ვიდეო: უმა თურმანი Kill Bill-ის გადაღებებისას მომხდარი ავარიის კადრებს ავრცელებს
უმა თურმანმა New York Times-ს ინტერვიუ მისცა, სადაც ის ჰარვი ვაინშტაინს ძალადობაში ადანაშაულებს. მასთან ერთად საუბრობს რეჟისორ კვენტინ ტარანტინოზე და იხსენებ, რომ Kill Bill-ის გადაღებაზე რეჟისორმა კინაღამ მოკლა.
"ჰარვიმ ჩემზე იძალადა, მაგრამ ამას არ მოვუკლივარ. მაგრამ სასიკვდილოდ ჩემმა რეჟისორმა გამიმეტა. Kill Bill-ის გადაღებების დროს, კვენტინმა მთხოვა იმ მანქანაში ჩაჯდომა, რაზეც კომპეტენტურმა ადამიანებმა მითხრეს, რომ საშიში და გაუმართავი იყო. ვეხვეწებოდი, ვთხოვდი, რომ ამის გაკეთება არ მინდოდა, მაგრამ ის გაბრაზდა, მითხრა რომ ჩემზე ძალიან ბევრი დრო და ფული აქვს დახარჯული. პირობა მომცა, რომ არაფერი მომივიდოდა. მითხრა სწრაფად მეტარებინა მანქანა, რადგან თუ ქარი თმებს კარგად არ ამიწეწავდა, თავიდან მოგვიწევდა ამ სცენის გადაღება და ამიტომ გაფუჭებული მანქანით გამატარა სილიან გზაზე. ამ დროს დავშავდი, საშინელება იყო, ფეხებს ვეღარ ვგრძნობდი და ვფიქრობდი, რომ ვერასდროს ვეღარ გავივლიდი. ძალიან ვიჩხუბეთ მე და კვენტინმა, ვადანაშაულებდი, რომ ჩემი მოკვლა უნდოდა, ის ბრაზობდა, მეჩხუბებოდა და თავს დამნაშავედ არ მიიჩნევდა. მე და კვენტინი წლების განმავლობაში ვჩხუბობდით, ფილმის პრემიერაზე ერთად ვპოზირებდით კამერების წინ, მაგრამ ჩვენ შორის ყინული იყო", - ყვება უმა თურმანი.
ავარიის ამსახველ კადრებს უმა თურმანს არც კვენტინ ტარანტინო და არც კინოსტუდია Miramax არ აძლევდა, თუმცა საბოლოოდ, 15 წლის შემდეგ, მსახიობს სტუდიამ ეს კადრები გაუგზავნა.
უმა თურმანმა რამდენიმე თვის წინ განაცხადა, რომ, ქალების სექსუალურად შევიწროების გახმაურებული ამბებით ის ძალიან გაბრაზებული იყო, თუმცა ამ თემაზე მაშინ იტყოდა მეტს, როცა ემოციები გადაუვლიდა.
მსახიობს ემოციებმა გადაუარა და New York Times-ს ინტერვიუ მისცა, სადაც ის ჰარვი ვაინშტაინს ძალადობაში ადანაშაულებს.
ვაინშტაინის გარდა, უმამ წლების შემდეგ, პირველად დაიწყო საუბარი რეჟისორ კვენტინ ტარანტინოზე და მისი აქამდე უცნობი მხარე დაანახა საზოგადოებას.
თურმანის თქმით, მას შემდეგ რაც Pulp Fiction-ის პრემიერის შემდეგ ვაინშტაინმა მასზე იძალადა, მომხდარის შესახებ კვენტინ ტარანტინოს მოუყვა, თუმცა ამას არანაირი შედეგი არ მოჰყოლია. პირიქით, კვენტინმა მის მომდევნო ფილმებზე მუშაობაც ვაინშტაინთან ერთად განაგრძო.
ტარანტინოს ამ თემასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია, თუმცა რამდენიმე თვის წინ აღიარა, რომ საკმარისად ბევრი იცოდა ვაინშტაინის ქმედებებზე, იმისთვის რომ რამე გაეკეთებინა.
"მე საკმარისად ბევრი ვიცოდი [ვაინშტაინის ქმედებებზე], იმისთვის რომ რამე გამეკეთებინა. ეს ყველაფერი უფრო მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ ჭორები და საუბრები. ვიცოდი ამ რამდენიმე ამბავზე. ვისურვებდი, რომ მეტი პასუხისმგებლობით მოვკიდებოდი იმას, რაც მასზე [ვაინშტაინზე] მესმოდა. და მე რომ მაშინ ეს გამეკეთებინა, მასთან ვეღარ ვიმუშავებდი. ჩემმა მაშინდელმა შეყვარებულმაც [მირა სორვინო] მითხრა რომ მას მისი ნების საწინააღმდეგოდ შეეხო და ჩემთვის დაუჯერებელი იყო, რომ ის ყველაფერს ასე დაუფარავად აკეთებდა. მან [ვაინშტაინმა] უამრავი ზღვარი დაარღვია", - ამბობდა კვენტინ ტარანტინო.
უმა თურმანმა ჰარვი ვაინშტაინის თემაზე პირველად კომენტარი გასულ წელს, ზუსტად მადლიერების დღეს გააკეთა:
"მადლიერი ვარ, რომ ცოცხალი ვარ, ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც მიყვარს და ასევე მათთვის, რომლებსაც გამბედაობა ჰყოფნით, სხვების გამო იბრძოლონ. ცოტა ხნის წინ ვთქვი, რომ გაბრაზებული ვიყავი და ამისთვის რამდენიმე მიზეზი მაქვს. #metoo, თუ ამას ჩემი სახის გამომეტყველებით ვერ ხვდებით. მე ვფიქრობ, რომ საკუთარ თავებს დრო უნდა მივცეთ, რომ სამართლიანები და ზუსტები ვიყოთ. ყველას გილოცავთ მადლიერების დღეს, შენს და შენი ბოროტი კონსპირატორების გარდა, ჰარვი. მიხარია, რომ ეს ყველაფერი ნელ-ნელა მჟღავნდება", - წერდა მსახიობი.
New York Times-თან ინტერვიუში უმამ ჰარვი ვაინშტაინთან დაკავშირებული ისტორიაც გაიხსენა. თურმანი ყვება, რომ 1994 წელს, ლონდონში, Pulp Fiction-ის პრემიერის დროს ვაინშტაინი სასტუმროს ნომერში შეუვარდა და მასზე იძალადა.
"ძირს დამაგდო, ცდილობდა ჩემს გაჩუმებას და დამორჩილებას. საშინელებებს აკეთებდა, იქცეოდა ისე, როგორც ცხოველი, მე კი ვერაფერს ვაკეთებდი.", - ყვება მსახიობი.
თურმანი იხსენებს, რომ ჰარვიმ მეორე დღეს ნომერში ყვავილები გაუგზავნა.
"დამიჯერეთ, მას თვითგადარჩენის ძალიან კარგი ინსტიქტები აქვს. ის მონსტრია, რომელიც ერთ დღეს გკლავს, შემდეგ კი თავს გაცოდებს. ჯერ კიდევ ფილმზე მუშობის დაწყებამდე დამიბარა პარიზში, თვის სასტუმროს ოთახში და სცენარს განიხილავდა მაშინ, როდესაც შხაპს იღებდა", - იხსენებს უმა.
მსახიობი ყვება იმასაც, რომ ძალადობის შემდეგ ვაინშტაინი მას ემუქრებოდა.
"ყველაფერს დაკარგავ, კარიერას, რეპუტაციას, ოჯახს და მეგობრებსაც კი, დაიმახსოვრე, ამას მე გპირდები - ეს იყო სიტყვები რომელსაც ჰარვი მიმეორებდა", - ამბობს უმა თურმანი.
ჰარვი ვაინშტაინი 90-ზე მეტმა ქალმა დაადანაშაულა სექსუალურ შევიწროებაში, თავდასხმასა და გაუპატიურებაში. მის საქმეს ლოს-ანჯელესის, ბევრლი ჰილზის, ნიუ-იორკისა და ლონდონის პოლიცია იძიებს.
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
-
გადახედვაპარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება პარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება
-
გადახედვასაქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვარა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე რა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე
კომენტარები