ფილმი, რომელში მონაწილეობასაც ქეით უინსლეტი ნანობს, საქართველოში 8 თებერვლიდან გავა
რეჟისორ ვუდი ალენის ახალი ფილმი, Wonder Wheel, საქართველოს კინოთეატრებში 8 თებერვლიდან გავა.
კინოსურათის სიუჟეტი 1950-იანი წლების ნიუ-იორკში ხდება, მთავარ როლებს კი ქეით უინსლეტი და ჯასტინ ტიმბერლეიკი ასრულებენ.
ქეით უინსლეტის გმირს, ჯინს, მაშველი შეუყვარდება, რომლის როლსაც ჯასტინ ტიმბერლეიკი ასრულებს.
ამავდროულად, სიუჟტის ეპიცენტრშია უინსლეტის პერსონაჟის ქმრის, ჰამფტის ქალიშვილი, რომელიც მამის სახლში განგსტერებს ემალება.
ეს სწორედ ის ფილმია, რომელში თამაშსაც ქეით უინსლეტი ნანობს.
"არიან რეჟისორები, პროდისუერები და ძლევამოსილი კაცები, რომლებსაც წლების განმავლობაში აპლოდისმენტებით ვანებივრებდით მათი გაწეული სამსახურის გამო. მრცხვენია, რომ ავირჩიე ისეთ ადამიანებთან მუშაობა, რომლებთანაც ვისურვებდი, რომ არ მემუშავა. ჩვენი სირცხვილია, რომ არასდროს გაგვიგია პატარა ხმების და არ გვიცდია მათი მოსმენა. ხმები, რომლებიც შველას და ყურადღებას ითხოვდნენ, დავაიგნორეთ და გავაჩუმეთ. მჯერა, რომ ჩვენ ყველა ერთმანეთს დავუდგებით მხარში იმის იმედად, რომ თაობა, რომელიც ჩვენს შემდეგ მოდის არასდროს დაუშვებს იმ შეცდომებს, რომლებიც ჩვენ გვქონდა. ვწუხვარ, რომ ვუდი ალენთან მუშაობის სურვილმა იმდენად დამაბრმავა, რომ დილან ფეროუს ხმა ვერ გავიგე, ხმა რომელიც წლების განმავლობაში ისმოდა", - ამბობს მსახიობი.
შგახსენებთ, რომ ვუდი ალენის მისამართით გამოთქმული ბრალდებები, რომელიც წლების განმავლობაში ისმოდა გასულ წელს სკვლავ გააქტიურდა.
ვუდი ალენის შვილმა, დილან ფეროუმ საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა ვუდი ალენის ძალადობრივი ქმედებები.
დილან ფეროუ მია ფეროუმ და ვუდი ალენმა ერთად ცხოვრების დროს იშვილეს. დილანის თქმით, 1992 წელს ის 7 წლის იყო, როდესაც ვუდი ალენმა მასზე პირველად იძალადა.
ამ ბრალდებას სასამართლო მოჰყვა, რომელმაც 1993 წელს ვუდი ალენს ფეროუსთან ურთიერთობისას აყვანილ ორ და ერთ ბიოლოგიურ შვილზე მეურვეობა არ მისცა.
ფეროუსა და ალენს 13-წლიანი ურთიერთობისას ბიოლოგიური შვილი რონან ფეროუ შეეძინათ, რომელიც ახლა გამომძიებელი ჟურნალისტია. მან ჰარვი ვაინშტაინის წინააღმდეგ არსებული ბრალდებების გამოაშკარავებას ხელი შეუწყო.
1997 წელს ვუდი ალენმა მია ფეროუს მიერ წარსულში ნაშვილები სუნ-ი პრევინი შეირთო ცოლად. მასთან ურთიერთობა ალენმა ჯერ კიდევ ფეროუსთან თანაცხოვრებისას დაიწყო.
1993 წლის სასამართლოდან 2014 წლამდე ვუდი ალენი საჯაროდ აღარ დაუდანაშაულებიათ დილან ფეროუზე სექსუალურად ძალადობაში, თუმცა მას შემდეგ, რაც მას 2014 წელს ოქროს გლობუსი გადასცეს, რონანმა და მიამ ოქროს გლობუსი გააკრიტიკეს, დილანმა კი ნიუ-იორკ ტაიმსში ღია წერილი გამოაქვეყნა, სადაც ალენის მხრიდან ძალადობაზე საუბრობდა.
"ვუდი ალენის რომელი ფილმი მოგწონთ ყველაზე მეტად? სანამ მიპასუხებდეთ, გეტყვით: შვიდი წლის რომ ვიყავი, როცა ვუდი ალენმა ხელი ჩამკიდა და ჩვენი სახლის მეორე სართულზე, ჩაბნელებულ, საკუჭნაოსმაგვარ სხვენში ამიყვანა. მითხრა, იატაკზე დაწექი და შენი ძმის სათამაშო მატარებლით ითამაშეო, შემდეგ კი ჩემზე იძალადა. სანამ ამას აკეთებდა მესაუბრებოდა, მეჩურჩულებოდა, რომ კარგი გოგო ვარ, რომ ეს ჩვენი საიდუმლო იქნებოდა, მპირდებოდა, რომ პარიზში წამიყვანდა და თავისი ფილმების ვარსკვლავად მაქცევდა. მახსოვს, როგორ მივჩერებოდი მატარებელს, სხვენს რომ წრეებს არტყამდა. სათამაშო მატარებლების დანახვისას ახლაც ცუდად ვხდები", - წერდა ღია წერილში დილან ფეროუ.
ვუდი ალენმა დილანს ასევე ნიუ-იორკ ტაიმსში გამოქვეყნებული წერილით უპასუხა, ბრალდება უარყო და განაცხადა, რომ დილანს სექსუალური ძალადობა მია ფეროუმ შთააგონა, რადგან მისი და პრევინის ურთიერთობის წინააღმდეგი იყო.
ვუდი ალენს საჯაროდ დაუპირისპირდნენ მსახიობებიც, რომლებიც მასთან მუშაობდნენ და ამბობენ, რომ ახლა ამას ნანობენ.
მაგალითდ, რამდენიმე მსახიობმა ვუდი ალენის ფილმებიდან აღებული ჰონორარი Time's Up-ს გადაურიცხეს.
"ამ წელს ბევრი რამ შეიცვალა, შეიცვალა ის თუ როგორ ვხედავ და აღვიქვამ იმას, რაც ჩემს გარშემო ხდება. სამომავლო პროექტებს ვირჩევდი ახალგაზრდა, დამწყები მსახიობის პერსპექტივიდან, თუმცა ვისწავლე, რომ კარგი როლი არ არის მხოლოდ ის ერთადერთი კრიტერიუმი, რის გამოც შეიძლება როლს დათანხმდე", - წერდა ტიმოთი შალამე, რომელიც ალენის იმ ფილმში თამაშობს, რომელიც ეკრანზე 2018 წელს გამოდის.
ტიმოთი შალამის გარდა ამავე ფილმიდან მიღებული ჰონორარი რებეკა ჰოლმაც Time's Up-ს გადაურიცხა.
35 წლის მსახიობის განცხადებით, ის ვუდი ალენთან მუშაობას ნანობს, მას შემდეგ, რაც მისი შვილობილის, დილან ფეროუს, წერილი წაიკითხა.
რებეკა ჰოლი ალენის 2008 წლის ვიკი კრისტინა ბარსელონაშიც მონაწილეობდა.
"ვაინშტაინის საქმის გახმაურების მეორე დღეს, ვუდი ალენის ბოლო ფილმზე ვმუშაობდი და ვერ ვიფიქრებდი, თუ ამ გამოცდილებაზე ოდესმე სხვანაირად ვიფიქრებდი. როდესაც როლი შემომთავაზეს, მალე დავთანხმდი. ალენმა რამდენიმე მნიშვნელოვანი როლი მომცა თავის ფილმებში, რომელთა მადლიერიც ვარ. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, ჩემს გადაწყვეტილებაზე ბევრს ვფიქრობდი. მას შემდეგ, რაც დილან ფეროუს წერილი წავიკითხე, მივხვდი, რომ ეს საკითხი ძალიან რთულია. შემაძრწუნებელია ის ფაქტი, რომ ჩემმა ქმედებებმა სხვა ქალს უარყოფილად და გაჩუმებულად აგრძნობინა თავი. ძალიან ვწუხვარ. ვნანობ ჩემს გადაწყვეტილებას და ამას აღარასდროს გავაკეთებ. მინდა სინანულის გამოსახატავად, სიმბოლურად გადავრიცხო ალენის ფილმიდან შემოსული ჰონორარი Time's Up კამპანიაში. უკვე გავწევრიანდი ამ მოძრაობაში და მინდა იმ პოზიტიური ცვლილების ნაწილი ვიყო, რომელიც იმედია, რომ მსოფლიოსაც შეეხება და არა მხოლოდ ჰოლივუდს", - ამბობს რებეკა ჰოლი.
ამავდროულად, Lady Bird-ის რეჟისორი გრეტა გერვიგი ამბობს, რომ ვუდი ალენთან აღარასდროს ითანამშრომლებს.
ალენთან თანამშრომლობაზე უარი თქმა კოლინ ფერტმა და მარიონ კოტიარმაც.
"ვუდი ალენის პირად ცხოვრებაზე ბევრი არაფერი ვიცოდი. ვიცოდი, რომ ის მის ერთ-ერთ აყვანილ შვილზე დაქორწინდა, ეს ჩემთვის ძალიან უცნაური იყო, მაგრამ ვერავის განვსჯი იმაზე, რაც ბოლომდე არ ვიცი. დღეს კი უკვე შემიძლია ვთქვა, რომ თუ ვუდი ალენი ისევ მთხოვოს ფილმში გადაღებას, მასზე მეტ ინფორმაციას მოვიძიებდი. ისე კი, არამგონია ეს ოდესმე მოხდეს, რადგან ჩვენი ურთიერთობა გადასაღებ მოედანზე ძალიან უცნაური იყო. კი, მისი რამდენიმე ფილმი ძალიან მიყვარს, მაგრამ მუშობა მასთან არც თუ ისე ადვილია, გადასაღებ მოედანზე ჩვენ კავშირი ვერ დავამყარეთ. რაც შეეხება სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიას, ის რევოლუციური ცვლილებები რაც ახლა ხდება, ძალიან საჭირო და დიდებული რამაა. სამწუხაროდ, ქალების თითქმის 100 პროცენტს, ეს ყველაფერი საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი", - ამბობს მარიონი.
აღსანიშნავია ისიც, რომ ვუდი ალენის ახალი ფილმი A Rainy Day In New York შესაძლოა, რეჟისორის გარშემო ატეხილი სკანდალის გამო აღარ გამოვიდეს.
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
-
გადახედვასამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ! სამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ!
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
კომენტარები