კრიტერიუმები, რომლითაც რადიო თავისუფლების ქართული სამსახურის დირექტორი შეირჩევა
რადიო თავისუფლებამ ქართული სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე ვაკანსია გამოაცხადა. თანამდებობის დასაკავებლად განცხადებები 6 მარტამდე მიიღება.
სამუშაოს აღწერა
რეგიონული დირექტორმა რადიოს ბიუჯეტის ფარგლებში რადიოს საქმიანობა უნდა დაგეგმოს. გარდა ამისა, რეგიონულ დირექტორთან ერთად უნდა შეიმუშაოს სტრატეგია და მიზნები.
"პასუხისმგებელია ციფრული სტრატეგიის ყველა ასპექტსა და მათ განხორციელებაზე, გადაცემების მომზადებასა და შესრულებული სამუშაოს მართვაზე; ასევე, ეკისრება სრული სარედაქციო პასუხისმგებლობა გადაცემების კონტენტისა და ორგანიზების მიმართ", - წერია ვაკანსიაში.
ძირითადი მოვალეობები:
- გადაცემის კონტენტი: დაგეგმვა და მომზადება, გადაცემების ხარისხის შეფასება, სარედაქციო გადაწყვეტილებების მიღება, სამსახურსა და ბიუროს შორის ურთიერთობა და კოორდინაცია (ოპერაციების მენეჯმენტი, მოადგილისთვის უფლებამოსილების დელეგირება);
- თვალს ადევნებს სიახლეებს და კომპეტენტურად მსჯელობს სამაუწყებლო რეგიონსა და კონკრეტულ სამიზნე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე;
- სტრატეგიული დაგეგმვისა და სამსახურის კონტენტის პროვაიდერების მონიტორინგის გზით, პროაქტიულ და უწყვეტ რეჟიმში უზრუნველყოფს სამსახურის ეფექტიან პოზიციონირებას "digital-first" სტრატეგიის განსახორციელებლად;
- სტრატეგიული ამოცანების მიღწევის მიზნით რეგიონულ დირექტორთან ერთად გეგმავს და განსაზღვრავს გადაცემისა და საკადრო ცვლილებებს;
- გეგმავს ყოველდღიურ და ყოველკვირეულ გადაცემებს;
- როგორც დამოუკიდებლად, ასევე დაქვემდებარებული თანამშრომლების მეშვეობით, ასრულებს დავალებებს როგორც პრაღაში, ასევე ბიუროში;
- ითვალისწინებს ციფრული ჟურნალისტიკის უახლეს ტენდენციებს;
- საჭიროებისამებრ მონაწილეობს სამაუწყებლო და ციფრული პროდუქტის შექმნაში;
- თვალს ადევნებს კონტენტის შექმნის პროცესს მის გამოქვეყნებამდე ან ეთერში გასვლამდე;
- უზრუნველყოფს შესაბამისი ციფრული კონტენტის დროულად გამოქვეყნებას;
- უზრუნველყოფს 100%-იან საეთერო, დროულ მაუწყებლობას გრაფიკის შესაბამისად;
- პასუხისმგებელია გადაცემების სარედაქციო კონტენტსა და დამზადების სტანდარტზე;
- რეგულარულად უწევს მონიტორინგს და აფასებს როგორც ციფრულ, ასევე სამაუწყებლო კონტენტს და უზრუნველყოფს თანამშრომლებთან უკუკავშირს კონტენტისა და შესრულებული სამუშაოს თაობაზე;
- პერსონალის, მათ შორის შტატგარეშე თანამშრომლების, მართვა (დავალებების გაცემა, კოუჩინგი, მოტივირება, შესრულებული სამუშაოს მართვა, ტრენინგების დაგეგმვა);
- პერსონალის, მათ შორის შტატგარეშე თანამშრომლების, ზედამხედველობა (დაგეგმვა, შვებულების გაცემა);
- პერსონალის მართვასთან დაკავშირებული საკითხების (სამსახურში აყვანა, პრემიის გაცემა, დაწინაურება, ფუნქციების შეცვლა, დისციპლინარული საკითხები) გადაწყვეტა ადამიანური რესურსების განყოფილებისა და რეგიონული დირექტორის შესაბამისი ჩართულობით;
- ბიუჯეტის შესრულება;
- ბიუროს ადმინისტრირებასთან, შტატგარეშე კორესპონდენტების ანაზღაურებასთან, ნამუშევარი დროის აღრიცხვასთან, გადახდის ქვითრებთან და სხვა ადმინისტრაციულ საკითხებთან დაკავშირებული დავალებების დელეგირება და კონტროლის განხორციელება;
- მენეჯერულ, ასევე ელექტრონულ კორესპონდენციასთან დაკავშირებული საკითხების დროულად გადაწყვეტა;
- შეხვედრები, სემინარები და ტრენინგები.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
- განათლება - მაგისტრის ხარისხი ჟურნალისტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების ან მსგავს სფეროში (სავალდებულო);
- სამაუწყებლო და საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური მოვლენების ფართო და სიღრმისეული ცოდნა, რომელიც დაგროვებულია განხორციელებული კვლევების, წერითი სამუშაოს, მოგზაურობის ან სხვა შესაბამისი 10+ წლიანი გამოცდილების მიღების შედეგად (სავალდებულო);
- პრაქტიკული გამოცდილება სატელევიზიო ჟურნალისტიკისა და სატელევიზიო პროდუქციის სფეროში;
- მულტიკულტურულ და მრავალეროვან გარემოში მუშაობის გამოცდილება, სასურველია "რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების" სამიზნე რეგიონებში (სავალდებულო);
- გუნდის მართვის 2-5 წლიანი გამოცდილება (სავალდებულო);
- ახალი ამბების ჟურნალისტიკის საექსპერტო ცოდნა და მიმდინარე სიახლეების მართვის უნარი (სავალდებულო);
- საერთაშორისო გარემოში მედიაპარტნიორების ქსელთან მუშაობისა და შემდგომი განვითარების უნარი; მნიშვნელოვანი კავშირების გაღრმავების გამოცდილება (სავალდებულო);
- კომპეტენცია სოციალური მედიის სფეროში (სავალდებულო);
- სტრატეგიული აზროვნებისა და დაგეგმვის, ასევე რეფორმების გატარების უნარი (სავალდებულო);
- ადგილობრივი მედიასა და პოლიტიკურ წრეებში მოქმედი პირების კონტაქტების ვრცელი ნუსხა (სავალდებულო);
- მენტორინგისა და კოუჩინგის უნარი (სავალდებულო);
- ნეტვორკინგის უნარი (სავალდებულო);
- მენეჯერულ დონეზე დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი (სავალდებულო);
- ადამიანური რესურსების მართვის უნარი (სავალდებულო);
- პრეზენტაციის უნარი (სავალდებულო);
- MS Office-ის აპლიკაციების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა, შესაბამისი კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (სავალდებულო);
- სამაუწყებლო რეგიონის ენის მაღალ დონეზე ცოდნა (სავალდებულო);
- ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა (სავალდებულო).
25 იანვარს, რადიოს ქართულმა ბიურომ განაცხადა, რომ უთანხმოების გადაჭრის გზად მენეჯმენტმა ქართული სამსახურის დირექტორის, დავით კაკაბაძის გათავისუფლება დაისახა, რასაც მოჰყვა რედაქციის სრული შემადგენლობის წერილობითი პროტესტი RFE/RL-ის პრეზიდენტის, ტომ კენტის სახელზე. კაკაბაძის გადაყენების შემდეგ თანამდებობა დატოვა რადიო თავისუფლების თბილისის ბიუროს ხელმძღვანელმა, მარინა ვაშაყმაძემ.
-
გადახედვაროგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ როგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ
-
-
გადახედვა"ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი "ამჯერად საქართველოს ნომრით დამიკავშირდნენ, მითხრეს, რომ მელოდებოდნენ ბინასთან" — ნათია კუპრაშვილი
-
-
გადახედვაახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ
-
გადახედვა"გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა "გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა
-
გადახედვაროგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა როგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა
-
გადახედვაკასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს კასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს
-
გადახედვაშაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები შაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები
-
გადახედვაირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები ირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები
-
გადახედვაფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ ფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
გადახედვა"ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა "ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
გადახედვაკულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება კულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება
-
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
-
გადახედვანეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო ნეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო
-
გადახედვასუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა სუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა
კომენტარები