იტალიის ქალაქ ვერონაში ყველაზე პოპულარული ტურისტული სანახაობა ვია კაპელოს 23-ში მდებარე ჯულიეტას სახლია. ისტორიის მიხედვით ეს სწორედ ის შენობაა რომლის აივანზე მდგომ ჯულიეტას რომეო სიყვარულს უხნიდა.

სახლის ეზოშივე დგას ჯულიეტას ბრინჯაოს ქანდაკება, რომლის მარჯვენა მკერდზე შეხებაც მარტოხელა, სიყვარულზე მეოცნებე ადამიანებს ბედნიერების მოტანას ჰპირდება. როგორც ჩანს, ამ რწმენას უამრავი ადამიანი იზიარებს, რადგან ჯულიეტას სახლი იტალიის ყველაზე პოპულარულ ღირშესანიშნაობებს შორისაა.

ფოტო: Hola

უილიამ შექსპირმა მოახერხა და საუკუნეების წინ საკუთარ პიესებში ჩადებული ფილოსოფია ყველა დროს მოარგო. ჭეშმარიტ სიყვარულზე, მეგობრობაზე, მტრობაზე და ადამიანობაზე შექმნილი ნაწარმოებები კაცობრიობას არასოდეს დაავიწყდება.

შექსპირის პიესებში ყველაზე დიდი პოპულარობით მონტეგებისა და კაპულეტების მტრობის გამო განწირული შეყვარებული წყვილის ისტორია გამოირჩევა. 1968 წელს იტალიელმა რეჟისორმა ფრანკო ძეფირელიმ დიდი სიყვარულის ისტორია გადაიღო. ლეონარდ უაიტინგისა და ოლივია ჰასის მონაწილეობით შექმნილი კინოსურათი საკულტო ფილმად იქცა.

მსახიობებმა მოახერხეს და წლების შემდეგაც კი შექსპირის ტრაგედიის გმირები ყველა ჩვენგანს მათი სახით ჰყავს წარმოდგენილი.

60-იანი წლების ეკრანიზაცია სავსეა ლამაზი ადამიანებით, კამერა და კინოს მსუყე ფერები კი მათ სექსუალურ ენერგიას კარგად აჩენს. ფილმი გათვლილი იყო განსხვავებული კულტურის ახალგაზრდებზე. იმ თაობისთვის რომელსაც რომეო და ჯულიეტა თავად წარმოადგენდნენ - ისინი არ უნდა ყოფილიყვნენ მშობლების სიძულვილებსა და ომებში ჩართულნი.

მსახიობებმა მოახერხეს შექსპირის პერსონაჟების უკვდავყოფა. რომეო მგრძნობიარე, გულუბრყვილო პაცეფისტია, ჯულიეტა კი - თავისი ასაკის სხვა გოგოებისგან განსხვავებით ძლიერი და ბრძენი.

ახალგაზრდა წყვილი მშობლების დაუსრულებელ ომს ეწირებიან. მსახიობები კი მათი არა ერთი როლისა, სიცოცხლეს რომეოსა და ჯულიეტას ჩრდილის ქვეშ აგრძელებენ.

ფილმის გამოსვლიდან 50 წელი გავიდა, მოდით ვნახოთ როგორ გამოიყურებიან ლეგენდარული ფილმის მსახიობები დღეს:

ლეონარდ უაიტინგი - რომეო

ოლივია ჰასი - ჯულიეტა

ჯონ მაკნერი - მერკუციო

ნატაშა პერი - ჯულიეტას დედა (გარდაიცვალა 2015 წელს)

ბრიუს რობინსონი - ბენვოლიო

მაიკლ იორკი - ტიბალტი