თბილისში, ზაარბრიუკენის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, დღეს, 14 თებერვალს, გამთენიისას ცეცხლსასროლი იარაღით კაცი დაჭრეს. ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ინფორმაციით, პირისთვის ფულის გამოძალვა უნდოდათ, რის შემდეგაც ესროლეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 (დანაშაულის მომზადება და განზრახ მკვლელობა) და 236-ე მუხლებით (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება) მიმდინარეობს.