აუდიტი: უწყებებს შორის საერთო პოზიციის არქონის გამო, შრომის ინსპექცია არ არის ეფექტიანი
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შრომის ინსპექციის განვითარების პროცესები შეისწავლა და გამოავლინა, რომ აღნიშნულ მექანიზმთან დაკავშირებით პასუხისმგებელ უწყებებს საერთო პოზიცია არ აქვთ. აუდიტის დასკვნაში ნათქვამია, რომ კოორდინირებული პოზიციის არარსებობის გამო, შრომის ინსპექციას არ აქვს ადეკვატური უფლებამოსილებები.
"შრომითი უფლებების დაცვის ძირითადი მექანიზმის ამ ფორმატში არსებობა ნეგატიურად აისახება ქვეყანაში დასაქმებულთა შრომითი უფლებების რეალიზების ხარისხზე. ეს კი აფერხებს სამინისტროს მიერ ევროკავშირის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების დროულად და სათანადოდ შესრულებას. დავის მოგვარების ძირითადი საშუალებაა სასამართლო, რომელიც ხანგრძლივ პროცესებთან და დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული. აღნიშნული კიდევ უფრო ზრდის შრომის ინსპექციის ნაკლოვანებების ნეგატიურ ეფექტებს", - ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში.
2017 წელს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ შეიმუშავა კანონპროექტების პაკეტი, რომლის თავდაპირველი ვერსია უფლებას მისცემდა შრომის ინსპექციას, დამსაქმებელი გაეკონტროლებინა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ აღნიშნა, რომ მოცემულ ეტაპზე მიზანშეწონილი არ იყო აღნიშნული ცვლილების განხორციელება, რადგან მსგავსი ხასიათის კონტროლი უარყოფითად აისახებოდა ბიზნეს-გარემოზე და დამატებით ბარიერებს შეუქმნიდა მეწარმეებს.
აუდიტის შედეგად გამოვლინდა ისიც, რომ შრომით უფლებაზე მოსახლეობის ინფორმირების მხრივ, სამინისტროს არ აქვს განსაზღვრული კომუნიკაციის სტრატეგია და კონკრეტული აქტივობები.
"აღნიშნული პრაქტიკა ხელს არ უწყობს დასაქმებულთა ცნობიერების ამაღლებას საკუთარ შრომით უფლებებთან და მათი დაცვის მექანიზმებთან დაკავშირებით, რასაც მნიშვნელოვანი გავლენა აქვს შრომით ურთიერთობებში საჭირო ბალანსის მისაღწევად".
აუდიტის დასკვნაში ვკითხულობთ, რომ არსებულ ინსპექციას არ აქვს ისეთი მნიშვნელოვანი უფლებამოსილებები, როგორებიცაა: შრომის უფლებების სრული სპექტრის შემოწმება, სამუშაო ადგილზე დამსაქმებლის წინასწარი ნებართვისა და გაფრთხილების გარეშე ვიზიტი და შესაბამისი სანქციების დაწესება.
სახელმწიფო აუდიტის სამსახური მიიჩნევს, რომ ინსპექციის შეზღუდული უფლებამოსილებები შეუძლებელს ხდის შრომით ურთიერთობებში არსებული მნიშვნელოვანი კანონშეუსაბამობების გამოვლენასა და აღკვეთას.
Human Rights Watch-ის 2018 წლის ანგარიშის თანახმად, საქართველოში ყოველ წელს ათეულობით მუშა იღუპება და ასობით შავდება საწარმოო ინციდენტების შედეგად.
წაიკითხეთ ამავე თემაზე: სად გადის ზღვარი ბიზნესის ინტერესსა და შრომით უფლებებს შორის
-
გადახედვავერტმფრენს, რომელშიც ირანის პრეზიდენტი იჯდა, მთიან რეგიონში ეძებენ — რა ვიცით ავიაკატასტროფის შესახებ ვერტმფრენს, რომელშიც ირანის პრეზიდენტი იჯდა, მთიან რეგიონში ეძებენ — რა ვიცით ავიაკატასტროფის შესახებ
-
გადახედვაშოლცი და მაკრონი: საქართველოს ევროპული გზა გაწერილია, მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება საქართველოზეა დამოკიდებული შოლცი და მაკრონი: საქართველოს ევროპული გზა გაწერილია, მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება საქართველოზეა დამოკიდებული
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
კომენტარები