პუტინთან შეხვედრის შესახებ ტყუილის გამო ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი გადადგა
ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰალბე ზეილსტრა მას შემდეგ გადადგა, რაც აღიარა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შესახებ მოიტყუა.
გადადგომის შესახებ მან სამშაბათს, 13 თებერვალს განაცხადა, რამდენიმე საათით ადრე, ვიდრე მოსკოვში ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრებოდა. თავისი გადაწყვეტილება ზეილსტრამ პარლამენტის სხდომაზე გააჟღერა, სადაც დეპუტატებმა ახსნა-განმარტებისთვის მიიწვიეს, რა დროსაც ყოფილმა მინისტრმა ცრემლები ვერ შეიკავა.
2017 წლის წინასაარჩევნო კამპანიის დროს ზეილსტრა ამტკიცებდა, რომ 2006 წელს პირადად გაიგონა, პუტინი რეგიონულ ექსპანსიასა და "უფრო დიდი რუსეთის" შესახებ როგორ საუბრობდა. იმ დროს ზეილსტრა კომპანია Shell-ში კონტრაქტით მუშაობდა.
ორშაბათს მინისტრმა ინტერვიუს დროს აღიარა, რომ მოიტყუა და სინამდვილეში, როდესაც პუტინი ამ სიტყვებს ამბობდა, იქ არ იყო. ზეილსტრას განმარტებით, ამით მას თავისი წყაროს დაცვა სურდა - ადამიანის, რომელიც პუტინის გვერდით იყო, როდესაც ეს სიტყვები გააჟღერა.
პოლიტიკოსმა აღიარა, რომ თავის კარიერაში ყველაზე დიდი შეცდომა დაუშვა და თქვა, რომ ნიდერლანდები ისეთ საგარეო საქმეთა მინისტრს იმსახურებს, რომელიც სამშობლოში და მის ფარგლებს გარეთ ყველა ეჭვზე მაღლა იდგება. მიუხედავად აღიარებისა ზეილსტრა ამტკიცებს, რომ პუტინმა ეს სიტყვები მართლა თქვა.
ნიდერლანდებში რუსეთის საელჩომ განცხადა, რომ ზეილსტრას სიტყვები კრიტიკას ვერ უძლებს და მიმართულია იმისკენ, რომ მოსკოვის რეალური მიზნების შესახებ არასწორი წარმოადგენა შექმნას და გაავრცელოს.
ჰალბე ზეილსტრას ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი 2017 წლის ოქტომბრიდან ეკავა. ის ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, მარკ რიუტეს უახლოესი მოკავშირეა და შიდაპარტიული კოალიციის ჩამოყალიბებაში დაეხმარა.
ცნობილი გახდა ისიც, რომ პრემიერმა სიმართლე რამდენიმე კვირის წინ გაიგო, თუმცა პარლამენტს ამის შესახებ არ შეატყობინა. დეპუტატებმა რიუტეს მიმართ ნდობის საკითხი დააყენეს კენჭისყრაზე, თუმცა უნდობლობა არ გამოუცხადებიათ.
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
კომენტარები