საქართველოში დაარსებული კომპანია "სპოტკოინი" ICE Totally Gaming-ის 17 გამომსვლელს შორის მოხვდა
ლონდონის საკონფერენციო ცენტრ ExCel-ში, გლობალური სათამაშო ბიზნესის ყოველწლიურმა გამოფენამ, ICE Totally Gaming-მა, საქართველოში დაარსებული კომპანია სპოტკოინის დამფუძნებლის, ენდრიუ თორნჰილის გამოსვლას უმასპინძლა.
გადახდების სფეროში მოღვაწე მსოფლიო კომპანიებს შორის სპოტკოინი ერთადერთი კომპანიაა, რომელიც 2018 წლის ICE Totally Gaming-ზე ოფიციალური გამომსვლელების სიაში მოხვდა: თორნჰილის კანდიდატურა ICE Totally Gaming-ის ჟიურის წევრებმა ასობით აპლიკანტს შორის შეარჩიეს.
ენდრიუ თორნჰილმა სიტყვით გამოსვლისას სპოტკოინის მომსახურებების უპირატესობებზე და სათამაშო ინდუსტრიაში დანერგვისთვის ხელსაყრელ გადახდების გამჭვირვალე სისტემაზე ისაუბრა.
ენდრიუ თორნჰილი ფინანსური ტექნოლოგიების ექსპერტია ამერიკიდან. ის საქართველოში პირველად 2007 წელს ჩამოვიდა და ქართულ საფინანსო კომპანიებთან თანამშრომლობა დაიწყო. ფინანსური ტექნოლოგიების სფეროში 4 კონტინენტზე მოღვაწეობის შედეგად მიღებული გამოცდილება სხვადასხვა ადგილობრივი კომპანიის, სისტემის და პროგრამის განვითარებას მოახმარა, 2016 წელს კი სპოტკოინი დააარსა, რომლის ნავაჭრმაც 1 წლის განმავლობაში 5 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა.
კომპანია სპოტკოინმა მოღვაწეობა ციფრული ვალუტით ვაჭრობის სფეროში დაიწყო. დღეს კი კრიპტოვალუტის გამომუშავებით, შავი ზღვის აუზის ქვეყნებში საგანმანათლებლო პროექტებით და კრიპტოვალუტის გლობალური ონლაინ-გადამცვლელი პლატფორმის შექმნითაა დაკავებული. სპოტკოინი ტრადიციულ საბანკო სექტორსა და ციფრული ვალუტის ბაზარს შორის შემაერთებელი ხიდის ფუნქციას ასრულებს და მიზნად ისახავს, მომავლის ფინანსური ინსტიტუციები მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი გახადოს.
ამ ეტაპზე სპოტკოინს წარმომადგენლები ჰყავს საქართველოში, სომხეთში და ნიდერლანდებში, რომლებიც შავი ზღვის აუზის ქვეყნებს, დასავლეთ ევროპას და გაერთიანებული სამეფოს ქვეყნებს ემსახურება. თორნჰილის განცხადებით, სპოტკოინის მისიაა, საქართველო მსოფლიო რუკაზე მონიშნოს, როგორც ციფრული ვალუტის განვითარებისთვის ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი ლოკაცია.
გამოფენა ICE Totally Gaming-ი ყოველწლიურად მთელი მსოფლიოს მასშტაბით სათამაშო ინდუსტრიას მასპინძლობს — როგორც ფიზიკურ, ასევე ონლაინ-რეჟიმში მოღვაწე კომპანიებს. ღონისძიება გადახდის სისტემების წარდგენის საუკეთესო პლატფორმას და სათამაშო ინდუსტრიის ე.წ სოციალურ ჰაბს წარმოადგენს, სადაც სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლების შეხვედრები, სათამაშო პროდუქტების და სისტემების გაყიდვები და საგანმანათლებლო და სადებატო ფორუმები იმართება. ICE Totally Gaming-მა 2017 წელს გამართულ ბიზნეს-ღონისძიებებს შორის დამსწრეების რაოდენობით რეკორდი მოხსნა — ოფიციალურად დარეგისტრირებული მონაწილეების რაოდენობამ 30,213-ს მიაღწია.
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
კომენტარები