10 აპლიკაცია, რომელიც ვალენტინობაზე მარტო ყოფნას შეგიმსუბუქებთ
და აი, ვალენტინობის დღეც მოვიდა - დღე, რომელსაც ჯერ კიდევ მეხუთე საუკუნეში რომში აღნიშნავდნენ. თუმცა ახლა 2018 წლის 14 თებერვალია და როგორც ყოველთვის, ბევრმა ჩვენგანმა ამ წელსაც ვერ მოასწრო ვალენტინობამდე "იმ ერთადერთის" პოვნა.
"რა საჭიროა სიყვარულის დღე"; "ყველა დღე ისედაც სიყვარულისთვის არის განკუთვნილი"; "არ მიყვარს ბანალური დღესასწაულები" - ამ და სხვა მსგავსი ფრაზებით თავს ვეღარ იმშვიდებთ? ეგ არაფერი. მოიმარჯვეთ თქვენი ერთგული სმარტფონები და ნახეთ 10 აპლიკაცია, რომელიც თავს უკეთ გაგრძნობინებთ.
1. Kissing Test
გაინტერესებთ როგორი კოცნა იცით? ეს არის აპლიკაცია, რომელიც საკუთარი შესაძლებლობების გადამოწმების საშუალებას მოგცემთ და თვითშეფასებასაც აგიწევთ.
2. Waterminder
თუ ბედნიერი და მოსიყვარულე წყვილების ფოტოები გაღიზიანებთ, აპლიკაცია Waterminder ცივი და რაც მთავარია თქვენი ორგანიზმისთვის აუცილებელი წყლის მომდევნო ულუფის დალევას შეგახსენებთ.
3. Tinder
ადამიანების გასაცნობად Tinder ერთ-ერთი ყველაზე კარგი და მარტივი გზაა, მსოფლიოში მას მილიონობით ადამიანი იყენებს. მისი მეშვეობით შეგიძლიათ ის ადამიანები იპოვოთ, რომლებსაც თქვენსავით ყელში აქვთ ამოსული ვალენტინობის დღესასწაული.
4. Grindr
ეს აპლიკაცია გეებისთვის არის შექმნილი და კიდევ უფრო სახალისო და პირდაპირია, ვიდრე ტინდერი. Grindr უცნობ ადამიანებთან მიმოწერის, გაცნობისა და შეხვედრის შესაძლებლობას მოგცემთ. აღსანიშნავია, რომ აპლიკაციის წარმატებით გამოსაყენებლად ერთი-ორი "ცხელი" სელფი გამოგადგებათ.
5. Youtube
მართალია, იუთუბის შესახებ თითქმის ყველამ იცის, მაგრამ თუ მოწყენილი და მარტოსული ხართ, მისი უფრო რაციონალურად გამოყენებაც შესაძლებელია. გვინდა გირჩიოთ ერთი არაჩვეულებრივი არხი, სადაც ქალი, რომელიც ყველანაირი ცივილიზაციისგან მოშორებით, მარტოდმარტო ცხოვრობს, ყველაფერს საკუთარი ხელით აკეთებს. მისი ყურება ნერვებზე დამამშვიდებლად მოქმედებს.
6. SimCity
Simcity არის თამაში, სადაც საკუთარი ქალაქის აშენება და ალტერნატიული რეალობის შექმნა შეგიძლიათ. ააშენეთ ქალაქი, სადაც არავინაა მარტოსული და ვალენტინობის დღეს ყველა საყვარელ ადამიანთან ერთად ატარებს.
7. DAILY YOGA
თუ არ იცით გეტყვით, რომ იოგას მთავარი დანიშნულება პიროვნებისათვის თვითრეალიზაციაში ხელშეწყობაა, ეს აპლიკაცია კი სწორედ ამაში დაგეხმარებათ და სულიერ სიმშვიდესაც მოგანიჭებთ. აპლიკაცია მხოლოდ iOS მოწყობილობებისათვისაა ხელმისაწვდომი.
8. COOKING DASH
რომანტიკული ვახშმის ნაცვლად, სამზარეულოში ტრიალი და გემრიელი კერძების კეთება მოგინდათ? მაშინ თამაში Cooking Dash სწორედ თქვენთვისა. კმაყოფილი კლიენტების ყურება და მაღალი ანაზღაურება კარგ ხასიათზე დაგაყენებთ.
9. Find My Family, Friends, Phone
თუ სიყვარულში არ გიმართლებთ, ეს აპლიკაცია თქვენი ოჯახის წევრებისა და მეგობრების ადგილსამყოფელის შესახებ მოგაწვდით ინფორმაციას. ოჯახის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. აპლიკაცია iOS-ზეა ხელმისაწვდომი.
10. SkyView
ბევრს სჯერა, რომ ჩვენი ბედი კოსმოსში წყდება, თუ თქვენც მათ შორის ხართ და თქვენს მარტოობას იუპიტერის მთვარის სახლში სტუმრობას უკავშირებთ, გადმოწერეთ აპლიკაცია Skyview,რომელიც ასევე მხოლოდ აიოსის დევაისზეა ხელმისაწვდომი და მომდევნო 14 თებერვლის სასიყვარულო ამბები ერთი წლით ადრე განჭვრიტეთ.
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
კომენტარები