ისტორიული მოვლენა: დღეს ილონ მასკის Falcon Heavy-ს პირველად გაუშვებენ კოსმოსში
მოვლენები თუ გეგმის მიხედვით განვითარდა, SpaceX-ის გიგანტურ რაკეტა Falcon Heavy-ს დღეს, 6 თებერვალს, ნასას კენედის კოსმოსური ცენტრიდან გაუშვებენ. ილონ მასკის კომპანია სამსაათიან პირდაპირ ეთერს თბილისის დროით 22:30-ზე დაიწყებს, რომელსაც შეგიძლიათ უყუროთ აქ.
Falcon Heavy ილონ მასკის SpaceX-ის მიერ დამზადებული სუპერ-მძიმე კოსმოსური ხომალდია, რომელსაც დედამიწის ქვედა ორბიტაზე 70 ტონა ტვირთის გატანა შეუძლია. ეს გიგანტური რაკეტა მოდიფიცირებული Falcon 9 მოდელია, ოღონდ ამ უკანასკნელის ორი გამწევით.
მასკმა კონფერენციაზე იკითხა: "ერთი შეხედვით, ძალიან ადვილი ჩანს: შეაერთე Falcon 9-ის ორი მთავარი გამწევი. ადვილია, არა?"
თავისივე დასმულ შეკითხვას კი ასეთი პასუხი გასცა:
"საკმაოდ რთულია. ამ დროს ყველაფერი იცვლება. ყველა ტვირთი იცვლება, აეროდინამიკა მთლიანად იცვლება, ვიბრაცია და აკუსტიკა სამმაგი ხდება".
ამიტომ, Falcon Heavy-ს დიდი დრო დასჭირდა გასამართად. სუპერ-მძლავრი რაკეტა უკვე მზადაა გასაშვებად. ხომალდი მზის გარშემო ძალიან ელიფსურ ორბიტაზე წითელ Tesla Roadster-ს გაიყვანს.
ეს ორბიტა დროთა განმავლობაში მანქანას მარსთან ახლოს მიიყვანს. ამით ილონ მასკი თავის უმთავრეს გეგმას, დაასახლოს წითელი პლანეტა ადამიანებით, მწვანე შუქს უნთებს.
SpaceX-მა უკვე დაიწყო მუშაობა Heavy-ს შთამომავალზე - Big Fucking Rocket-ზე, რომელიც მარსზე ადამიანების გადაყვანას შეძლებს.
არ არსებობს 100%-იანი გარანტია იმისა, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით შესრულდება. ახლად დამზადებული რაკეტები, რომლებიც ტესტირებას პირველად გადიან, ყოველთვის ვერ აღწევენ დანიშნულების ადგილს. რა თქმა უნდა, მასკიც შეგუებულია ამ აზრს და წინასწარ დიდ იმედებს არ ამყარებს.
ეს კი მისი პირველი სტატიკური ტესტი იყო:
დაველოდოთ, რა მოხდება და წარმატება ვუსურვოთ კოსმოსური ფრენების რევოლუციონერს.
განახლება: გაშვება რამდენიმე საათით გადაიდო. SpaceX-ის ინფორმაციით, რაკეტა 00:05-ზე აფრინდება თბილისის დროით.
-
გადახედვაოცნების დეპუტატის, გოჩა ენუქიძის ცოლი: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე ოცნების დეპუტატის, გოჩა ენუქიძის ცოლი: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე
-
გადახედვარა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა რა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა
-
გადახედვაოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2 ოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2
-
გადახედვაახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება ახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება
-
-
გადახედვატაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს ტაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს
-
გადახედვარატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები რატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები
-
გადახედვასაფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია საფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია
-
გადახედვაოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI ოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI
-
გადახედვასადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა სადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა
-
გადახედვაპარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა პარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა
-
გადახედვაპარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა პარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა
-
გადახედვავენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს ვენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს
-
გადახედვაDRI-ის შეფასებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ყველა დაკავებულზე ფიზიკურად იძალადეს DRI-ის შეფასებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ყველა დაკავებულზე ფიზიკურად იძალადეს
-
გადახედვაOldboy-ის მიხედვით ინგლისურენოვან სერიალს გადაიღებენ Oldboy-ის მიხედვით ინგლისურენოვან სერიალს გადაიღებენ
-
გადახედვა"გერმანიის ელჩმა კანცლერის ციტირება სწორად მოახდინა, ბუნდესტაგის აბსოლუტური უმრავლესობა მკაცრად ეწინააღმდეგება აგენტების კანონს — როთი "გერმანიის ელჩმა კანცლერის ციტირება სწორად მოახდინა, ბუნდესტაგის აბსოლუტური უმრავლესობა მკაცრად ეწინააღმდეგება აგენტების კანონს — როთი
-
გადახედვაპროკურატურის თანამშრომლის სახელის გამოყენებით, თანხის გამოძალვის ფაქტზე, ორ პირს პატიმრობა მიესაჯა პროკურატურის თანამშრომლის სახელის გამოყენებით, თანხის გამოძალვის ფაქტზე, ორ პირს პატიმრობა მიესაჯა
-
გადახედვაპარლამენტთან ახალგაზრდები აქციას მართავენ — რუსთაველი გადაკეტილია პარლამენტთან ახალგაზრდები აქციას მართავენ — რუსთაველი გადაკეტილია
-
გადახედვააზერბაიჯანში, "ამორალური კონტენტის" გამო, 60-მდე ტიკტოკერი დასაჯეს აზერბაიჯანში, "ამორალური კონტენტის" გამო, 60-მდე ტიკტოკერი დასაჯეს
-
გადახედვააქციის დროს დაკავებული ირაკლი კუპრაძე და გელა ხასაია გაათავისუფლეს აქციის დროს დაკავებული ირაკლი კუპრაძე და გელა ხასაია გაათავისუფლეს
-
გადახედვადეგნანი: ვფიქრობ, კანონის შემობრუნების მიზეზი ისაა, რომ ოცნებამ არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მუშაობა არ დაუშვას დეგნანი: ვფიქრობ, კანონის შემობრუნების მიზეზი ისაა, რომ ოცნებამ არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მუშაობა არ დაუშვას
კომენტარები