უკრაინული მედია: სააკაშვილის პოლონეთში დეპორტაცია იგეგმება
უკრაინული მედია სამართალდამცავი ორგანოდან წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ მიხეილ სააკაშვილი საიმიგრაციო სამსახურის მოთხოვნით დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, პირებს, რომლებმაც სააკაშვილი დააკავეს ფორმაზე ეწერათ "საზღვრის დაცვის სამსახური".
გამოცემა ასევე იუწყება, რომ სააკაშვილის პოლონეთში დეპორტაცია იგეგმება.
"დიახ ეს დეპორტაციაა, ესაა დეპორტაცია ევროპაში", - განუცხადა გამოცემას წყარომ, რომელიც მაღალი რანგის ჩინოვნიკია.
როგორც გამოცემა წერს, მათ კიდევ ერთი მაღალი რანგის ჩინოვნიკი ჰყავთ, რომელიც აცხადებს, რომ სააკაშვილის შეეძლება ნიდერლანდებში წასვლა, თუ უკრაინიდან საკუთარი სურვილით წავიდოდა.
"ამას რეადმისია ჰქვია, დააბრუნო არალეგალი იმ ქვეყანაში, რომლიდანაც შემოვიდა", - უთხრა წყარომ უკრაინულ მედიას.
სააკაშვილის თანამებრძოლი დავით საყვარელიძე საკუთარ ფეისბუქგვერდზე წერს, რომ მხარდამჭერები ბორისპოლის საერთაშორისო აეროპორტთან შეიკრიბონ. ბორისპოლის აეროპორტში ვარშავის მიმართულებით ჩანიშნულია რეისი თბილისის დროით 19:25 საათზე.
თუმცა, მხარდამჭერთა ნაწილი კიევის საერთაშორისო აეროპორტ ჟულიენთან იკრიბება.
სააკაშვილი რამდენიმე საათის წინ რესტორანში დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია მისმა პრესსამსახურმა გაავრცელა. უკრაინული მედია სამართალდამცავი ორგანოდან წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ მიხეილ სააკაშვილი საიმიგრაციო სამსახურის მოთხოვნით დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, პირებს, რომლებმაც სააკაშვილი დააკავეს ფორმაზე ეწერათ საზღვრის დაცვის სამსახური.
პირველად სააკაშვილი 5 დეკემბერს დააკავეს, მაშინ როდესაც გენერალური პროკურატურა და უსაფრთხოების სამსახური, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ბინას ჩხრეკდა. ჩხრეკის გამო ის შენობის სახურავზე ავიდა და გადმოხტომით იმუქრებოდა. დაკავებიდან რამდენიმე წუთის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი მისმა მხარდამჭერებმა ბლოკირებული მიკროავტობუსიდან გაათავისუფლეს.
9 დეკემბერს მეორედ დაკავების შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა უვადო შიმშილობა გამოაცხადა. დაკავებიდან მეორე დღეს, კიევში პეტრო პოროშენკოს იმპიჩმენტისა და სააკაშვილის მხარდასაჭერი მარში გაიმართა. კიევის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. ამით სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა - პროკურორებმა ოდესის ყოფილი გუბერნატორისთვის ელექტრონული სამაჯურით შინაპატიმრობის შუამდგომლობა დააყენეს.
პროკურატურამ გადაწყვეტილება გაასაჩივრა. სააპელაციო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს შინაპატიმრობა მიუსაჯა. მოსამართლის განცხადებით, საღამოს 22 საათიდან დილის 7 საათამდე საქართველოს მესამე პრეზიდენტს გადაადგილება ეკრძალება.
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
კომენტარები