7 წელი ბირთვული იარაღის შემცირების ხელახალი შეთანხმებიდან
5 თებერვალს შეერთებულ შტატებს და რუსეთს შორის დადებული "ახალი სტარტის ხელშეკრულების" რატიფიკაციიდან, შვიდი წელი შესრულდა. სტრატეგიული შეიარაღების შემცირების შესახებ განახლებულ ორმხრივ შეთანხმებას ხელი ექსპრეზიდენტებმა ბარაკ ობამამ და დიმიტრი მედვედევმა პრაღაში, 2010 წლის 8 აპრილს მოაწერეს. შეთანხმების რატიფიცირება კი 2011 წლის 5 თებერვალს მოხდა.
ხელშეკრულება 7 წლის განმავლობაში სტრატეგიული იარაღის კიდევ უფრო შემცირებას ითვალისწინებდა. მათ შორის: ბირთვული ქობინების მარაგის 1 550 ერთეულამდე დაყვანას, ასევე, კონტინენტთაშორისი და წყალქვეშა ნავებიდან გასაშვები ბალისტიკური რაკეტების შემცირებას.
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ამ ფრონტზე მიღწეულ წარმატებებზე საუბრობს.
"შეერთებულმა შტატებმა "ახალი სტარტის ხელშეკრულებით" გათვალისწინებულ მთავარ ლიმიტებს 2017 წლის აგვისტოში მიაღწია. ამ ეტაპზე, ჩვენი შეფასებით, ლიმიტის მიღწევაში რუსეთსაც პროგრესი აქვს. არ გვაქვს საფუძველი ჩავთვალოთ, რომ რუსეთის მთავრობა დაწესებული ლიმიტების გეგმას არ შეასრულებს", - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ჰედერ ნაუერტმა.
შეთანხმების მიხედვით, ორივე მხარე ინფორმაციას ქობინების რაოდენობის და მათი გადამტანი საშუალებების შესახებ, წელიწადში ორჯერ ცვლის. მხარეებს ასევე აქვთ ადგილზე ინსპექციის ჩატარების შესაძლებლობა, რათა ხელშეკრულების თანმიმდევრულად შესრულების პროცესი გადამოწმდეს. ანალიტიკოსების აზრით, ინსპექტირების უფლება ამერიკას და რუსეთს შორის ნდობის ზრდას ემსახურება.
ოლგა ოლიკერის, სტრატეგიულ საერთაშორისო სწავლებათა ცენტრის ექსპერტის აზრით, "ეს [ხელშეკრულების] დარღვევის ცდუნებას ამცირებს. ამასთან ერთად, ორივე მხარეს შეხვედრების და ურთიერთობების განვითარების შანსსაც აძლევს".
ერისადმი მიმართვაში ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ბირთვული შეიარაღების თემასაც შეეხო და თავისი პოზიცია დააფიქსირა.
"ჩვენი ბირთვული არსენალის მოდერნიზება და გაძლიერება უნდა მოხდეს. იმედია, მისი გამოყენების საჭიროება არასოდეს გაჩნდება, მაგრამ ისეთი ძლიერი და მტკიცე უნდა გავხადოთ, რომ აგრესიის ნებისმიერი აქტი ავირიდოთ. შესაძლოა, ოდესმე, მომავალში დადგეს ის ჯადოსნური მომენტი, როცა მსოფლიოს ქვეყნები შეიკრიბებიან და საკუთარ ბირთვულ იარაღს გაანადგურებენ. სამწუხაროდ, ეს დრო ჯერ არ მოსულა", - განაცხადა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.
ბირთვული იარაღის შემცირებაში მიღწეული შეთანხმების მიუხედავად, ორ ქვეყანას შორის მთელ რიგ საკითხებში უთანხმოება გრძელდება.
"შეერთებული შტატები და რუსეთი ბევრ საკითხში ვერ თანხმდებიან და მათი ინტერესების ნაწილი სრულებით შეუთავსებელია. ეს იმას ნიშნავს, რომ მეტი მუშაობაა საჭირო იმისთვის, რომ უთანხმოებების ესკალაცია არ მოხდეს და სიტუაცია არ გაუარესდეს, რომ მსოფლიოს განადგურების რისკის წინაშე ბევრჯერ არ აღმოვჩნდეთ",- აღნიშნავს ოლგა ოლიკერი.
სტრატეგიულ საერთაშორისო სწავლებათა ცენტრის ექსპერტის თქმით, "ახალი სტარტის ხელშეკრულება" ძალიან მნიშვნელოვანია გლობალური უსაფრთხოებისთვის. მითუმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ ამერიკა და რუსეთი მსოფლიოს ბირთვული არსენალის 95 პროცენტს ფლობენ.
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
კომენტარები