შავი ზღვის ქართული აკვატორია და ნატოს ინტერესები
ნატოს ყოველწლიურ მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას "მებრძოლი სული" (Agile Spirit) საქართველოში, შესაძლოა საზღვაო კომპონენტიც დაემატოს. ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში ანგარიშის წარდგენისას თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ განაცხადა.
თავდაცვის მინისტრს არ დაუკონკრეტებია შავ ზღვის ქართულ აკვატორიაში, ნატოს სამხედრო-საზღვაო წვრთნა, მიმდინარე წელს დაგეგმილ სამხედრო სწავლებებს დაემატება, თუ ეს მომავლის პროექტია. იზორიამ აღნიშნა, რომ ამ მნიშვნელოვანი ინიციატივის შესახებ, პენტაგონში ბოლო ოფიციალური ვიზიტის დროს ამერიკის შეერთებულ შტატების თავდაცვის მდივან ჯეიმს მატისთან უკვე ისაუბრა.
Agile Spirit-ის საქართველოს ტერიტორიაზე ჩატარებას 2011 წელს ჩაეყარა საფუძველი, 2014 წლამდე, წვრთნები მხოლოდ ქართულ-ამერიკული იყო. 2015 წლიდან კი სწავლებამ საქართველოს აღმოსავლეთიდან, ვაზიანის პოლიგონიდან, დასავლეთში, ორფოლოს პოლიგონზე გადაინაცვლა და მრავალეროვნული გახდა. მნიშვნელოვნად გაიზარდა როგორც სწავლებაში ჩართული ქვეყნების გეოგრაფია, ისე ჯარისკაცთა და საბრძოლო ტექნიკის რაოდენობა და ხარისხი.
თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ამბობს, რომ საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია Agile Spirit-ის სამხედრო წვრთნებს სახმელეთო და საჰაერო კომპონენტების შემდეგ, საზღვაო კომპონენტიც დაემატოს:
"Agile Spirit-ის სამხედრო წვრთნის ფარგლებში ჩვენ გვსურს საზღვაო კომპონენტის შემოღებაც, ეს იყო განხილვის ერთ-ერთი თემა, ვაშინგტონში ჯეიმს მატისთან შეხვედრის დროს. სამხედრო სწავლებების გაფართოების კუთხით, ჩვენი ტენდენციები მზარდია, რაც უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, იმ მთავარი მიზნის მისაღწევად, რასაც საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მზადყოფნის გაძლიერება ჰქვია".
საქართველოს შავი ზღვის აკვატორიის ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც სამხედრო საზღვაო ძალები არ ჰყავს. 2008 წლის აგვისტოში, რუსეთის აგრესიის დროს, მას შემდეგ რაც მტერმა ქვეყნის სამხედრო გემებისა და სამხედრო-საზღვაო ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი გაანადგურა, უმაღლესმა მთავარსარდლობამ იმის ნაცვლად, რომ ზღვაზე მარცხის მიზეზები დაედგინა და დამნაშავეები დაესაჯა, მთლიანად სამხედრო საზღვაო ძალების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო.
2009 წლიდან, საქართველოს საზღვაო აკვატორიაში, საზღვაო თავდაცვით, სასაზღვრო-პოლიციურ და ძებნა-გადარჩენით ოპერაციებს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული დანაყოფი - სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვა ახორციელებს. ომის შემთხვევაში მასვე ეკისრება სამხედრო ფლოტის ფუნქციაც, ამ გარემოებათა გამო სამხედრო ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ შავი ზღვის აკვატორიაში ყველაზე ცუდად დაცული საზღვაო საზღვარი სწორედ საქართველოს აქვს.
ბოლო 11 წლის მანძილზე, საქართველოს სანაპირო დაცვა ნატოელი პარტნიორების, განსაკუთრებით აშშ-ისა და თურქეთის დახმარებით, შეიძლება ითქვას რომ ხელახლა დაიბადა. ვაშინგტონმა და ანკარამ რუსების მიერ ჩაძირული გემების სანაცვლოდ, რამდენიმე სადარაჯო ხომალდი საჩუქრად გადმოგვცეს, დანარჩენები კი უცხოეთში გაგვირემონტეს.
აშშ-ს დაფინანსებით, 2013 წელს, უკვე ფოთში გაიხსნა სანაპირო დაცვის გემების სარემონტო სახელოსნო, 200 ტონიანი ამწით; 2014 წელს, სუფსაში, საზღვაო ოპერაციების მართვის ულტრათანამედროვე ცენტრი და 2015 წელს, ბათუმში, სასაზღვრო პოლიციის მცურავი საშუალებების ბაზირების პუნქტის ახალი ნავმისადგომი, რომლის მშენებლობაც ამერიკელ გადასახადის გადამხდელებს 14 მილიონი დოლარი დაუჯდათ.
აშშ და ნატო დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ საქართველოს სანაპირო დაცვის გაძლიერებას. ამ პოლიტიკის მნიშვნელობას, საქართველოში ბოლო ვიზიტისას ალიანსის გაერთიანებული საზღვაო ძალების (MARCOM) სარდლის მოადგილემ, ვიცე-ადმირალმა ერვი ბლეჟონმაც გაუსვა ხაზი:
"შავი ზღვის რეგიონი არის მზარდი ინტერესის მქონე ნატოსთვის, იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ აქ გვყავს ალიანსის სამი წევრი ქვეყანა და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მეგობარი და მეკავშირე საქართველოს სახით. ერთობლივი წვრთნები და ინფორმაციის გაცვლა ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ნატოსთვის, ისე საქართველოსთვის. ჩვენ ვგეგმავთ, რომ ნატომ შავი ზღვის რეგიონში თანამშრომლობა კიდევ უფრო გააძლიეროს."
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სანაპირო დაცვის სადარაჯო ხომალდები, პირველ რიგში, კი თურქეთში 2008 წელს შეძენილი P-24 "სოხუმი" პერიოდულად მონაწილეობენ, როგორც მრავალეროვნულ (Sea Breeze, Black Sea Hawk), ისე ორმხრივ საზღვაო-სამხედრო წვრთნებში (ძირითადად იმ დროს, როცა საქართველოს აკვატორიას ნატოს სამხედრო გემები სტუმრობენ) ეს მიმართულება სამხედრო-საზღვაო წვრთნების კოლოსალური სიძვირის გამო, მაინც ყველაზე უფრო სუსტია.
სამხედრო ექსპერტები ფიქრობენ, რომ Agile Spirit-ის წვრთნებზე საზღვაო კომპონენტის დამატებით, საქართველოს სანაპირო დაცვისა და სამხედრო-საზღვაო ინფრასტრუქტურის მეტად განვითარების საშუალება მიეცემა, რაც ნატოს ინტერესებშიც შედის, ვინაიდან, მონტრეს 1936 წლის კონვენცია (Montreux Convention Regarding the Regime of the Straits) არაშავიზღვისპირა ქვეყნების სამხედრო ხომალდებს, შავი ზღვის აკვატორიაში 21 დღეზე მეტხანს ყოფნას უკრძალავს.
-
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები