ქუთაისის საქალაქო სასამართლომ განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

პროკურატურის ინფორმაციით, 2017 წლის 27 აპრილს სამტრედიის მუნიციპალიტეტში, სახლში შელაპარაკების ნიადაგზე შვილმა მამას შურისძიების მიზნით დანა გულ-მკერდის არეში დაარტყა. უწყების განმარტებით, მამა ადგილზე გარდაიცვალა.

ბრალდებული დანაშაულის ჩადენის ადგილზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,108-ე მუხლით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის განზრახმკვლელობა) წარედგინა.