ფინანსურმა პოლიციამ "წითელი ცხვირების" დავაში თეონა ბაღდავაძის დანაშაული ვერ დაინახა
საქართველოს ფინანსურმა პოლიციამ "წითელი ცხვირების" კამპანიიდან ფულის მითვისების საქმეზე თეონა ბაღდავაძის დანაშაული ვერ დაინახა. უწყებამ საკითხის შესწავალა აკა სინჯიკაშვილის საჩივრის საფუძველზე დაიწყო.
თეონა ბაღდავაძე საქმეზე სასამართლო დავას აგრძელებს. მისი თქმით, სარჩელი სასამართლომ წარმოებაში რამდენიმე კვირის წინ მიიღო. ის ითხოვს აკა სინჯიკაშვილმა მას და Red Nose Day Georgia-ს ბოდიში მოუხადოს და დღის ცენტრის ასაშენებლად მიღებული ფულის დააბრუნოს. ბაღდავაძე ეჭვობს, რომ სინჯიკაშვილმა 35 ათას ლარამდე თანხა გაფლანგა.
საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ბაღდავაძეს სასამართლოში მოუწევს დაამტკიცოს, რომ აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ბრალდებით მის საქმიან რეპუტაციას ზიანი მიადგა, სხვა შემთხვევაში სარჩელი არ დაკმაყოფილება.
On.ge-ს კითხვაზე - რა სახის ზიანი მიიღო მან ამ ბრალდებით - ბაღდავაძე ასე პასუხობს:
"მე ვყიდი ჩემს დროს. მე ვარ ადამიანი, რომელიც რაღაცას ვგეგმავ და ვაკეთებ. მთელი შვიდი თვე ჩემი დროის დიდი ნაწილი წაიღო ამ საქმეებმა. შესაბამისად, მე ვერ შევძელი მოვმსახურებდი კლიენტებს იმის გამო, რომ არ მქონდა დრო. ჩემს პროფესიაში ძალიან ძნელია მორალურად და ადამიანურად, როცა ამხელა პრობლემის წინაშე დგახარ, როცა ერთი ადამიანი მაინც არსებობს, ვისაც შენში ეჭვი ეპარება".
მისი თქმით, ამ ინციდენტის გამო არავის შეუწყვეტია მასთან თანამშრომლობა და არც იცის ვინმემ შეიკავა თუ არა მასთან თანამშრომლობისგან თავი:
"შემიძლია ვიხელმძღვანელო შარშანდელი წლის მონაცემებით, თუმცა ეს არ მომცემს ზუსტ ინფორმაციას იმიტომ, რომ ბაზარი მზარდია ჩემი პროფესიის მიმართ, მოთხოვნილება არის მზარდი."
მისი თქმით, აკა სინჯიკაშვილის მიერ მის მიმართ გავრცელებული ბრალდებების შემდეგ გაჩდნენ ადამიანები, რომლებსაც ეჭვი შეეპარათ მის საქმიანობაში. ამის მიუხედავად, სასამართლოში ის სინჯიკაშვილისგან მორალური ზიანისთვის 5 ლარს ითხოვს.
"რომ დავიწყო იმის გაზომვა რა სახის რეპუტაციული ზიანი მომადგა, რა თქმა უნდა, უკვე სხვა თანხებზე ავალთ," - ამბობს ის.
"ფინანსურმა პოლიციამ 8-თვიანი ფიქრის შემდეგ გადაწყვიტა არ გამოიძიოს ეს საქმე", - ასე გამოეხმაურა აკა სინჯიკაშვილი ფინანსური პოლიციის გადაწყვეტილებას მისი საჩივარი თეონა ბაღდავაძის წინააღმდეგ არ განეხილა.
აკა სინჯიკაშვილმა თეონა ბაღდავაძე "წითელი ცხვირების" კამპანიის ფულის მითვისებაში 2017 წლის ივნისში დაადანაშაულა.
ამ საქმეზე მასალა თავდაპირველად ნეტგაზეთმა მოამზადა.
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
კომენტარები