური ტელეფონით რეპორტინიგითა თუ მულტიმედია ფორმატების ათვისებით.
"ვიმედოვნებთ, რადიო თავისუფლების მენეჯმენტი დაგვარწმუნებს იმაში, რომ ამ პროფესიონალთა გუნდის მიერ წარმოებული ჟურნალისტიკა კვლავ მოთხოვნადია", - ვკითხულობთ მიმართვაში.
განცხადებას ხელს აწერენ:
- ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი;
- ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი;
- კოალიცია მედიის ადვოკატირებისათვის;
- ლიბერალური აკადემია-თბილისი;
- მედიაკლუბი;
- მცირე და საშუალო ტელეკომის ოპერატორების ასოციაცია;
- საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო საქართველოს;
- ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია;
- საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია;
- ჟურნალისტიკის რესურსცენტრი;
- ფონდი ღია საზოგადოება-საქართველო.
25 იანვარს, რადიოს ქართულმა ბიურომ განაცხადა, რომ უთანხმოების გადაჭრის გზად მენეჯმენტმა ქართული სამსახურის დირექტორის, დავით კაკაბაძის გათავისუფლება დაისახა, რასაც მოჰყვა რედაქციის სრული შემადგენლობის წერილობითი პროტესტი RFE/RL-ის პრეზიდენტის, ტომ კენტის სახელზე. კაკაბაძის გადაყენების შემდეგ თანამდებობა დატოვა რადიო თავისუფლების თბილისის ბიუროს ხელმძღვანელმა, მარინა ვაშაყმაძემ.
-
-
გადახედვამეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ მეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ
-
-
გადახედვაახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ
-
გადახედვა"გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა "გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა
-
გადახედვაროგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა როგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა
-
გადახედვალადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ლადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაკასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს კასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს
-
გადახედვაშაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები შაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები
-
გადახედვაფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ ფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
-
გადახედვა"ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა "ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
გადახედვაკულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება კულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება
-
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
-
გადახედვანეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო ნეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო
-
გადახედვასუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა სუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა
კომენტარები